სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართველი სტუდენტი, რომელმაც იტალიაში კორონავირუსი დაამარცხა, მომხდარს დეტალურად იხსენებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს
ქართველი სტუდენტი, რომელმაც იტალიაში კორონავირუსი დაამარცხა, მომხდარს დეტალურად იხსენებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს

იტა­ლი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი, თაკო ილუ­რი­ძე, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბლოგს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც და­ინ­ფი­ცი­რე­ბის, მკურ­ნა­ლო­ბი­სა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს:

"მე ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი ვარ, რო­მელ­საც ჩვენ­თვის, ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი COVID-19-ის გა­და­ტა­ნა ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მო­უ­წია.

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­მა­ლე­ბო­დი ჟურ­ნა­ლის­ტებს, რად­გან სტრე­სის შემ­დეგ, უბ­რა­ლოდ არ მინ­დო­და გა­მო­ჩე­ნა და თით­ქოს ვერც ვწერ­დი ვე­რა­ფერს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, კო­რო­ნას და­მარ­ცხე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი ყვე­ლა ადა­მი­ანს სიმ­შვი­დეს მო­უ­ტანს და მე თუ შე­მიძ­ლია ამა­ში წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო, მზად ვარ!

რა მოხ­და?

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტი ვარ იტა­ლი­ის ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბის და­უფ­ლე­ბას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ვსწავ­ლობ­დი იტა­ლი­ურ ენას სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად. იმ დროს, რო­დე­საც მთლი­ა­ნი ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლია პან­დე­მი­ის საფრ­თხის წი­ნა­შე იდგა, მთავ­რო­ბამ რა­ტომ­ღაც არ გა­ა­უქ­მა კარ­ნა­ვა­ლი ვე­ნე­ცი­ა­ში და ჩემი კურ­სე­ლე­ბიც გარ­თო­ბის მიზ­ნით არ შე­უ­შინ­დნენ წას­ვლას, შემ­დეგ დაბ­რუნ­დნენ და ეს ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი ვირუ­სიც ერთ-ერ­თმა სა­ჩუქ­რად ჩა­მო­მი­ტა­ნა.

რო­გორ და­ი­წყო?

ამ დღი­დან 4 დღის შემ­დეგ, ვიგ­რძე­ნი იმ­დე­ნად სუს­ტი ყე­ლის ტკი­ვი­ლი, რომ მე­გო­ნა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი მქონ­და ამ­დე­ნი ში­შის­გან, თუმ­ცა ინ­ტუ­ი­ცი­ით მა­ინც გა­ვი­ზო­მე სი­ცხე და 37.1 აღ­მო­მაჩ­ნდა. რა თქმა უნდა, პა­ნი­კა­ში არ ჩავ­ვარ­დნილ­ვარ, თუმ­ცა ყვე­ლა­ნა­ი­რი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით და­ვი­წყე პირ­ბა­დით მოძ­რა­ო­ბა და ჩა­ვი­კე­ტე ოთახ­ში, რომ სხვებს მოვ­რი­დე­ბო­დი. ორი დღე გაგ­რძელ­და და­ბა­ლი სი­ცხე­ე­ბი­თა და ყე­ლის ტკი­ვი­ლით, მე­სა­მე დღეს და­ე­მა­ტა მსუ­ბუ­ქი ხვე­ლა და სა­ღა­მოს უკვე სი­ცხე 38.7, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით იტა­ლი­ა­ში მო­ვი­თხო­ვეთ ჩემი გა­დაყ­ვა­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

მკურ­ნა­ლო­ბა­ჩემს შემ­თხვე­ვა­ში მა­ღა­ლი სი­ცხე მხო­ლოდ ორ დღეს გაგ­რძელ­და, ხოლო და­ბა­ლი სი­ცხე კი­დევ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რა, ასე­ვე ხვე­ლა მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. არ მქო­ნია პრობ­ლე­მე­ბი სუნ­თქვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ღმერ­თის წყა­ლო­ბით, არც პნევ­მო­ნი­ამ­დე გარ­თულ­და საქ­მე. შე­სა­ბა­მი­სად, მკურ­ნა­ლო­ბა ვერ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით და საკ­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით ცდი­ლობ­დნენ ორ­გა­ნიზ­მის­თვის მრა­ვა­ლი სა­ჭი­რო ვი­ტა­მი­ნის მი­წო­დე­ბა­სა და ხე­ლის შე­წყო­ბას, რომ თა­ვად ორ­გა­ნიზმს შეს­ძლე­ბო­და და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა ვირუ­სი. თუმ­ცა, მკურ­ნა­ლო­ბის დროს ხდე­ბა მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი სხვა­დას­ხვა ანა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მათ შო­რის ყო­ველ­დღი­უ­რი სის­ხლის აღე­ბა მა­ჯის არ­ტე­რი­ი­დან, რაც და­მი­ჯე­რეთ სი­ტყვით რთუ­ლად ასახ­სნე­ლი და უმ­ტკივ­ნე­უ­ლე­სი პრო­ცე­სია და სა­ერ­თოც არა­ფე­რი აქვს უბ­რა­ლო ვე­ნის ნემ­სის შე­ხე­ბას­თან.

რამ­დე­ნი დღე გაგ­რძელ­და?

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 10 დღე დავ­ყა­ვი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემი გა­წე­რის თა­ო­ბა­ზე, მას შემ­დეგ რაც ტეს­ტმა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა. ახლა გავ­დი­ვარ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­კა­რან­ტი­ნო პე­რი­ოდს, რის შემ­დე­გაც შევ­ძლებ დავ­ბრუნ­დე სამ­შობ­ლო­ში.

რისი თქმა მინ­და თქვენ­თვის?

მინ­და გი­თხრათ, რომ კო­რო­ნა გა­ნა­ჩე­ნი არაა და მისი და­მარ­ცხე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია! ამ ვირუ­სის ქონა არაა და­სა­მა­ლი და არც სა­სირ­ცხვი­ლო, პი­რი­ქით სირ­ცხვი­ლია მისი და­მალ­ვა. ჩემი ჩათ­ვლით უკვე მრა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს თქვენ­თვის. მთა­ვა­რია ბრძო­ლა, შე­მარ­თე­ბა, გან­წყო­ბა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

ურ­თუ­ლე­სი ეტა­პია, სხვა ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლა ახ­ლობ­ლოს გა­რე­შე ისე­თი და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნა, რომ­ლის დრო­საც თავი ატო­მუ­რი ბომ­ბი გგო­ნია და არ იცი რო­დის აფეთ­ქდე­ბი. რთუ­ლია, როცა იცი შენი ოჯა­ხი სამი ათა­სი კი­ლო­მეტ­რის იქით ღა­მე­ებს ათე­ნებს შენ­ზე ფიქ­რში. რთუ­ლია, როცა გვერ­დი­თი პა­ლა­ტე­ბი­დან ხალ­ხის ტი­რი­ლის ხმა გეს­მის დღე და ღამ და ყვე­ლა­ზე რთუ­ლია, როცა შენს რამ­დე­ნი­მე თვის ნას­წავლ იტა­ლი­ურს სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს არ­გებ, რომ არა­ფე­რი გა­მოგრჩეს შემ­თხვე­ვით, რას გე­ტყვის ექი­მი (იტა­ლია და ინ­გლი­სუ­რი ენის ცოდ­ნა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ერ­თად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია). ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად და­უმ­რა­ცხე­ბე­ლი არა­ფე­რია, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რულ­მა და სით­ბომ იმ­ხე­ლა ძალა მომ­ცა, ვი­ცო­დი რომ არაფ­რის უნდა შემ­ში­ნე­ბო­და!

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

ჩემი სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თი­დან გე­ტყვით, რომ რო­გორც კი აღ­მო­ა­ჩენთ თუნ­დაც მცი­რე გა­ცი­ე­ბის ნიშ­ნებს, გა­მო­ი­ყე­ნეთ პირ­ბა­დე და ეცა­დეთ იზო­ლა­ცია გა­უ­კე­თოთ სა­კუ­თარ თავს, სა­ნამ არ დარ­წმუნ­დე­ბით, რა გჭირთ. მე ჩემი სიფრ­თხი­ლით ყვე­ლა გარ­შე­მო მყო­ფი გა­და­ვარ­ჩი­ნე, ჩემ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი 26-ივე ადა­მი­ა­ნი ნე­გა­ტი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა კო­რო­ნას ტესტზე, რად­გან მე უბ­რა­ლოდ ყვე­ლა წესი და­ვი­ცა­ვი. გირ­ჩევთ, თავი აა­რი­დეთ ნე­ბის­მი­ე­რი მიზ­ნით მოგ­ზა­უ­რო­ბას, რად­გან მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მსხვერ­პლი ვარ მეც და კი­დევ უამ­რა­ვი. და­მერ­წმუ­ნეთ, ჩვენს ტან­ჯვად არ ღირს თქვე­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბის არც ერთი წამი. ხში­რად იბა­ნეთ ხე­ლე­ბი, მი­ირ­თვით ხილი და ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი. დახ­ვე­ლე­ბა/და­ცე­მი­ნე­ბის დროს მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ სხვა ადა­მი­ნებს, ვირუ­სი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად ამ გზით გა­და­ე­ცე­მა. ნუ ჩა­ვარ­დე­ბით პა­ნი­კა­ში, იყა­ვით მშვი­დად, მა­ში­ნაც კი თუ რო­მე­ლი­მე სიმპტო­მი გაქვთ. ეს უბ­რა­ლო ვირუ­სია, უა­რე­სე­ბიც გა­დაგ­ვი­ტა­ნია.

რა ვის­წავ­ლე?

რაც ვის­წავ­ლე ისაა, რომ ჩვენ არას­დროს არ ვი­ცით, რო­დის რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და არა­ვინ ვართ და­ზღვე­უ­ლე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი საფრ­თხის­გან, ამი­ტომ რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი დრო უნდა გა­ვა­ტა­როთ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც გვიყ­ვარს. სით­ბო, ზრუნ­ვა და ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვი­ლად გა­და­არ­ჩენს სამ­ყა­როს! მეც ვზი­ვარ ახლა, სულ­მო­უთ­ქმე­ლად ვე­ლო­დე­ბი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­სა და ყვე­ლა იმ ად­მი­ა­ნის ნახ­ვას, რომ­ლებ­მაც ამ­ხე­ლა ძალა მომ­ცეს!

მად­ლო­ბა

მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­სა და სა­კონ­სუ­ლოს იტა­ლი­ა­ში და რა თქმა უნდა, იტა­ლი­ის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მინ­და აღ­ვნიშ­ნო და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულს იტა­ლი­ა­ში, თამ­თა რჩე­უ­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, არა­მედ ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნია!

ასე­ვე, უამ­რავ ადა­მი­ანს, რო­მე­ლე­ბიც მუდ­მი­ვად მამ­ხნე­ვებ­დნენ და მარ­ტო­ო­ბას არ მაგ­რძნო­ბი­ნებ­დნენ.

მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა და ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!".

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღმერთო დალოცე საქართველო!
14

ღმერთის წყალობით და ექიმების შრომით ყველაფერი კარგად იქნება! ტვ პირველს და მთავარ მატყუარას არ უყუროთ, დამიჯერეთ შეგნებულად ბლოკავენ პოზიტიურ ინფორმაციებს და უარყოფით ამბებს აშუქებენ, რომ კიდევ უფრო დაზაფრონ ადამიანები. პ.ს. მე შევესწარი როცა საიმედო სიუჟეტი გადაიღეს და მერე არ გაუშვეს.

ნოდარი
6

არტერიიდან მე რამდენჯერმე ამიღეს სისხლი მაგრამ უმტკივნეულესი სულაც არ არის. შენზე თუ სწავლობდნენ სისხლის აღებას სხვა თემაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ქართველი სტუდენტი, რომელმაც იტალიაში კორონავირუსი დაამარცხა, მომხდარს დეტალურად იხსენებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს

ქართველი სტუდენტი, რომელმაც იტალიაში კორონავირუსი დაამარცხა, მომხდარს დეტალურად იხსენებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს

იტალიაში მყოფი ქართველი სტუდენტი, თაკო ილურიძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, სოციალურ ქსელში ბლოგს აქვეყნებს, სადაც დაინფიცირების, მკურნალობისა და გამოჯანმრთელების დეტალებს იხსენებს:

"მე ქართველი სტუდენტი ვარ, რომელსაც ჩვენთვის, ყველასთვის ნაცნობი COVID-19-ის გადატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოუწია.

დიდი ხნის განმავლობაში ვემალებოდი ჟურნალისტებს, რადგან სტრესის შემდეგ, უბრალოდ არ მინდოდა გამოჩენა და თითქოს ვერც ვწერდი ვერაფერს, მაგრამ ვფიქრობ, კორონას დამარცხების წარმატებული მაგალითი ყველა ადამიანს სიმშვიდეს მოუტანს და მე თუ შემიძლია ამაში წვლილი შევიტანო, მზად ვარ!

რა მოხდა?

მოგეხსენებათ, რომ მაგისტრატურის სტუდენტი ვარ იტალიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სადაც ჩემი მიმართულების დაუფლებასთან ერთად, აქტიურად ვსწავლობდი იტალიურ ენას სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებთან ერთად. იმ დროს, როდესაც მთლიანი ჩრდილოეთ იტალია პანდემიის საფრთხის წინაშე იდგა, მთავრობამ რატომღაც არ გააუქმა კარნავალი ვენეციაში და ჩემი კურსელებიც გართობის მიზნით არ შეუშინდნენ წასვლას, შემდეგ დაბრუნდნენ და ეს ავადსახსენებელი ვირუსიც ერთ-ერთმა საჩუქრად ჩამომიტანა.

როგორ დაიწყო?

ამ დღიდან 4 დღის შემდეგ, ვიგრძენი იმდენად სუსტი ყელის ტკივილი, რომ მეგონა ფსიქოლოგიური მომენტი მქონდა ამდენი შიშისგან, თუმცა ინტუიციით მაინც გავიზომე სიცხე და 37.1 აღმომაჩნდა. რა თქმა უნდა, პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, თუმცა ყველანაირი უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით დავიწყე პირბადით მოძრაობა და ჩავიკეტე ოთახში, რომ სხვებს მოვრიდებოდი. ორი დღე გაგრძელდა დაბალი სიცხეებითა და ყელის ტკივილით, მესამე დღეს დაემატა მსუბუქი ხველა და საღამოს უკვე სიცხე 38.7, რის შემდეგაც საქართველოს საელჩოს დახმარებით იტალიაში მოვითხოვეთ ჩემი გადაყვანა საავადმყოფოში.

მკურნალობაჩემს შემთხვევაში მაღალი სიცხე მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა, ხოლო დაბალი სიცხე კიდევ დაახლოებით ერთი კვირა, ასევე ხველა მთელი ამ დროის განმავლობაში. არ მქონია პრობლემები სუნთქვასთან დაკავშირებით და ღმერთის წყალობით, არც პნევმონიამდე გართულდა საქმე. შესაბამისად, მკურნალობა ვერ შემოიფარგლებოდა მედიკამენტებით და საკვების დახმარებით ცდილობდნენ ორგანიზმისთვის მრავალი საჭირო ვიტამინის მიწოდებასა და ხელის შეწყობას, რომ თავად ორგანიზმს შესძლებოდა დაემარცხებინა ვირუსი. თუმცა, მკურნალობის დროს ხდება მუდმივი კონტროლი სხვადასხვა ანალიზების საშუალებით, მათ შორის ყოველდღიური სისხლის აღება მაჯის არტერიიდან, რაც დამიჯერეთ სიტყვით რთულად ასახსნელი და უმტკივნეულესი პროცესია და საერთოც არაფერი აქვს უბრალო ვენის ნემსის შეხებასთან.

რამდენი დღე გაგრძელდა?

საავადმყოფოში 10 დღე დავყავი, რამდენიმე დღის წინ კი მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი გაწერის თაობაზე, მას შემდეგ რაც ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ახლა გავდივარ სავალდებულო საკარანტინო პერიოდს, რის შემდეგაც შევძლებ დავბრუნდე სამშობლოში.

რისი თქმა მინდა თქვენთვის?

მინდა გითხრათ, რომ კორონა განაჩენი არაა და მისი დამარცხებაც შესაძლებელია! ამ ვირუსის ქონა არაა დასამალი და არც სასირცხვილო, პირიქით სირცხვილია მისი დამალვა. ჩემი ჩათვლით უკვე მრავალი წარმატებული მკურნალობის მაგალითი არსებობს თქვენთვის. მთავარია ბრძოლა, შემართება, განწყობა და ყველაფერი კარგად იქნება!

ურთულესი ეტაპია, სხვა ქვეყანაში, ყველა ახლობლოს გარეშე ისეთი დაავადების გადატანა, რომლის დროსაც თავი ატომური ბომბი გგონია და არ იცი როდის აფეთქდები. რთულია, როცა იცი შენი ოჯახი სამი ათასი კილომეტრის იქით ღამეებს ათენებს შენზე ფიქრში. რთულია, როცა გვერდითი პალატებიდან ხალხის ტირილის ხმა გესმის დღე და ღამ და ყველაზე რთულია, როცა შენს რამდენიმე თვის ნასწავლ იტალიურს სამედიცინო სფეროს არგებ, რომ არაფერი გამოგრჩეს შემთხვევით, რას გეტყვის ექიმი (იტალია და ინგლისური ენის ცოდნა უმეტეს შემთხვევაში ერთად წარმოუდგენელია). ამ ყველაფრის მიუხედავად დაუმრაცხებელი არაფერია, უამრავი ადამიანის სიყვარულმა და სითბომ იმხელა ძალა მომცა, ვიცოდი რომ არაფრის უნდა შემშინებოდა!

რეკომენდაციები

ჩემი საკუთარი მაგალითიდან გეტყვით, რომ როგორც კი აღმოაჩენთ თუნდაც მცირე გაციების ნიშნებს, გამოიყენეთ პირბადე და ეცადეთ იზოლაცია გაუკეთოთ საკუთარ თავს, სანამ არ დარწმუნდებით, რა გჭირთ. მე ჩემი სიფრთხილით ყველა გარშემო მყოფი გადავარჩინე, ჩემთან კონტაქტში მყოფი 26-ივე ადამიანი ნეგატიური აღმოჩნდა კორონას ტესტზე, რადგან მე უბრალოდ ყველა წესი დავიცავი. გირჩევთ, თავი აარიდეთ ნებისმიერი მიზნით მოგზაურობას, რადგან მოგზაურობის მოყვარული ადამიანების მსხვერპლი ვარ მეც და კიდევ უამრავი. დამერწმუნეთ, ჩვენს ტანჯვად არ ღირს თქვენი სიამოვნების არც ერთი წამი. ხშირად იბანეთ ხელები, მიირთვით ხილი და ჯანსაღი პროდუქტი. დახველება/დაცემინების დროს მაქსიმალურად მოერიდეთ სხვა ადამინებს, ვირუსი ყველაზე მარტივად ამ გზით გადაეცემა. ნუ ჩავარდებით პანიკაში, იყავით მშვიდად, მაშინაც კი თუ რომელიმე სიმპტომი გაქვთ. ეს უბრალო ვირუსია, უარესებიც გადაგვიტანია.

რა ვისწავლე?

რაც ვისწავლე ისაა, რომ ჩვენ არასდროს არ ვიცით, როდის რა შეიძლება მოხდეს და არავინ ვართ დაზღვეულები ნებისმიერი საფრთხისგან, ამიტომ რაც შეიძლება დიდი დრო უნდა გავატაროთ ადამიანებთან, რომლებიც გვიყვარს. სითბო, ზრუნვა და ერთმანეთის სიყვარული ნამდვილად გადაარჩენს სამყაროს! მეც ვზივარ ახლა, სულმოუთქმელად ველოდები სამშობლოში დაბრუნებასა და ყველა იმ ადმიანის ნახვას, რომლებმაც ამხელა ძალა მომცეს!

მადლობა

მადლობა საქართველოს მთავრობას, ასევე საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს იტალიაში და რა თქმა უნდა, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო საქართველოს კონსულს იტალიაში, თამთა რჩეულიშვილს, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი საქმის პროფესიონალი, არამედ ძალიან მაგარი ადამიანია!

ასევე, უამრავ ადამიანს, რომელებიც მუდმივად მამხნევებდნენ და მარტოობას არ მაგრძნობინებდნენ.

მიყვარხართ ყველა და ჯანმრთელობას გისურვებთ!".

COVID-19 სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდათ - ოჯახი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 296-მდე გაიზარდა