ირანში, ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 1 209 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 113 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.
მისივე ცნობით, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 13 938 ადამიანის შეადგენს.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მთლიანობაში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 724 ადამიანი.
ირანში პირველი დაინფიცირების ფაქტი 19 თებერვალს, ყუმის პროვინციაში გამოვლინდა. დაავადებულთა შორის არიან ირანელი მაღალჩინოსნები - ვიცე-პრეზიდენტი და მინისტრები.