პარტნიორები:
    ავტორი:

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტიდან 4 პირი არასრულწლოვანია

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტიდან 4 პირი არასრულწლოვანია

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული იმ პირებიდან, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, 4 არასრულწლოვანია. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

    მისივე განმარტებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 30 პირიდან მათთან 27 ადამიანი მკურნალობს.

    "27 პაციენტიდან 4 პირი არის 14 წლამდე ასაკი“, - აღნიშნა მან. ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტებიდან ტემპერატურა მხოლოდ 2 პირს აღენიშნება.

    როგორც ცნობილია, საქართველოში კორონავირუსის დაინფიცირებულთა რაოდენობა 30-ს აღწევს. მათგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

    დღეს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ მასთან ტესტირება განმეორდა "კოვიდ 19-ზე" პასუხი უაროფითი მიიღეს.

    მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

    დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

    "მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"