სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"შევხვდით სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს... დავრწმუნდით, რომ ქვეყანაში მარაგები არსებობს" - ეკონომიკის მინისტრი
"შევხვდით სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს... დავრწმუნდით, რომ ქვეყანაში მარაგები არსებობს" - ეკონომიკის მინისტრი

"მინ­და ვუ­თხრა ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ მა­რა­გი საკ­მა­რი­სია. მა­რა­გი ყო­ველ­დღი­უ­რად ახ­ლდე­ბა. მო­მა­რა­გე­ბის თვალ­საზ­რი­სით შე­ფერ­ხე­ბა არ არის.

ჩვენ შევ­ზღუ­დეთ მგზავ­რე­ბის შე­მო­სავ­ლა ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­ქონ­ლო მა­რა­გე­ბი­სა და ტვირ­თე­ბის შე­მოს­ვლას, ამას ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს ვუ­წყობთ და ამა­ზე რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბი ვართ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში.

ამ­დე­ნად, წუ­ხი­ლის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ, რო­მე­ლიც გუ­შინ შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლოს მსხვი­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­სა და ქსე­ლუ­რი მა­ღა­ზი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მათ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე ესა­უბ­რა და მათ მო­საზ­რე­ბებს გა­ეც­ნო.

"გუ­შინ შევ­ხვდით სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. დავ­რწმუნ­დით იმა­ში, რომ ქვე­ყა­ნა­ში მა­რა­გე­ბი არ­სე­ბობს და მა­ღა­ზი­ე­ბი­სა და სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბის ჩვე­უ­ლებ­რივ მო­მა­რა­გე­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

შეხ­ვედ­რა­ზე ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ მი­წო­დე­ბის მთე­ლი ლო­გის­ტი­კუ­რი ჯაჭ­ვი. ჩვენ ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ვართ და მო­ნი­ტო­რინგს ვუ­წევთ. ამ­დე­ნად, მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ წუ­ხი­ლის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს - მა­ღა­ზი­ე­ბი მა­რაგ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში, ძა­ლი­ან ხში­რად ივ­სე­ბა მათი სა­წყო­ბე­ბი, სა­ქონ­ლის, მათ შო­რის, პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბა ხდე­ბა უწყვე­ტად და ხარ­ვე­ზე­ბის გა­რე­შე," - გა­ნა­ცხა­და ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"შევხვდით სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს... დავრწმუნდით, რომ ქვეყანაში მარაგები არსებობს" - ეკონომიკის მინისტრი

"შევხვდით სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს... დავრწმუნდით, რომ ქვეყანაში მარაგები არსებობს" - ეკონომიკის მინისტრი

"მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგი საკმარისია. მარაგი ყოველდღიურად ახლდება. მომარაგების თვალსაზრისით შეფერხება არ არის.

ჩვენ შევზღუდეთ მგზავრების შემოსავლა ქვეყანაში, მაგრამ რაც შეეხება სასაქონლო მარაგებისა და ტვირთების შემოსვლას, ამას ყველანაირად ხელს ვუწყობთ და ამაზე რეგიონის ქვეყნები ვართ კოორდინაციაში.

ამდენად, წუხილის საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც გუშინ შეხვდა საქართველოს მსხვილი სუპერმარკეტებისა და ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს, მათ შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა და მათ მოსაზრებებს გაეცნო.

"გუშინ შევხვდით სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს. დავრწმუნდით იმაში, რომ ქვეყანაში მარაგები არსებობს და მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების ჩვეულებრივ მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ მიწოდების მთელი ლოგისტიკური ჯაჭვი. ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვართ და მონიტორინგს ვუწევთ. ამდენად, მინდა დაგარწმუნოთ, რომ წუხილის საფუძველი არ არსებობს - მაღაზიები მარაგდება ჩვეულებრივ რეჟიმში, ძალიან ხშირად ივსება მათი საწყობები, საქონლის, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქციის მიწოდება ხდება უწყვეტად და ხარვეზების გარეშე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

საპატრიარქოს მიმართვა მრევლს

გუშინ შეყვანილი პაციენტებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა - უახლესი ინფორმაცია ინფექციურიდან

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი