ავტორი:

"ნუ იმარაგებთ სურსათს, მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში პრობლემა საქონლის დეფიციტი კი არა, ჭარბწარმოებაა" - რომან გოცირიძე მოსახლეობას

"ნუ იმარაგებთ სურსათს, მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში პრობლემა საქონლის დეფიციტი კი არა, ჭარბწარმოებაა" - რომან გოცირიძე მოსახლეობას

ნუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს. მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში პრობლემა საქონლის დეფიციტი კი არა, ჭარბწარმოებაა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც კაფე-რესტორნები დაკეტილია და ამოქმედებულია სხვა შეზღუდვებიც, სურსათზე მოთხოვნა ათეული მილიონობით ლარით არის შემცირებული. შესაბამისად, გოცირიძის თქმით, პროდუქტების მომარაგების საჭიროება არ დგას.

"ნუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს. მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში პრობლემა საქონლის დეფიციტი კი არა, ჭარბწარმოებაა. როდესაც მთელი ევროპის მასშტაბით კაფეები და რესტორნები დაკეტილია და მოხმარება კლებულობს, ათეულ მილიარდობით დოლარის საქონილია უკვე ჩაწოლილი.

ეკონომიკაში მოთხოვნის კლებით გამოწვეული შოკია და არა მიწოდების (გამოშვების) შემცირებით გამოწვეული.

ქართული მაგალითი რომ ავიღოთ: თუ ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო სუფრები შეიზღუდება, სად უნდა გაიყიდოს ჩამოსასხმელი ღვინო, მინერალური წყალი, კიტრი, პომიდორი და ა. შ. ეს შეზღუდვები ათეულ მილიონობით ლარის ოდენობით ამცირებს მოთხოვნას.

აჟიოჟატი აზიანებს ჯიბესაც და ფსიქიკასაც,” - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და მისი მრევლი მზადაა, კორონავირუსთან ბრძოლაში მოხალისეობრივად ჩაერთონ

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - სტუმრები გიორგი ასანიძე, ლერი ხაბელოვი

"ბილაინი" მომხმარებლის ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური პლატფორმა Feedc-ის პარტნიორია