სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საუკუნის პანდემიები, რომლებიც მსოფლიომ დაამარცხა და რომლებსაც დღესაც ებრძვის
საუკუნის პანდემიები, რომლებიც მსოფლიომ დაამარცხა და რომლებსაც დღესაც ებრძვის

პან­დე­მია რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ან მთელ მსოფ­ლი­ო­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბაა. ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე პან­დე­მია - ყვა­ვი­ლი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, შავი ჭირი.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი პან­დე­მია სწო­რედ შავი ჭირი იყო, რო­მელ­მაც XIV სა­უ­კუ­ნე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 75-200 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ო­ში გვაქვს მხო­ლოდ ორი პან­დე­მია - აივ/შიდსი და ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა (COVID-19). ასე­ვე პან­დე­მი­ებს შო­რის არის 1918 წლის გრი­პის პან­დე­მია (წლე­ბის წინ და­ა­ვა­დე­ბამ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა) და 2009 წლის "ღო­რის გრი­პის" პან­დე­მია (H1N1).

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ კო­რო­ნა­ვირუსს, ის უკვე 120 ქვე­ყა­ნა­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ეს რი­ცხვი დღი­თი­დღე მა­ტუ­ლობს. სწო­რედ ამის გამო მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პან­დე­მია გა­მო­ა­ცხა­და.

AMBEBI.GE გა­გახ­სე­ნებთ ყვე­ლა პან­დე­მი­ას, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ომ და­ა­მარ­ცხა და რომ­ლებ­თა­ნაც ბრძო­ლა ისევ გრძელ­დე­ბა.

შავი ჭირი

შავი ჭი­რის (შავი სიკ­ვდი­ლი) პან­დე­მია XIV სა­უ­კუ­ნე­ში მო­დე­ბუ­ლი იყო აზი­ას, ევ­რო­პას (1346—1353), ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­სა და კუნ­ძულ გრენ­ლან­დი­ას. გავ­რცელ­და ბუ­ნებ­რი­ვი კე­რი­დან გო­ბის უდაბ­ნოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ევ­რა­ზი­ა­ში კლი­მა­ტის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო მცი­რე გამ­ყინ­ვა­რე­ბის პე­რი­ო­დით. თა­ვი­დან მო­იც­ვა ჩი­ნე­თი და ინ­დო­ე­თი, შემ­დეგ კი მონ­ღოლ­თა ჯა­რებ­სა და სა­ვაჭ­რო ქა­რავ­ნებ­თან ერ­თად, ევ­რო­პა­ში გა­და­ვი­და. და­ა­ვა­დე­ბა ევ­რო­პას სწრა­ფად მო­ე­დო და გან­გა­შის მი­ზე­ზი გახ­და.

მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი იყო: თა­ვის ტკი­ვი­ლი, ოფ­ლი­ა­ნო­ბა, კან­კა­ლი, ძლი­ე­რი ციებ-ცხე­ლე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი, რომ­ლი­თაც შავი ჭი­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, იყო ჩირ­ქი­ა­ნი წყლუ­ლე­ბი, ე.წ. „ბუ­ბო­ნე­ბი“. ბუ­ბო­ნი ჩნდე­ბო­და იღ­ლი­ის, კის­რი­სა და ბარ­ძა­ყის მი­და­მო­ებ­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ნა­ყა­რი ვარ­დის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბის იყო, შემ­დეგ მე­წა­მუ­ლი ფე­რის ხდე­ბო­და, ბო­ლოს შავ­დე­ბო­და. „შავ­მა სიკ­ვდილ­მა“ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ო­თხე­დი გა­ა­ნად­გუ­რა. სა­ერ­თოდ კი, შავ­მა ჭირ­მა ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში 60 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა. უფრო მცი­რე მას­შტა­ბე­ბით პან­დე­მია გან­მე­ორ­და 1361 წელს („მე­ო­რე შავი ჭირი“), 1369 წელს („მე­სა­მე შავი ჭირი“) და კი­დევ რამ­დე­ნი­მე­ჯერ.

ეპი­დე­მი­ის ინ­ფექ­ცი­უ­რი აგენ­ტი იყო ჭი­რის ბა­ცი­ლა Yersinia pestis, რაც და­ამ­ტკი­ცა შავი ჭი­რით და­ღუ­პულ­თა ნარ­ჩე­ნე­ბის გე­ნე­ტი­კურ­მა გა­მოკ­ვლე­ვებ­მა, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბად ცნო­ბე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა 1998 წელს. ძვე­ლად არ­სე­ბობ­და სხვა ჰი­პო­თე­ზე­ბიც და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის შე­სა­ხებ.

ყვა­ვი­ლი

ყვა­ვი­ლი უძ­ვე­ლე­სი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ჩვ.წ. აღ­რი­ცხვამ­დე გა­მოჩ­ნდა იგი ყო­ველ­წლი­უ­რად 400.000 ადა­მი­ანს კლავ­და. მისი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბა - ჭრი­ლო­ბე­ბი კან­ზე. და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ათბს - ღე­ბი­ნე­ბა, ტკი­ვი­ლი, ცხე­ლე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი და სიბრმა­ვე. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ყვა­ვი­ლი გაჩ­ნდა ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტუ­რი მუ­მი­ე­ბის­გან, რომ ინ­დო­ეთ­ში სწო­რედ, ეგ­ვიპ­ტელ­მა ვაჭ­რებ­მა ჩა­ი­ტა­ნეს, სა­დაც და­ა­ვა­დე­ბამ 2000 წელ­ზე მეტ ხანს იბო­გი­ნა. 19-20 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში კი წარ­მა­ტე­ბულ­მა ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ და­დე­ბი­თი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და 1979 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­მუ­და­მოდ გა­ნად­გურ­და. ყვა­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი და­ა­ვა­დე­ბაა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და.

ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი

ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის მიკ­რო­ბაქ­ტე­რია იწ­ვევს, რაც უმე­ტე­სად ფილ­ტვებს აზი­ა­ნებს. XX სა­უ­კუ­ნემ­დე გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა იყო.

ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი არა მარ­ტო ჰაერ-წვე­თო­ვა­ნი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­აა, არა­მედ მტვრი­თაც გა­და­ი­ტა­ნე­ბა. ნეს­ტი­ან ად­გი­ლებ­ში, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის გა­მომ­წვე­ვი ბაქ­ტე­რი­ე­ბი დიდ­ხანს ცო­ცხლობს.

ტუ­ბერ­კუ­ლოზ­თან ბრძო­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, რად­გან დღეს მსოფ­ლი­ოს­თვის ისე­თი სა­ში­ში აღარ არის, რო­გო­რიც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­ბერ­კუ­ლოზ­მა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ოთხმოც­და­ა­თი­ან წლებ­ში იფეთ­ქა.

შიდსი

შიდსი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს ხუ­თი­ვე კონ­ტი­ნენ­ტის 206 ქვე­ყა­ნა­ში. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ამ ვირუ­სით 20 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მათ­გან 80% სქე­სობ­რი­ვი გზით და­ა­ვად­და. აივ-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ო­ში აღ­რი­ცხულ ნარ­კო­მან­თა 80%.

შიდსით შე­იძ­ლე­ბა მუც­ლად­მყო­ფი ბავ­შვიც, დე­დის ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ინ­ფი­ცირ­დეს, ან მშო­ბი­ა­რო­ბის დროს, ძუ­ძუ­თი კვე­ბი­სას, რად­გან დე­დის რძეც ვირუსს შე­ი­ცავს. 1994 წელს კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ რისკს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებ­და შე­სა­ბა­მი­სი მე­დი­კა­მენ­ტით მკურ­ნა­ლო­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბის მტკი­ცე­ბით, ვირუ­სი შიმ­პან­ზე­დან ადა­მი­ან­ში XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ან XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში კა­მე­რო­ნის ტყე­ებ­ში გავ­რცელ­და, მდი­ნა­რე სა­ნა­გას­თან ახ­ლოს, ან კონ­გო­ში. თუმ­ცა ერთ-ერთი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, აივ გავ­რცელ­და მო­ნა­დი­რის­გან, რო­მელ­საც ნა­დი­რო­ბი­სას უკბი­ნა შიმ­პან­ზემ. ვირუ­სის დიდ არე­ალ­ზე გავ­რცე­ლე­ბას ხელი შე­უ­წყო აფ­რი­კის კო­ლო­ნი­ზა­ცი­ამ და ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სის­ხლის ექ­სპორ­ტმა ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის სის­ხლის ბან­კებ­ში.

გა­ი­ზი­ა­რებს თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სი, შიდსის ბედს, ამ თე­მა­ზე ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექიმს ნინო მჭედ­ლიშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

"აივ ინ­ფექ­ცია/შიდსი არის პან­დე­მი­ად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ჯან­მოს მიერ ისე­ვე, რო­გორც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ( COVID-19) ინ­ფექ­ცი­ია. თუმ­ცა, აივ ინ­ფექ­ცია/შიდსი არის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის გან­კურ­ნე­ბა არ ხდე­ბა (მხო­ლოდ კლი­ნი­კუ­რი მარ­თვა და კონ­ტრო­ლია შე­საძ­ლე­ბე­ლი), მაგ­რამ არა გან­კურ­ნე­ბა, ასე­ვე გავ­რცე­ლე­ბის გზე­ბიც სხვა­დას­ხვაა.

რაც შე­ე­ხე­ბა COVID-19-ს, არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ის უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში გან­კურ­ნე­ბა­დია. ის ახა­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა, მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მწი­რია. მა­გა­ლი­თად, არ ვი­ცით მისი შო­რე­უ­ლი შე­დე­გე­ბი. თუნ­დაც ის, რომ იყო რე­ცი­დი­ვის შემ­თხვე­ვე­ბი ჩი­ნეთ­ში გან­კურ­ნე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში, თუმ­ცა ეს რა­ტომ მოხ­და, ჯერ ახ­სნი­ლი არ არის.

შე­საძ­ლე­ბე­ლია ამის მი­ზე­ზი იყოს ტეს­ტე­ბის შეც­დო­მა, ან ის, რომ ისი­ნი არ იყ­ვნენ ბო­ლომ­დე გან­კურ­ნე­ბულ­ნი. მა­ღა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გვაქვს ამა­ზე, რა იქ­ნე­ბა ამ ვირუ­სის შო­რე­უ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით, ესაა მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის გან­კურ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა სულ 2%-მდეა და ფიქ­რო­ბენ, ეს ციფ­რი უფრო მცი­რე­ცაა, სრუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი რომ გვქონ­დეს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის.

პან­დე­მი­ად გა­მო­ცხა­დე­ბა არ გუ­ლის­ხმობს, რომ ვირუსს მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ახა­სი­ა­თებს, რო­გორც მა­გა­ლი­თად, ყვი­თე­ლი ცხე­ლე­ბის დროს, ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლია შემ­თხვე­ვა­თა 50 %-ში“ - გან­მარ­ტავს ექი­მი და დას­ძენს, რომ რად­გან ჯერ ვაქ­ცი­ნა არ გვაქვს, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მო­ი­ცავს ყვე­ლა იმ ქმე­დე­ბას, რაც გან­კუთ­ვნი­ლია ზო­გა­დად გრი­პის­მაგ­ვარ და­ა­ვა­დე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და მო­წო­დე­ბუ­ლია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ:

  • თუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არაა, თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ ნე­ბის­მი­ე­რი მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან.
  • თუ უკვე დაბ­რუნ­დნენ მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ პი­რე­ბის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დაც­ვა, რად­გან თვით­შეგ­რძნე­ბა - „მე ეს არ და­მე­მარ­თე­ბა,“ უკვე არა­ერ­თხელ და­იმ­სხვრა.
  • შე­საძ­ლო ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თან ახლო კონ­ტაქ­ტის­გან თა­ვის არი­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე.
  • ხე­ლის ხში­რი და­ბა­ნა, არა­ნაკ­ლებ 20 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში საპ­ნი­თა და წყლით, ან ხე­ლის და­მუ­შა­ვე­ბა სპირ­ტის შემ­ცვე­ლი ხსნა­რით.
  • და­უშ­ვე­ბე­ლია თვა­ლე­ბის, ცხვირ­სა და პი­რის ღრუს და­უ­ბა­ნე­ლი ხე­ლით შე­ხე­ბა.
  • სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ან/და სა­მუ­შაო ად­გი­ლის ხში­რი გა­ნი­ა­ვე­ბა და და­ლა­გე­ბა სვე­ლი წე­სით;
  • იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ წყა­ლი დ სა­პო­ნი ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლია, შე­იძ­ლე­ბა სპირ­ტის შემ­ცვე­ლი ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა .
რ ე ა ლ ო ბ ა
3

დოლარი 3.0 ზე ავიდა ბლუმბერგზეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე აქ 3.2 გახდებდა დრეს.... გაგვანადგურეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეს სესხები რანაირად უნდა დავფაროთ. ლარს პრაქტიკულად ცალის ფასი აქვს ქაღალდი გახდააააააააააააააააააააააააააააააააააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საუკუნის პანდემიები, რომლებიც მსოფლიომ დაამარცხა და რომლებსაც დღესაც ებრძვის

საუკუნის პანდემიები, რომლებიც მსოფლიომ დაამარცხა და რომლებსაც დღესაც ებრძვის

პანდემია რამდენიმე ქვეყანაში ან მთელ მსოფლიოში ინფექციური დაავადების გავრცელებაა. ისტორიის მანძილზე დაფიქსირებულია რამდენიმე პანდემია - ყვავილი, ტუბერკულოზი, შავი ჭირი.

ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი პანდემია სწორედ შავი ჭირი იყო, რომელმაც XIV საუკუნეში დაახლოებით 75-200 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ამჟამად მსოფლიოში გვაქვს მხოლოდ ორი პანდემია - აივ/შიდსი და ახალი კორონავირუსული დაავადება (COVID-19). ასევე პანდემიებს შორის არის 1918 წლის გრიპის პანდემია (წლების წინ დაავადებამ რამდენიმე მილიონი ადამიანი იმსხვერპლა) და 2009 წლის "ღორის გრიპის" პანდემია (H1N1).

რაც შეეხება უშუალოდ კორონავირუსს, ის უკვე 120 ქვეყანაშია გავრცელებული და ეს რიცხვი დღითიდღე მატულობს. სწორედ ამის გამო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.

AMBEBI.GE გაგახსენებთ ყველა პანდემიას, რომელიც მსოფლიომ დაამარცხა და რომლებთანაც ბრძოლა ისევ გრძელდება.

შავი ჭირი

შავი ჭირის (შავი სიკვდილი) პანდემია XIV საუკუნეში მოდებული იყო აზიას, ევროპას (1346—1353), ჩრდილოეთ აფრიკასა და კუნძულ გრენლანდიას. გავრცელდა ბუნებრივი კერიდან გობის უდაბნოს ტერიტორიაზე ევრაზიაში კლიმატის მკვეთრი ცვლილების შედეგად, რაც გამოწვეული იყო მცირე გამყინვარების პერიოდით. თავიდან მოიცვა ჩინეთი და ინდოეთი, შემდეგ კი მონღოლთა ჯარებსა და სავაჭრო ქარავნებთან ერთად, ევროპაში გადავიდა. დაავადება ევროპას სწრაფად მოედო და განგაშის მიზეზი გახდა.

მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება, მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“. ბუბონი ჩნდებოდა იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი შეფერილობის იყო, შემდეგ მეწამული ფერის ხდებოდა, ბოლოს შავდებოდა. „შავმა სიკვდილმა“ რამდენიმე წელიწადში ევროპის მოსახლეობის მეოთხედი გაანადგურა. საერთოდ კი, შავმა ჭირმა ორი ათწლეულის განმავლობაში 60 მილიონი ადამიანი შეიწირა. უფრო მცირე მასშტაბებით პანდემია განმეორდა 1361 წელს („მეორე შავი ჭირი“), 1369 წელს („მესამე შავი ჭირი“) და კიდევ რამდენიმეჯერ.

ეპიდემიის ინფექციური აგენტი იყო ჭირის ბაცილა Yersinia pestis, რაც დაამტკიცა შავი ჭირით დაღუპულთა ნარჩენების გენეტიკურმა გამოკვლევებმა, რომელთა შესახებად ცნობები გამოქვეყნდა 1998 წელს. ძველად არსებობდა სხვა ჰიპოთეზებიც დაავადების გამომწვევი მიზეზის შესახებ.

ყვავილი

ყვავილი უძველესი დაავადებაა, რომელიც ჩვ.წ. აღრიცხვამდე გამოჩნდა იგი ყოველწლიურად 400.000 ადამიანს კლავდა. მისი დამახასიათებელი თვისება - ჭრილობები კანზე. დაავადებას ახასიათბს - ღებინება, ტკივილი, ცხელება, თავის ტკივილი და სიბრმავე. არსებობს მოსაზრება, რომ ყვავილი გაჩნდა ძველი ეგვიპტური მუმიებისგან, რომ ინდოეთში სწორედ, ეგვიპტელმა ვაჭრებმა ჩაიტანეს, სადაც დაავადებამ 2000 წელზე მეტ ხანს იბოგინა. 19-20 საუკუნეებში კი წარმატებულმა ვაქცინაციამ დადებითი შედეგი გამოიღო და 1979 წლის დეკემბერში სამუდამოდ განადგურდა. ყვავილი ერთადერთი დაავადებაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მთლიანად განადგურდა.

ტუბერკულოზი

ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც რამდენიმე სახეობის მიკრობაქტერია იწვევს, რაც უმეტესად ფილტვებს აზიანებს. XX საუკუნემდე განუკურნებელი დაავადება იყო.

ტუბერკულოზი არა მარტო ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, არამედ მტვრითაც გადაიტანება. ნესტიან ადგილებში, ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები დიდხანს ცოცხლობს.

ტუბერკულოზთან ბრძოლა წარმატებულად მიიჩნევა, რადგან დღეს მსოფლიოსთვის ისეთი საშიში აღარ არის, როგორიც გასულ საუკუნეში. საქართველოში ტუბერკულოზმა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში იფეთქა.

შიდსი

შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ამ ვირუსით 20 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.

შიდსით შეიძლება მუცლადმყოფი ბავშვიც, დედის ორსულობის პერიოდში დაინფიცირდეს, ან მშობიარობის დროს, ძუძუთი კვებისას, რადგან დედის რძეც ვირუსს შეიცავს. 1994 წელს კვლევამ აჩვენა, რომ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობა. მეცნიერების მტკიცებით, ვირუსი შიმპანზედან ადამიანში XIX საუკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში კამერონის ტყეებში გავრცელდა, მდინარე სანაგასთან ახლოს, ან კონგოში. თუმცა ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, აივ გავრცელდა მონადირისგან, რომელსაც ნადირობისას უკბინა შიმპანზემ. ვირუსის დიდ არეალზე გავრცელებას ხელი შეუწყო აფრიკის კოლონიზაციამ და იაფფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში.

გაიზიარებს თუ არა კორონავირუსი, შიდსის ბედს, ამ თემაზე ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმს ნინო მჭედლიშვილს ვესაუბრეთ:

"აივ ინფექცია/შიდსი არის პანდემიად გამოცხადებული ჯანმოს მიერ ისევე, როგორც ახალი კორონავირუსული ( COVID-19) ინფექციია. თუმცა, აივ ინფექცია/შიდსი არის ქრონიკული დაავადება, რომლის განკურნება არ ხდება (მხოლოდ კლინიკური მართვა და კონტროლია შესაძლებელი), მაგრამ არა განკურნება, ასევე გავრცელების გზებიც სხვადასხვაა.

რაც შეეხება COVID-19-ს, არსებული მონაცემებით, ის უმეტეს შემთხვევებში განკურნებადია. ის ახალი ვირუსული ინფექციაა, მის შესახებ ინფორმაცია მწირია. მაგალითად, არ ვიცით მისი შორეული შედეგები. თუნდაც ის, რომ იყო რეციდივის შემთხვევები ჩინეთში განკურნებულ პაციენტებში, თუმცა ეს რატომ მოხდა, ჯერ ახსნილი არ არის.

შესაძლებელია ამის მიზეზი იყოს ტესტების შეცდომა, ან ის, რომ ისინი არ იყვნენ ბოლომდე განკურნებულნი. მაღალი მტკიცებულება არ გვაქვს ამაზე, რა იქნება ამ ვირუსის შორეული გამოსავალი. თუმცა ჯერჯერობით, ესაა მწვავე დაავადება, რომლის განკურნება შესაძლებელია, სიკვდილიანობა სულ 2%-მდეა და ფიქრობენ, ეს ციფრი უფრო მცირეცაა, სრული მონაცემები რომ გვქონდეს ინფიცირებული პაციენტების.

პანდემიად გამოცხადება არ გულისხმობს, რომ ვირუსს მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს, როგორც მაგალითად, ყვითელი ცხელების დროს, ლეტალური გამოსავალი მოსალოდნელია შემთხვევათა 50 %-ში“ - განმარტავს ექიმი და დასძენს, რომ რადგან ჯერ ვაქცინა არ გვაქვს, პროფილაქტიკური ღონისძიებები მოიცავს ყველა იმ ქმედებას, რაც განკუთვნილია ზოგადად გრიპისმაგვარ დაავადებებთან მიმართებაში და მოწოდებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ:

  • თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი მოგზაურობისგან.
  • თუ უკვე დაბრუნდნენ მოგზაურობიდან, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირების თვითიზოლაციის წესების დაცვა, რადგან თვითშეგრძნება - „მე ეს არ დამემართება,“ უკვე არაერთხელ დაიმსხვრა.
  • შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე.
  • ხელის ხშირი დაბანა, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით, ან ხელის დამუშავება სპირტის შემცველი ხსნარით.
  • დაუშვებელია თვალების, ცხვირსა და პირის ღრუს დაუბანელი ხელით შეხება.
  • საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის ხშირი განიავება და დალაგება სველი წესით;
  • იმ შემთხვევაში, თუ წყალი დ საპონი ხელმიუწვდომელია, შეიძლება სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება .

"ის არ არის "ხელწამოსაკრავი", მაგრამ მე არ გამიცია რეკომენდაცია მის შემოტანაზე" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე ჩინურ ვაქცინაზე

"4000-ზე მეტი ტაქსის მძღოლი და აგრარული ბაზრის 4000-მდე მოვაჭრეა კორონავირუსზე გატესტილი" - როგორია შედეგები, რას ამბობს პაატა იმნაძე

"ეს საოცარი ისტორიაა და თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო ფაქტი" - ერთმა სასულიერო პირმა მეორეს საკუთარი თირკმელი დაუთმო