სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ოკუპანტის ტანკს ვერ ხედავთ, კორონას დაინახავთ? თქვენი დედები მომიკითხია..." - კარანტინში გადაყვანილი ექიმი კოლეგებს და ჯანდაცვის სისტემას ლანძღავს
"ოკუპანტის ტანკს ვერ ხედავთ, კორონას დაინახავთ? თქვენი დედები მომიკითხია..." - კარანტინში გადაყვანილი ექიმი კოლეგებს და ჯანდაცვის სისტემას ლანძღავს

ნევ­რო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ჯამ­ბულ მა­კა­რა­ძე, რო­მე­ლიც სა­ჩხე­რის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ვრცელ მო­ნო­ლოგს აქ­ვეყ­ნებს ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე, სა­ხელ­წო­დე­ბით - "სა­მო­თხი­დან ჯო­ჯო­ხეთ­ში".

მა­კა­რა­ძე წერს, რომ 8 მარტს დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ და რად­გან ქვე­ყა­ნა­ში რო­მის აე­რო­პორ­ტის გავ­ლით ჩა­მო­ვი­და, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მა­შინ­ვე კა­რან­ტინ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა თვი­თონ ითხოვ­და, რომ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­ეშ­ვათ.

მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი წუხს, რომ აე­რო­პორ­ტში არა­სა­თა­ნა­დოდ მო­ექ­ცნენ და იქ მყოფ მის კო­ლე­გებს, რომ­ლებ­მაც ჩა­მოფ­რე­ნი­ლი მგზავ­რე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­ზე გა­სინ­ჯეს "ჩლუნ­გებს და მო­ნებს" უწო­დებს. აი, რას წერს მა­კა­რა­ძე ვრცელ პოს­ტში:

"ამ­ჟა­მად ვიმ­ყო­ფე­ბი სა­ჩხე­რის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი, მაგ­რამ უკი­დუ­რე­სად გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იმ ტრა­გი-კო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, რა­შიც აღ­მოვ­ჩნდი.

მოკ­ლედ, 1 მარტს გა­ვემ­გზავ­რე კო­ლე­გებ­თან ერ­თად ხმელ­თა­შუა ზღვის კრუ­იზ­ზე. 1-წლი­ა­ნი უშ­ვე­ბუ­ლე­ბო შრო­მის შემ­დეგ ჩემ­თვის ეს იყო სა­უ­კე­თე­სო შან­სი დას­ვე­ნე­ბის­თვის. თბი­ლი­სი-კი­ე­ვი-რო­მის რე­ი­სით ჩავფრინ­დით რო­მის აე­რო­პორ­ტში, სა­დაც მხო­ლოდ ჩვენ­თვის შეკ­ვე­თი­ლი ავ­ტო­ბუ­სით პირ­და­პირ მი­ვა­დე­ქით საკ­რუ­ი­ზო სუ­პერ­თა­ნა­მედ­რო­ვე გემს "გრან­დი­ო­ზა", რი­თაც 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვე­დით ეს­პა­ნე­თის და საფ­რან­გე­თის რამ­დე­ნი­მე პორ­ტში. კო­რო­ნას გამო გემ­ზე იყო ყვე­ლა­ფე­რი ისე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რომ ეპიდ­სა­შიშ­რო­ე­ბის რის­კი თით­ქმის არ არ­სე­ბობ­და.

8 მარტს დი­ლით დას­რულ­და და­უ­ვი­წყა­რი კრუ­ი­ზი და ჩვენ იგი­ვე ავ­ტო­ბუ­სით გა­ვემ­გზავ­რეთ რო­მის აე­რო­პორ­ტში, სა­ი­და­ნაც 2 სა­ათ­ში გავფრინ­დით კი­ევ­ში. რო­მის და კი­ე­ვის აე­რო­პორ­ტებ­ში იშ­ვი­ა­თად ნა­ხავ­დით ნიღ­ბი­ანს, თუმ­ცა მრავ­ლად იყო სა­დე­ზინ­ფექ­ციო ყუ­თე­ბი და ჩვენც ხში­რად ვი­მუ­შა­ვებ­დით ხე­ლებს. 9-ში ღა­მის 2 სთ-ზე და­ვეშ­ვით მშობ­ლი­ურ თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში და...ახლა იწყე­ბა არ­და­ვი­წყე­ბა...

სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლის ქალ­ბა­ტონ­მა მარ­ჯვე­ნა საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თითი 90°-ით მი­ატ­რი­ა­ლა მარ­ჯვნივ და მი­თხრა იქეთ წა­დიო. მივ­ხვდი, რა­ტო­მაც, მაგ­რამ მე, რო­გორც კა­ნონ­მორ­ჩილ მო­ქა­ლა­ქეს ზედ­მე­ტი კი­თხვა არ და­მის­ვამს და გა­ვე­შუ­რე იქ, სა­დაც უკვე დამ­ხვდნენ ასე­ვე კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ჩემი კო­ლე­გა-მე­გობ­რე­ბი, უკვე შე­წუ­ხე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით.

თერ­მო­კონ­ტრო­ლის შემ­დეგ იქ მყოფ­მა ე.წ. ეპიდ­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გვი­თხრა, რომ ჩვენ კა­რან­ტინ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით, ვი­ნა­ი­დან რო­მის აე­რო­პორ­ტის ჰა­ე­რი ჩა­ვი­სუნ­თქეთ

არა­ნა­ი­რი ეპი­და­ნამ­ნე­ზი მათ არ შე­უკ­რე­ბი­ათ, ჩვე­ნი არ­გუ­მენ­ტა­ცია არც კი გა­უ­აზ­რე­ბი­ათ. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით გაგ­ვე­მარ­თა კა­მა­თი და მო­ვი­თხო­ვეთ პა­სუ­ხის­მგე­ბელ პირ­თან (ეპი­დე­მი­ო­ლოგ­თან) შეხ­ვედ­რა, რა­ზე­დაც გვი­თხრეს, რომ ძი­ნავ­სო! ჩვენს ნათ­ქვამ­ზე, რომ არ­სად ევ­რო­პა­ში და არც რომ­ში ასე­თი პა­ნი­კა და შე­ფერ­ხე­ბა არ არი­სო, გვი­პა­სუ­ხეს, რომ მა­გათ რომ არ იცი­ან ეს რა ვირუ­სია, იმი­ტომ ჭირ­თო. იქვე იყო სა­დე­ზინ­ფექ­ციო ბოთ­ლი, ხე­ლის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად რომ მი­ვე­დი ცა­რი­ე­ლი აღ­მოჩ­ნდა! საქ­მე­ში ჩა­ერ­თო 1-2 თო­ფი­ან-ფორ­მი­ა­ნი დოქ­სო­პუ­ლო, თუმ­ცა ჩვე­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მერე გვთხო­ვეს აე­რო­პორ­ტის ეზო­ში არ­სე­ბულ კა­რავ­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით და დავ­ლო­დე­ბო­დით დი­ლას, როცა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი გა­იღ­ვი­ძებ­და და შე­საძ­ლო იქ­ნე­ბო­და სახ­ლებ­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის შე­თან­ხმე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი.

გა­და­ვე­დით კარ­ვებ­ში. ჩვენ ვი­ყა­ვით 13, მათ­გან 12 - ექი­მი. კი­დევ დაგ­ვე­მა­ტა 3 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე იტა­ლი­ი­დან მო­დი­ოდ­ნენ. ერ­თმა მათ­გან­მა უთხრა, რომ ყელი მტკი­ვაო და გა­მო­საკ­ვლე­ვად წა­მიყ­ვა­ნე­თო, მაგ­რამ ნუ­რას უკაც­რა­ვად, ზე­მო­დან სხვა და­ვა­ლე­ბა გვაქ­ვსო, თან და­ა­ყო­ლეს, რას მი­დი­ო­დი იტა­ლი­ა­შიო!

ჩვენს მო­თხოვ­ნა­ზე, რომ ჩვე­ნი თან­ხით ჩა­ვი­ტა­რებ­დით ანა­ლიზს და მერე მა­ინც გა­და­ვი­დო­დით სახ­ლის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ზე, ასე­ვე უარი მი­ვი­ღეთ! ჩემ­თვის უკვე ცხა­დი იყო, რომ "ზე­მოთ" იმ­პე­რა­ტი­უ­ლად გა­და­წყვი­ტეს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნის იზო­ლი­რე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ან სას­ტუმ­რო­ებ­ში

12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბო­დით კა­რავ­ში და მიმ­დე­ბა­რედ, არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ე.წ. ეპიდ­სამ­სა­ხურს ჩვენ­თან არ ჰქო­ნია, მხო­ლოდ პატ­რუ­ლი და დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი იდგა შო­რი­ახ­ლოს. ჩვენ მათ ვთხო­ვეთ, რომ ჩვე­ნი ფუ­ლით საკ­ვე­ბი მო­ე­ტა­ნათ, ვი­ნა­ი­დან 1 ადა­მი­ა­ნი იყო დი­ა­ბე­ტი­ა­ნი, რა­ზეც 12 ექიმს გვი­პა­სუ­ხეს, ექიმს მო­გიყ­ვან­თო. ბო­ლოს მო­ვი­და ერთ-ერთი თეთრხა­ლა­თი­ა­ნი და მო­ი­ტა­ნა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც ჩვე­ნი­ვე ხე­ლით ჩავ­წე­რეთ, რომ თა­ნახ­მა ვი­ყა­ვით 2-კვი­რი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ზე სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში. მეც გა­ვიმ­ზა­დე ბინა, სა­დაც ამ­ჟა­მად უმ­ცრო­სი ვაჟი ცხოვ­რობს (შე­ში­ნე­ბულ­მა სას­წრა­ფოდ და­ტო­ვა იქა­უ­რო­ბა).

მო­ვი­და 2 მან­ქა­ნა და გვი­თხრეს, 1-2 სა­ა­თით და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში გაგ­სინ­ჯა­ვენ და მერე გა­დახ­ვალ­თო სახ­ლში. უკვე სა­ეჭ­ვო იყო, მაგ­რამ კა­მა­თი აღარ გვინ­დო­და. ბარ­გი-ბარ­ხა­ნით 2 მი­ნი­ვე­ნი გა­ე­შუ­რა ასა­თი­ან­ზე, წინ მი­დის პო­ლი­ცია, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სიჩ­ქა­რით და სი­რე­ნე­ბით, თით­ქოს ატო­მუ­რი მუხ­ტი გა­და­ად­გილ­დე­ბა, რამ­დე­ნი­მე სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცი­აც შე­იქ­მნა, მაგ­რამ გა­დავ­რჩით. ასე ამოვ­ყა­ვით თავი იმ შე­ნო­ბა­ში. პი­რო­ბე­ბი 0, მაგ­რამ კა­რავს ჯობ­და. 2 სა­ა­თის შემ­დეგ, ჩემ­თან შე­მო­ვარ­და ეკი­პი­რე­ბუ­ლი დოქ­სო­პუ­ლო და მე­უბ­ნე­ბა, სას­წრა­ფოდ სა­ჩხე­რე­ში მივ­დი­ვარ­თო... ჩემს ყვი­რილ­ზე, რომ გი­ჟე­ბი ხართ-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა: პრე­მი­ე­რის ბრძა­ნე­ბა­აო. ანუ და­ა­დას­ტუ­რა მათი შე­უ­რა­ცხა­დო­ბა და მთხო­ვა გავ­ყო­ლო­დი.

ქვე­მოთ რომ ჩა­ვე­დი, კა­მონ­მორ­ჩი­ლი ჩე­მი­ა­ნე­ბი უკვე ის­ხდნენ ფორ­დის ტი­პის "რაფ­ში". ყვე­ლას სა­ხე­ზე ეწე­რა დაბ­ნე­უ­ლო­ბა და სა­სო­წარ­კვე­თა, გა­მოწ­ვე­უ­ლი ასე­თი მან­ქურ­თუ­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფით!

მიქ­რის "კა­ნა­რე­ი­კა" შუა თბი­ლის­ში, უწყვე­ტი სი­რე­ნით, და­უშ­ვე­ბე­ლი სიჩ­ქა­რით და დარ­ღვე­ვე­ბით, კუდ­ზე აზის "ატო­მით" დამ­ძი­მე­ბუ­ლი ფორ­დის რაფი. მძღო­ლი ეკი­პი­რე­ბუ­ლია, უს­წო­რო გზა­ზე ისე გვან­ჯღ­რევს, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ შე­ნიშ­ვნა მივ­ცე. მან­ქა­ნის ფან­ჯრებს იზო­ლა­ცია არა აქვს, მა­ღალ სიჩ­ქა­რე­ზე ცივი ქარი ქრის...

ჩა­ვე­დით სა­ჩხე­რე­ში, სას­ტუმ­როს ეზო­ში შემ­ხვედ­რი ეკი­პი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბია: არ ჩა­მოხ­ვი­დეთ!!! ჯერ წყვი­ლე­ბი (ცოლ-ქმა­რი, დედა-შვი­ლი) ჩა­ვიდ­ნენ, მერე კენ­ტე­ბი.... აქ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩა­ნან, მაგ­რამ ეტყო­ბათ, რომ ისი­ნიც პა­ნი­კა­ში და გა­უ­გებ­რო­ბა­ში არი­ან. ამ­რი­გად, "ჯან­მრთე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი" ვიმ­ყო­ფე­ბით სა­ჩხე­რე­ში. მთა­ვა­რი კი­თხვა:

1) რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით სა­ეჭ­ვო და­ა­ვა­დე­ბის კვლე­ვა?

2) რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბო­და ჩვე­ნი გა­დაყ­ვა­ნა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში?

3) ტყუ­ი­ლე­ბი გე­ნე­ტი­კა­ში გაქვთ თუ მარ­თლა პრე­მი­ერ­მა და­გა­ვა­ლათ?!

4) რა დო­ნის ეპიდ­სამ­სა­ხუ­რი გყავთ აე­რო­პორ­ტში? ჩლუნ­გე­ბი და მო­ნე­ბი, ეპი­და­ნამ­ნე­ზის ნორ­მა­ლუ­რად შეკ­რე­ბა არ იცი­ან

5) თუკი მარ­თლა ზრუ­ნავთ კო­რო­ნას პრე­ვენ­ცი­ა­ზე, რა­ტომ არ გა­ე­სა­უბ­რეთ კი­ე­ვი-თბი­ლი­სის და­ნარ­ჩენ მგზავ­რებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს ირ­გვლივ იყ­ვნენ? იქ­ნებ გა­დავ­დეთ ინ­ფექ­ცია?!

6) რა­ტომ ატა­რებთ იმ 3 ადა­მი­ანს ჩვენ­თან ერ­თად, მათ ხომ სხვა ეპი­და­ნამ­ნე­ზი აქვთ? პი­რი­ქით, იქ­ნებ ჩვენ (13 ადა­მი­ა­ნი) ვართ მათ­თვის საფრ­თხე?

7) ჩვენ რა გა­რან­ტია გვაქვს, რომ ამ­გვარ ტრან­სპორ­ტში ან სას­ტუმ­რო­ში არ და­ვა­ვად­დე­ბით?

8) რა­ტომ ავა­ლებთ პატ­რულს ასე­თი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი "ჯი­რი­თით" ატა­რონ ადა­მი­ა­ნე­ბი?! ამით უკვე წამ­ხდარ ავ­ტო­რი­ტეტს აღუდ­გენთ?!

9) ვინ აგ­ვი­ნა­ზღა­უ­რებს 2-კვი­რი­ა­ნი იძუ­ლე­ბი­თი უმუ­შევ­რო­ბით მო­ყე­ნე­ბულ ფი­ნან­სურ ზა­რალს?

10) რა­ტომ უნდა წყვეტ­დეთ თქვენ ("ზე­მოთ") იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედს და ცხოვ­რე­ბის წესს, რომ­ლე­ბიც კა­რავ­ში ყოფ­ნი­სა­საც ტე­ლე­ფო­ნით უამ­რავ პა­ცი­ენტს უწევ­დნენ კონ­სულ­ტა­ცი­ას?

11) თქვენ ოკუ­პან­ტის ტანკს ვერ ხე­დავთ და კო­რო­ნას და­ი­ნა­ხავთ?! თქვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ზე აქ აღარ შევ­ჩერ­დე­ბი, მკი­თხვე­ლი მე­ცო­დე­ბა, ბევ­რია სათ­ქმე­ლი!.. გა­მიგ­რძელ­და მო­ნო­ლო­გი..

და ბო­ლოს, ყო­ველ­გვა­რი სენ­ტი­მენ­ტის გა­რე­შე: 10 მარ­ტია, ჩემი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 16 წლის­თა­ვი. პირ­ვე­ლად ვერ შევ­ძე­ლი საფ­ლავ­ზე მის­ვლა..ამის გამო მე თქვე­ნი დე­დე­ბი მო­მი­კი­თხია ახ­ლო­დან! (მა­პა­ტი­ოს წე­სი­ერ­მა მკი­თხველ­მა)" - წერს ჯამ­ბულ მა­კა­რა­ძე.

ექი­მის მო­ნო­ლოგს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმ­დე­ნად მძაფ­რი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, რომ მა­კა­რა­ძე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და პოს­ტი უც­ნო­ბე­ბის­თვის და­ე­მა­ლა და ის ახლა მხო­ლოდ მისი ფე­ის­ბუქ-მე­გობ­რე­ბის­თვი­საა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. რაც შე­ე­ხე­ბა იმ კო­მენ­ტა­რებს, რომ­ლი­თაც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მო­ნო­ლოგს გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ, ასე­თია:

"რა შე­უგ­ნებ­ლე­ბი არი­ან. ერთი თვის მე­რეც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოს. რა ვერ გა­ი­გეს ამათ?"

"ისე­დაც მე­ზი­ზღე­ბა ასე­თი ქედ­მაღ­ლო­ბა რა­საც გა­მო­ხა­ტავს, მარა ასეთ დროს მი­თუ­მე­ტეს. მგო­ნი მარ­თლა ჰგო­ნი­ათ, რად­გან ექი­მე­ბი არი­ან არა­ფე­რი ემარ­თე­ბათ"

"თქვე მარ­თლა უტვი­ნო­ე­ბო, ვინ აგი­ნა­ზღა­უ­რებს კი არა აქეთ უნდა ეხ­ვე­წე­ბო­დეთ ექი­მებს კარ­გად შე­მა­მოწ­მეთ რამე არ მჭირ­დე­სო, ოჯახ­ში არ შე­ვი­ტა­ნო, ან ახ­ლობ­ლებს არ გა­დავ­დო ვირუ­სიო"

"თუ არ ჩა­ი­სუნ­თქავ­და რო­მის ჰა­ერს, ისე ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და? ფულ­ზე ფიქ­რობს და არა სა­ერ­თო პრობ­ლე­მა­ზე! ექი­მიც ამას ჰქვია რა! ვერ ვი­ტან ასეთ ადა­მი­ა­ნებს!"

"ადა­მი­ან­მა, აფექ­ტის დროს შე­იძ­ლე­ბა (და­საშ­ვე­ბია, ოღონდ არა მი­სა­ღე­ბი) მო­მენ­ტა­ლუ­რად არა­ა­დექ­ვა­ტუ­რად იმოქ­მე­დოს მაგ­რამ, დაჯ­დეს, რამ­დე­ნი­მე დღის ნა­ფიქ­რი ტექ­სტად გა­და­ი­ტა­ნოს, უკაც­რა­ვად­და რბი­ლად რომ ვთქვა,ექი­მი­სა­გან უხერ­ხუ­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ რამ­დე­ნი­მე დღე­ში თა­ვად­ვე "დაგ­მობს" თა­ვის პო­ზი­ცი­ას!!!"

"კა­ნო­ნი არის ყვე­ლას­თვის კა­ნო­ნი და იჯე­ქი მანდ სა­დაც ხარ!"

"ჯამ­ბულს ვიც­ნობ და სი­მარ­თლე გი­თხრათ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, ამა­ზე მეტი თუ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გაჩ­ნდა, არ მე­გო­ნა! ამა­თი ჯან­დაც­ვაო რომ წერს, ამ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ნა­წი­ლია თვი­თო­ნაც და არა­კო­ლე­გი­ა­ლუ­რია ეგე­თი მიდ­გო­მა"

"ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან სა­წყე­ნია რომ ამ ადა­მი­ანს შე­ე­ხო ეს რე­გუ­ლა­ცია, მაგ­რამ ყური მომჭრა ამ ფრა­ზამ: "თქვენ ოკუ­პან­ტის ტანკს ვერ ხე­დავთ".... ეს რა შუ­ა­შია უბ­რა­ლოდ მი­თხა­რით. რა კავ­შირ­შია იმას­თან, რაც ამ პა­ტი­ო­სან კაცს გა­დახ­და თავს?"

"ექიმ­მა და­ას­ნე­უ­ლა ლა­მის 15 ადა­მი­ა­ნი, ჩა­მო­ი­ა­რა შეხ­ვედ­რე­ბი... მა­საც ეგო­ნა ჯან­მრთე­ლი იყო"

"პი­რა­დად არ ვიც­ნობ ამ კაცს, მაგ­რამ იმ­დე­ნი უარ­ყო­ფი­თი მო­ი­ტა­ნა ამ პოსტმა რას წა­ვი­კი­თხე სა­ერ­თოდ - უნა­მუ­სო­ბაა სა­ხელ­მწი­ფო­ზე ასე ლა­პა­რა­კი რო­მე­ლიც ბევ­რად წინმსწრე­ბი ეკო­ნო­მი­კის ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით მაქ­სი­მუმს აკე­თებს - ჩა­ი­სუნ­თქა რო­მის ჰა­ე­რი, ის ჰა­ე­რი ჩა­ი­სუთ­ქა გე­ფას დი­რექ­ტორ­მაც და კი და­ა­ვა­და­და 10 კაცი. იმ სის­ტე­მას ლან­ძღავს, რომ­ლის ნა­წი­ლი­ცაა, მოდი თა­ვის თა­ვი­დან და­ი­წყოს რა­ღა­ცის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლა - ჯერ კი­დევ მო­ას­წრებს"

"ექიმს რომ კა­რან­ტი­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ეს­მის, რაზე უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ?!" - ეხ­მა­უ­რე­ბი­ან მა­კა­რა­ძის პოსტს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, Palitravideo.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ჯამ­ბულ მა­კა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ პოსტზე კო­მენ­ტა­რებ­ში ადა­მი­ა­ნებ­მა მისი ბუ­ლინ­გი და­ი­წყეს, რა­საც არ ელო­და. მან კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა, რამ გა­მო­იწ­ვია მისი გან­რის­ხე­ბა კა­რან­ტინ­ში გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

"ჩვენ ვი­ცო­დით, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ჩვე­ნი კა­რან­ტინ­ში გა­დაყ­ვა­ნა და მზად ვი­ყა­ვით ამის­თვის, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ჯან­მრთე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ვი­ფიქ­რეთ რომ სახ­ლის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მოვ­ხვდე­ბო­დით, ამას თვი­თო­ნაც ვი­თხოვ­დით. მო­ვამ­ზა­დეთ სახ­ლი, ბი­ნე­ბი თბი­ლის­ში და შე­სა­ბა­მი­სად, მზად ვი­ყა­ვით.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მოგ­ვი­ტა­ნეს, სა­დაც ხელი მოგ­ვა­წე­რი­ნეს რომ ჩვენ მზად ვი­ყა­ვით, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის­თვის 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, მოგ­ვა­ტყუ­ეს და ამან გაგ­ვა­ღი­ზი­ა­ნა. გვა­ტა­რეს იქეთ-აქეთ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვია, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო­ში და კი­დევ უა­რეს­ში. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო ხალ­ხი, მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ან თრი­ლერ­ში გვე­გო­ნა თავი. ასე­თი მო­პყრო­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კეთ­რო­ვა­ნი­ვით მო­ექ­ცე ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც პრაქ­ტი­კუ­ლად ჯან­მრთე­ლე­ბი ვართ" - ამ­ბობს ჯამ­ბულ მა­კა­რა­ძე (ნა­ხეთ ვი­დეო)

მკითხველის კომენტარები / 169 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nata
4

თავისი მონოლოგით დაამტკიცა რა შეგნებაც აქვს და რასაც წარმოადგენს! და ამას ექიმი ჰქვია? რომ შეიძლებოდეს გავლანძღავდი!

nanka2002
2

აპა, აპა, როგორ გაუბედეს. თვითიზოლაციაში, რა, მარტო ცხოვრობს? ოჯახის წევრი არ ყავს? ის წევრი სახლიდან არ გადის გარეთ? და ეს ცალტვინაა მედიცინის დოქტორი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ოკუპანტის ტანკს ვერ ხედავთ, კორონას დაინახავთ? თქვენი დედები მომიკითხია..." - კარანტინში გადაყვანილი ექიმი კოლეგებს და ჯანდაცვის სისტემას ლანძღავს

"ოკუპანტის ტანკს ვერ ხედავთ, კორონას დაინახავთ? თქვენი დედები მომიკითხია..." - კარანტინში გადაყვანილი ექიმი კოლეგებს და ჯანდაცვის სისტემას ლანძღავს

ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯამბულ მაკარაძე, რომელიც საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინში იმყოფება, ვრცელ მონოლოგს აქვეყნებს ფეისბუქის პირად გვერდზე, სახელწოდებით - "სამოთხიდან ჯოჯოხეთში".

მაკარაძე წერს, რომ 8 მარტს დაბრუნდა საქართველოში ევროპაში მოგზაურობის შემდეგ და რადგან ქვეყანაში რომის აეროპორტის გავლით ჩამოვიდა, სამშობლოში დაბრუნებული მაშინვე კარანტინში გადაიყვანეს, თუმცა თვითონ ითხოვდა, რომ თვითიზოლაციაში გაეშვათ.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი წუხს, რომ აეროპორტში არასათანადოდ მოექცნენ და იქ მყოფ მის კოლეგებს, რომლებმაც ჩამოფრენილი მგზავრები კორონავირუსზე გასინჯეს "ჩლუნგებს და მონებს" უწოდებს. აი, რას წერს მაკარაძე ვრცელ პოსტში:

"ამჟამად ვიმყოფები საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში, სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ უკიდურესად გაბრაზებული იმ ტრაგი-კომიკური სიტუაციის გამო, რაშიც აღმოვჩნდი.

მოკლედ, 1 მარტს გავემგზავრე კოლეგებთან ერთად ხმელთაშუა ზღვის კრუიზზე. 1-წლიანი უშვებულებო შრომის შემდეგ ჩემთვის ეს იყო საუკეთესო შანსი დასვენებისთვის. თბილისი-კიევი-რომის რეისით ჩავფრინდით რომის აეროპორტში, სადაც მხოლოდ ჩვენთვის შეკვეთილი ავტობუსით პირდაპირ მივადექით საკრუიზო სუპერთანამედროვე გემს "გრანდიოზა", რითაც 1 კვირის განმავლობაში შევედით ესპანეთის და საფრანგეთის რამდენიმე პორტში. კორონას გამო გემზე იყო ყველაფერი ისე ორგანიზებული, რომ ეპიდსაშიშროების რისკი თითქმის არ არსებობდა.

8 მარტს დილით დასრულდა დაუვიწყარი კრუიზი და ჩვენ იგივე ავტობუსით გავემგზავრეთ რომის აეროპორტში, საიდანაც 2 საათში გავფრინდით კიევში. რომის და კიევის აეროპორტებში იშვიათად ნახავდით ნიღბიანს, თუმცა მრავლად იყო სადეზინფექციო ყუთები და ჩვენც ხშირად ვიმუშავებდით ხელებს. 9-ში ღამის 2 სთ-ზე დავეშვით მშობლიურ თბილისის აეროპორტში და...ახლა იწყება არდავიწყება...

სასაზღვრო კონტროლის ქალბატონმა მარჯვენა საჩვენებელი თითი 90°-ით მიატრიალა მარჯვნივ და მითხრა იქეთ წადიო. მივხვდი, რატომაც, მაგრამ მე, როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს ზედმეტი კითხვა არ დამისვამს და გავეშურე იქ, სადაც უკვე დამხვდნენ ასევე კანონმორჩილი ჩემი კოლეგა-მეგობრები, უკვე შეწუხებული სახეებით.

თერმოკონტროლის შემდეგ იქ მყოფმა ე.წ. ეპიდსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ჩვენ კარანტინში უნდა წავსულიყავით, ვინაიდან რომის აეროპორტის ჰაერი ჩავისუნთქეთ

არანაირი ეპიდანამნეზი მათ არ შეუკრებიათ, ჩვენი არგუმენტაცია არც კი გაუაზრებიათ. იძულებული გავხდით გაგვემართა კამათი და მოვითხოვეთ პასუხისმგებელ პირთან (ეპიდემიოლოგთან) შეხვედრა, რაზედაც გვითხრეს, რომ ძინავსო! ჩვენს ნათქვამზე, რომ არსად ევროპაში და არც რომში ასეთი პანიკა და შეფერხება არ არისო, გვიპასუხეს, რომ მაგათ რომ არ იციან ეს რა ვირუსია, იმიტომ ჭირთო. იქვე იყო სადეზინფექციო ბოთლი, ხელის დასამუშავებლად რომ მივედი ცარიელი აღმოჩნდა! საქმეში ჩაერთო 1-2 თოფიან-ფორმიანი დოქსოპულო, თუმცა ჩვენი წინააღმდეგობის მერე გვთხოვეს აეროპორტის ეზოში არსებულ კარავში გადავსულიყავით და დავლოდებოდით დილას, როცა ეპიდემიოლოგი გაიღვიძებდა და შესაძლო იქნებოდა სახლებში თვითიზოლაციის შეთანხმებაზე საუბარი.

გადავედით კარვებში. ჩვენ ვიყავით 13, მათგან 12 - ექიმი. კიდევ დაგვემატა 3 ადამიანი, რომლებიც ასევე იტალიიდან მოდიოდნენ. ერთმა მათგანმა უთხრა, რომ ყელი მტკივაო და გამოსაკვლევად წამიყვანეთო, მაგრამ ნურას უკაცრავად, ზემოდან სხვა დავალება გვაქვსო, თან დააყოლეს, რას მიდიოდი იტალიაშიო!

ჩვენს მოთხოვნაზე, რომ ჩვენი თანხით ჩავიტარებდით ანალიზს და მერე მაინც გადავიდოდით სახლის თვითიზოლაციაზე, ასევე უარი მივიღეთ! ჩემთვის უკვე ცხადი იყო, რომ "ზემოთ" იმპერატიულად გადაწყვიტეს რაც შეიძლება მეტი ადამიანის იზოლირება საავადმყოფოებში ან სასტუმროებში

12 საათის განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებოდით კარავში და მიმდებარედ, არანაირი კომუნიკაცია ე.წ. ეპიდსამსახურს ჩვენთან არ ჰქონია, მხოლოდ პატრული და დაცვის სამსახური იდგა შორიახლოს. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ ჩვენი ფულით საკვები მოეტანათ, ვინაიდან 1 ადამიანი იყო დიაბეტიანი, რაზეც 12 ექიმს გვიპასუხეს, ექიმს მოგიყვანთო. ბოლოს მოვიდა ერთ-ერთი თეთრხალათიანი და მოიტანა ხელშეკრულებები, სადაც ჩვენივე ხელით ჩავწერეთ, რომ თანახმა ვიყავით 2-კვირიან თვითიზოლაციაზე საკუთარ სახლებში. მეც გავიმზადე ბინა, სადაც ამჟამად უმცროსი ვაჟი ცხოვრობს (შეშინებულმა სასწრაფოდ დატოვა იქაურობა).

მოვიდა 2 მანქანა და გვითხრეს, 1-2 საათით დაავადებათა კონტროლის ცენტრში გაგსინჯავენ და მერე გადახვალთო სახლში. უკვე საეჭვო იყო, მაგრამ კამათი აღარ გვინდოდა. ბარგი-ბარხანით 2 მინივენი გაეშურა ასათიანზე, წინ მიდის პოლიცია, კატასტროფული სიჩქარით და სირენებით, თითქოს ატომური მუხტი გადაადგილდება, რამდენიმე საავარიო სიტუაციაც შეიქმნა, მაგრამ გადავრჩით. ასე ამოვყავით თავი იმ შენობაში. პირობები 0, მაგრამ კარავს ჯობდა. 2 საათის შემდეგ, ჩემთან შემოვარდა ეკიპირებული დოქსოპულო და მეუბნება, სასწრაფოდ საჩხერეში მივდივართო... ჩემს ყვირილზე, რომ გიჟები ხართ-მეთქი, მიპასუხა: პრემიერის ბრძანებააო. ანუ დაადასტურა მათი შეურაცხადობა და მთხოვა გავყოლოდი.

ქვემოთ რომ ჩავედი, კამონმორჩილი ჩემიანები უკვე ისხდნენ ფორდის ტიპის "რაფში". ყველას სახეზე ეწერა დაბნეულობა და სასოწარკვეთა, გამოწვეული ასეთი მანქურთული შეურაცხყოფით!

მიქრის "კანარეიკა" შუა თბილისში, უწყვეტი სირენით, დაუშვებელი სიჩქარით და დარღვევებით, კუდზე აზის "ატომით" დამძიმებული ფორდის რაფი. მძღოლი ეკიპირებულია, უსწორო გზაზე ისე გვანჯღრევს, რომ იძულებული ვარ შენიშვნა მივცე. მანქანის ფანჯრებს იზოლაცია არა აქვს, მაღალ სიჩქარეზე ცივი ქარი ქრის...

ჩავედით საჩხერეში, სასტუმროს ეზოში შემხვედრი ეკიპირებული მამაკაცის პირველი სიტყვებია: არ ჩამოხვიდეთ!!! ჯერ წყვილები (ცოლ-ქმარი, დედა-შვილი) ჩავიდნენ, მერე კენტები.... აქ კარგი ადამიანები ჩანან, მაგრამ ეტყობათ, რომ ისინიც პანიკაში და გაუგებრობაში არიან. ამრიგად, "ჯანმრთელი პაციენტები" ვიმყოფებით საჩხერეში. მთავარი კითხვა:

1) რატომ არ შეიძლება საკუთარი ხარჯით საეჭვო დაავადების კვლევა?

2) რატომ არ შეიძლებოდა ჩვენი გადაყვანა სახლის პირობებში თვითიზოლაციაში?

3) ტყუილები გენეტიკაში გაქვთ თუ მართლა პრემიერმა დაგავალათ?!

4) რა დონის ეპიდსამსახური გყავთ აეროპორტში? ჩლუნგები და მონები, ეპიდანამნეზის ნორმალურად შეკრება არ იციან

5) თუკი მართლა ზრუნავთ კორონას პრევენციაზე, რატომ არ გაესაუბრეთ კიევი-თბილისის დანარჩენ მგზავრებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ იყვნენ? იქნებ გადავდეთ ინფექცია?!

6) რატომ ატარებთ იმ 3 ადამიანს ჩვენთან ერთად, მათ ხომ სხვა ეპიდანამნეზი აქვთ? პირიქით, იქნებ ჩვენ (13 ადამიანი) ვართ მათთვის საფრთხე?

7) ჩვენ რა გარანტია გვაქვს, რომ ამგვარ ტრანსპორტში ან სასტუმროში არ დავავადდებით?

8) რატომ ავალებთ პატრულს ასეთი დემონსტრაციული "ჯირითით" ატარონ ადამიანები?! ამით უკვე წამხდარ ავტორიტეტს აღუდგენთ?!

9) ვინ აგვინაზღაურებს 2-კვირიანი იძულებითი უმუშევრობით მოყენებულ ფინანსურ ზარალს?

10) რატომ უნდა წყვეტდეთ თქვენ ("ზემოთ") იმ ადამიანების ბედს და ცხოვრების წესს, რომლებიც კარავში ყოფნისასაც ტელეფონით უამრავ პაციენტს უწევდნენ კონსულტაციას?

11) თქვენ ოკუპანტის ტანკს ვერ ხედავთ და კორონას დაინახავთ?! თქვენი ჯანდაცვის სისტემაზე აქ აღარ შევჩერდები, მკითხველი მეცოდება, ბევრია სათქმელი!.. გამიგრძელდა მონოლოგი..

და ბოლოს, ყოველგვარი სენტიმენტის გარეშე: 10 მარტია, ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან 16 წლისთავი. პირველად ვერ შევძელი საფლავზე მისვლა..ამის გამო მე თქვენი დედები მომიკითხია ახლოდან! (მაპატიოს წესიერმა მკითხველმა)" - წერს ჯამბულ მაკარაძე.

ექიმის მონოლოგს სოციალურ ქსელში იმდენად მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, რომ მაკარაძე იძულებული გახდა პოსტი უცნობებისთვის დაემალა და ის ახლა მხოლოდ მისი ფეისბუქ-მეგობრებისთვისაა ხელმისაწვდომი. რაც შეეხება იმ კომენტარებს, რომლითაც ინტერნეტმომხმარებლები მონოლოგს გამოეხმაურნენ, ასეთია:

"რა შეუგნებლები არიან. ერთი თვის მერეც კი შეიძლება გამოავლინოს. რა ვერ გაიგეს ამათ?"

"ისედაც მეზიზღება ასეთი ქედმაღლობა რასაც გამოხატავს, მარა ასეთ დროს მითუმეტეს. მგონი მართლა ჰგონიათ, რადგან ექიმები არიან არაფერი ემართებათ"

"თქვე მართლა უტვინოებო, ვინ აგინაზღაურებს კი არა აქეთ უნდა ეხვეწებოდეთ ექიმებს კარგად შემამოწმეთ რამე არ მჭირდესო, ოჯახში არ შევიტანო, ან ახლობლებს არ გადავდო ვირუსიო"

"თუ არ ჩაისუნთქავდა რომის ჰაერს, ისე ვერ გადარჩებოდა? ფულზე ფიქრობს და არა საერთო პრობლემაზე! ექიმიც ამას ჰქვია რა! ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს!"

"ადამიანმა, აფექტის დროს შეიძლება (დასაშვებია, ოღონდ არა მისაღები) მომენტალურად არაადექვატურად იმოქმედოს მაგრამ, დაჯდეს, რამდენიმე დღის ნაფიქრი ტექსტად გადაიტანოს, უკაცრავადდა რბილად რომ ვთქვა,ექიმისაგან უხერხულია. დარწმუნებული ვარ რამდენიმე დღეში თავადვე "დაგმობს" თავის პოზიციას!!!"

"კანონი არის ყველასთვის კანონი და იჯექი მანდ სადაც ხარ!"

"ჯამბულს ვიცნობ და სიმართლე გითხრათ გაკვირვებული ვარ, ამაზე მეტი თუ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ გაჩნდა, არ მეგონა! ამათი ჯანდაცვაო რომ წერს, ამ ჯანდაცვის სისტემის ნაწილია თვითონაც და არაკოლეგიალურია ეგეთი მიდგომა"

"ძალიან, ძალიან საწყენია რომ ამ ადამიანს შეეხო ეს რეგულაცია, მაგრამ ყური მომჭრა ამ ფრაზამ: "თქვენ ოკუპანტის ტანკს ვერ ხედავთ''.... ეს რა შუაშია უბრალოდ მითხარით. რა კავშირშია იმასთან, რაც ამ პატიოსან კაცს გადახდა თავს?"

"ექიმმა დაასნეულა ლამის 15 ადამიანი, ჩამოიარა შეხვედრები... მასაც ეგონა ჯანმრთელი იყო"

"პირადად არ ვიცნობ ამ კაცს, მაგრამ იმდენი უარყოფითი მოიტანა ამ პოსტმა რას წავიკითხე საერთოდ - უნამუსობაა სახელმწიფოზე ასე ლაპარაკი რომელიც ბევრად წინმსწრები ეკონომიკის ქვეყნებთან შედარებით მაქსიმუმს აკეთებს - ჩაისუნთქა რომის ჰაერი, ის ჰაერი ჩაისუთქა გეფას დირექტორმაც და კი დაავადადა 10 კაცი. იმ სისტემას ლანძღავს, რომლის ნაწილიცაა, მოდი თავის თავიდან დაიწყოს რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა - ჯერ კიდევ მოასწრებს"

"ექიმს რომ კარანტინის მნიშვნელობა არ ესმის, რაზე უნდა ვილაპარაკოთ?!" - ეხმაურებიან მაკარაძის პოსტს ინტერნეტმომხმარებლები.

მოგვიანებით, Palitravideo.ge-სთან საუბარში ჯამბულ მაკარაძემ განაცხადა, რომ პოსტზე კომენტარებში ადამიანებმა მისი ბულინგი დაიწყეს, რასაც არ ელოდა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რამ გამოიწვია მისი განრისხება კარანტინში გადაყვანასთან დაკავშირებით:

"ჩვენ ვიცოდით, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი კარანტინში გადაყვანა და მზად ვიყავით ამისთვის, მაგრამ ვინაიდან ჯანმრთელები ვიყავით, ვიფიქრეთ რომ სახლის თვითიზოლაციაში მოვხვდებოდით, ამას თვითონაც ვითხოვდით. მოვამზადეთ სახლი, ბინები თბილისში და შესაბამისად, მზად ვიყავით.

ხელშეკრულება მოგვიტანეს, სადაც ხელი მოგვაწერინეს რომ ჩვენ მზად ვიყავით, სახლის პირობებში თვითიზოლაციისთვის 2 კვირის განმავლობაში. ფაქტობრივად, მოგვატყუეს და ამან გაგვაღიზიანა. გვატარეს იქეთ-აქეთ. წარმოუდგენელი ამბავია, ეს შეიძლება იყოს რუსულ სახელმწიფოში და კიდევ უარესში. გაოგნებული იყო ხალხი, მძაფრსიუჟეტიან თრილერში გვეგონა თავი. ასეთი მოპყრობა როგორ შეიძლება?! როგორ შეიძლება კეთროვანივით მოექცე ადამიანებს, რომლებიც პრაქტიკულად ჯანმრთელები ვართ" - ამბობს ჯამბულ მაკარაძე (ნახეთ ვიდეო)

"ყველა ჯიპიანი რომ გგონიათ, მამაო ვირით გადაადგილდება... აღარც ძაღლებს, არც მას არ აქვთ საჭმელი" - ხაშურში მოღვაწე სასულიერო პირს დახმარება სჭირდება

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს მანქანით გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხებათ - რას წერს ბაია დავითაია

"ნოე ამ გასეირნებით აღტაცებული იყო" - როგორ დაეხმარა პატრული "კომენდანტის საათის" დროს ქუჩაში დარჩენილ მამა-შვილს