ავტორი:

ტომ ჰენკსსა და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ - რას წერს მსახიობი "ტვიტერზე"

ტომ ჰენკსსა და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ - რას წერს მსახიობი "ტვიტერზე"

ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს, რიტა უილსონს, კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელ "ტვიტერის" მეშვეობით თავად განაცხადა.

წყვილს კორონავირუსი მაშინ დაუდგინდა, როდესაც გადაღებებზე ავსტრალიის შტატ ქვინსლენდში იმყოფებოდა. ისინი ახლა მკურნალობას ქალაქ გოლდ-კოსტის საავადმყოფოში გადიან. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ დაინფიცირდა წყვილი.

"ჩვენ თავს დაღლილად ვგრძნობთ, თითქოს გავცივდით. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს დღევანდელ მსოფლიოშია აუცილებელი, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარეთ და დადებითი შედეგი გვქონდა" - წერს ტომ ჰენქსი "ტვიტერის" გვერდზე.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="und" dir="ltr"><a href="https://t.co/pgybgIYJdG">pic.twitter.com/pgybgIYJdG</a></p>&mdash; Tom Hanks (@tomhanks) <a href="https://twitter.com/tomhanks/status/1237909897020207104?ref_src=twsrc%5Etfw">March 12, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა