სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გუშინ გავაუქმეთ 47 ქიმიოთერაპია" - სიმსივნესთან მებრძოლი ქართველი გოგონას მიმართვა იტალიიდან, რომელიც კარანტინშია
"გუშინ გავაუქმეთ 47 ქიმიოთერაპია" - სიმსივნესთან მებრძოლი ქართველი გოგონას მიმართვა იტალიიდან, რომელიც კარანტინშია

მა­რი­ამ სირ­ბი­ლა­ძე AMBEBI.GE-ს მკი­თხველს რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ვა­ცა­ნით. გო­გო­ნამ, რო­მელ­მაც მე­სა­მე სტა­დი­ის მკერ­დის სიმ­სივ­ნე იტა­ლი­ა­ში და­ა­მარ­ცხა და სწო­რედ იქ აგ­რძე­ლებ­და ცხოვ­რე­ბას, ახლა კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა. მა­რი­ა­მი სახ­ლი­დან ვერ გა­დის, რად­გან მისი იმუ­ნი­ტე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, მძი­მე შე­დე­გი დად­გეს.

მა­რი­ა­მი დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა კა­რან­ტი­ნის ორი დღის ემო­ცი­ებს და არ იცის, რო­დის დამ­თავ­რდე­ბა ის ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მელ­შიც ორი დღის წინ გა­იღ­ვი­ძა მთელ­მა იტა­ლი­ამ.

"გა­მარ­ჯო­ბა, დღეს 11 მარ­ტია, კა­რან­ტი­ნის მე­ო­რე დღე. გუ­შინ სრუ­ლი­ად იტა­ლი­ამ ჯო­ჯო­ხეთ­ში გა­ვიღ­ვი­ძეთ, იმ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, რომ­ლებ­მაც თა­ვის დრო­ზე არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის მიერ გა­ცე­მუ­ლი არ­ცერ­თი რე­კო­მენ­და­ცია. მა­შინ რო­დე­საც ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში მოხ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის და­ხურ­ვა, ადა­მი­ა­ნებს ეყოთ თავ­ხე­დო­ბა და მშვი­დად გა­ნაგ­რძეს ერ­თმა­ნე­თის სახ­ლებ­ში შეკ­რე­ბა და ასე უკონ­ტრო­ლოდ, და­უ­ფიქ­რებ­ლად მოხ­და იტა­ლი­ის მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კო­ვიდ 19-ის გავ­რცე­ლე­ბა.

10 მარტს იტა­ლი­ის მთავ­რო­ბამ გა­მოს­ცა დეკ­რე­ტი, სა­დაც წე­რია, რომ იტა­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი დარ­ჩე­ბა სახ­ლში, მაგ­რამ არა ერთი თვე ან 14 დღე, არა­მედ რამ­დე­ნიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. ფაქ­ტი­უ­რად ჩვენ გვი­წევს ცხოვ­რე­ბა იმ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში რა მო­ცე­მუ­ლო­ბა­შიც ჩი­ნე­თი ცხოვ­რობ­და 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მომ­წე­რა, რა­ტომ არ დავ­ბრუნ­დი გუ­შინ სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სით სამ­შობ­ლო­ში. პირ­ვე­ლი - მგზავ­რო­ბა არ იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის უსაფრ­თხო, მე­ო­რე - ჩემი ყვე­ლა ექი­მი იტა­ლი­ე­ლია, აქ მუ­შა­ო­ბენ და თუ რამე უნდა და­მე­მარ­თოს, მათ­თან უფრო ვიქ­ნე­ბი და­ცუ­ლი, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში და მე­სა­მე - ჩემი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გამო (მა­რი­ა­მი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობს, სა­დაც სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მკურ­ნა­ლო­ბენ - ავტ.).

რაც შე­ე­ხე­ბა პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, მათი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას - გუ­შინ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვა­უქ­მეთ 47 ქი­მი­ო­თე­რა­პია და სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რე­ბი. ქი­მი­ო­თე­რა­პია გა­უ­კეთ­დე­ბათ მხო­ლოდ იმ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც უმ­ძი­მე­სია და დროს ვერ გა­წე­ლა­ვენ. და­ნარ­ჩე­ნე­ბი დარ­ჩე­ბი­ან სახ­ლებ­ში, ისე­ვე რო­გორც მე, ყვე­ლას­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი, სა­ნამ ეს ჯო­ჯო­ხე­თი არ დას­რულ­დე­ბა", - ამ­ბობს მა­რი­ა­მი.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მის მდგო­მა­რე­ო­ბას, ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ ექი­მე­ბის­გან მი­ი­ღო ბრძა­ნე­ბა, რომ სახ­ლი­დან არ გა­ვი­დეს და იმუ­შა­ოს დის­ტან­ცი­უ­რად.

"სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ დღეს­დღე­ო­ბით არა­მარ­ტო იტა­ლი­ა­ში, თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბის კე­თილ ნე­ბა­ზე, ნა­მუს­ზე და სინ­დის­ზე, კე­თი­ლი ინე­ბონ და დას­ხდნენ სახ­ლში, არც ისე­თი ცუდი ყო­ფი­ლა სახ­ლში ყოფ­ნა. ამ ერთ დღე­ში მუ­შა­ო­ბას­თან ერ­თად მო­ვას­წა­რი ორი ფილ­მის ნახ­ვა, და­ვი­წყე ახა­ლი წიგ­ნის კი­თხვა, უფრო მეტი დრო და­ვუთ­მე სა­კუ­თა­რი თა­ვის მოვ­ლას, ამი­ტომ ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვი­საც სახ­ლში ყოფ­ნა გვი­წევს, ეს არ არის ტრა­გე­დია, გა­ივ­ლის, მთა­ვა­რია ჩვენ და­ვეხ­მა­როთ ერ­თმა­ნეთს. თუ იმას არ გა­ვა­კე­თებთ რა­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან, ეს ამ­ბა­ვი არა­სო­დეს არ დას­რულ­დე­ბა, ბოლო ადა­მი­ა­ნის დარ­ჩე­ნამ­დე დე­და­მი­წა­ზე.

ამი­ტომ იტა­ლი­ა­შიც, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­შიც უნდა და­ვე­მორ­ჩი­ლოთ იმ წე­სებს, რა­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან. ემო­ცი­უ­რად არ ვარ კარ­გად, ში­შით არ მე­ში­ნია, უბ­რა­ლოდ ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა იმ ქვეყ­ნის ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნახ­ვა, რო­მელ­შიც გა­ვი­ზარ­დე, მა­ჩუ­ქა სი­ცო­ცხლე, მე­გობ­რე­ბი, სა­დაც ჩემი შვი­ლე­ბი და­ი­ბად­ნენ და სა­დაც პი­როვ­ნე­ბად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი.

ამ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­სინ­ჯე­რი მქონ­და აქ­ტი­უ­რი, მი­ვი­ღე უამ­რა­ვი წე­რი­ლი, მათ შო­რის ის, რომ წყლის და­ლე­ვით კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­ნად­გურ­დე­ბა, ასე­ვე ბევ­რი სი­სუ­ლე­ლე. ერ­თა­დერ­თი რაც კო­რო­ნას­გან გვი­ცავს, არის ის, რომ და­ვიც­ვათ ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი, და­ვიც­ვათ დის­ტან­ცია და მო­ვე­რი­დოთ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს, ხვევ­ნა-კოც­ნას, ერ­თმა­ნე­თის სახ­ლებ­ში შეკ­რე­ბებს, სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბას და სხვას­თან სტუმ­რო­ბას და და­ვიც­ვათ ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი სა­კუ­თარ სახ­ლშიც. რაც უფრო მკაც­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ყვე­ლა ამ მი­თი­თე­ბას, მალე დას­რულ­დე­ბა ის ჯო­ჯო­ხე­თი, სა­დაც ჩვენ გვი­წევს ცხოვ­რე­ბა.

მე კარ­გად ვარ და იმი­ტომ არ ვარ კა­რან­ტინ­ში, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი მაქვს, მე ვას­რუ­ლებ იტა­ლი­ის მთავ­რო­ბის მი­თი­თე­ბას. შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ გას­ვლა საკ­ვე­ბის სა­ყიდ­ლად, აფ­თი­აქ­ში და მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის­თვის გა­და­აგ­დილ­დე­ბი­ან. ამის­თვის კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­მა გა­მოყ­ვეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტაქ­სე­ბი, რომ­ლი­თაც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან თა­ნამ­შრომ­ლებს. ქუ­ჩა­ში არის სიმ­შვი­დე, სი­ჩუ­მე და არა­ფე­რი არ ხდე­ბა.

გა­და­სა­რე­ვი ამინ­დე­ბია, მზეა, თბი­ლა. ერ­თა­დერ­თი რაც შე­მიძ­ლია, არის ის რომ გა­ვი­დე აი­ვან­ზე და ვი­ფიქ­რო და­დე­ბი­თად, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მალე დას­რულ­დეს. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, ვინც ამ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ძებ­დით... ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, გა­უფრ­თიხლდით თა­ვებს და თქვენს ირ­გვლივ მყოფ ადა­მი­ა­ნებს, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი გაგ­ვაჩ­ნია", - ამ­ბობს მა­რი­ამ სირ­ბი­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ღმერთმა დაგლოცოს,მარიამ.

ლელა
0

ასეთი ადამიანები სიმშვიდით მავსებენ! ჯანმრთელობა ყველას და ყველგან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"გუშინ გავაუქმეთ 47 ქიმიოთერაპია" - სიმსივნესთან მებრძოლი ქართველი გოგონას მიმართვა იტალიიდან, რომელიც კარანტინშია

"გუშინ გავაუქმეთ 47 ქიმიოთერაპია" - სიმსივნესთან მებრძოლი ქართველი გოგონას მიმართვა იტალიიდან, რომელიც კარანტინშია

მარიამ სირბილაძე AMBEBI.GE-ს მკითხველს რამდენიმე თვის წინ გავაცანით. გოგონამ, რომელმაც მესამე სტადიის მკერდის სიმსივნე იტალიაში დაამარცხა და სწორედ იქ აგრძელებდა ცხოვრებას, ახლა კარანტინში იმყოფება. მარიამი სახლიდან ვერ გადის, რადგან მისი იმუნიტეტიდან გამომდინარე, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, მძიმე შედეგი დადგეს.

მარიამი დეტალურად ჰყვება კარანტინის ორი დღის ემოციებს და არ იცის, როდის დამთავრდება ის ჯოჯოხეთი, რომელშიც ორი დღის წინ გაიღვიძა მთელმა იტალიამ.

"გამარჯობა, დღეს 11 მარტია, კარანტინის მეორე დღე. გუშინ სრულიად იტალიამ ჯოჯოხეთში გავიღვიძეთ, იმ უპასუხისმგებლო ადამიანების დამსახურებით, რომლებმაც თავის დროზე არ გაითვალისწინეს ჯანდაცვის კომიტეტის მიერ გაცემული არცერთი რეკომენდაცია. მაშინ როდესაც ჩრდილოეთ იტალიაში მოხდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დახურვა, ადამიანებს ეყოთ თავხედობა და მშვიდად განაგრძეს ერთმანეთის სახლებში შეკრება და ასე უკონტროლოდ, დაუფიქრებლად მოხდა იტალიის მთელს ტერიტორიაზე კოვიდ 19-ის გავრცელება.

10 მარტს იტალიის მთავრობამ გამოსცა დეკრეტი, სადაც წერია, რომ იტალიის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანი დარჩება სახლში, მაგრამ არა ერთი თვე ან 14 დღე, არამედ რამდენიც საჭირო იქნება. ფაქტიურად ჩვენ გვიწევს ცხოვრება იმ მოცემულობაში რა მოცემულობაშიც ჩინეთი ცხოვრობდა 2 თვის განმავლობაში.

ბევრმა ადამიანმა მომწერა, რატომ არ დავბრუნდი გუშინ სპეციალური რეისით სამშობლოში. პირველი - მგზავრობა არ იქნებოდა ჩემთვის უსაფრთხო, მეორე - ჩემი ყველა ექიმი იტალიელია, აქ მუშაობენ და თუ რამე უნდა დამემართოს, მათთან უფრო ვიქნები დაცული, ვიდრე საქართველოში და მესამე - ჩემი სამსახურებრივი მოვალეობების გამო (მარიამი მკურნალობის შემდეგ ადგილობრივ საავადმყოფოში მუშაობს, სადაც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობენ - ავტ.).

რაც შეეხება პაციენტებთან ურთიერთობას, მათი საქმეების მოგვარებას - გუშინ საავადმყოფოში გავაუქმეთ 47 ქიმიოთერაპია და სხვადასხვა პროცედურები. ქიმიოთერაპია გაუკეთდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლების მდგომარეობაც უმძიმესია და დროს ვერ გაწელავენ. დანარჩენები დარჩებიან სახლებში, ისევე როგორც მე, ყველასგან იზოლირებული, სანამ ეს ჯოჯოხეთი არ დასრულდება", - ამბობს მარიამი.

რაც შეეხება უშუალოდ მის მდგომარეობას, ქართველი გოგონას ინფორმაციით, გუშინ ექიმებისგან მიიღო ბრძანება, რომ სახლიდან არ გავიდეს და იმუშაოს დისტანციურად.

"სამწუხაროდ, ჩვენ დღესდღეობით არამარტო იტალიაში, თუნდაც საქართველოში მთლიანად დამოკიდებულები ვართ ადამიანების კეთილ ნებაზე, ნამუსზე და სინდისზე, კეთილი ინებონ და დასხდნენ სახლში, არც ისეთი ცუდი ყოფილა სახლში ყოფნა. ამ ერთ დღეში მუშაობასთან ერთად მოვასწარი ორი ფილმის ნახვა, დავიწყე ახალი წიგნის კითხვა, უფრო მეტი დრო დავუთმე საკუთარი თავის მოვლას, ამიტომ ყველა ადამიანს, ვისაც სახლში ყოფნა გვიწევს, ეს არ არის ტრაგედია, გაივლის, მთავარია ჩვენ დავეხმაროთ ერთმანეთს. თუ იმას არ გავაკეთებთ რასაც გვეუბნებიან, ეს ამბავი არასოდეს არ დასრულდება, ბოლო ადამიანის დარჩენამდე დედამიწაზე.

ამიტომ იტალიაშიც, საქართველოშიც და ნებისმიერ ქვეყანაშიც უნდა დავემორჩილოთ იმ წესებს, რასაც გვეუბნებიან. ემოციურად არ ვარ კარგად, შიშით არ მეშინია, უბრალოდ ჩემთვის ძალიან მძიმეა იმ ქვეყნის ამ მდგომარეობაში ნახვა, რომელშიც გავიზარდე, მაჩუქა სიცოცხლე, მეგობრები, სადაც ჩემი შვილები დაიბადნენ და სადაც პიროვნებად ჩამოვყალიბდი.

ამ ორი დღის განმავლობაში მესინჯერი მქონდა აქტიური, მივიღე უამრავი წერილი, მათ შორის ის, რომ წყლის დალევით კორონავირუსი განადგურდება, ასევე ბევრი სისულელე. ერთადერთი რაც კორონასგან გვიცავს, არის ის, რომ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, დავიცვათ დისტანცია და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, ხვევნა-კოცნას, ერთმანეთის სახლებში შეკრებებს, სტუმრების მიღებას და სხვასთან სტუმრობას და დავიცვათ ჰიგიენის ნორმები საკუთარ სახლშიც. რაც უფრო მკაცრად გავითვალისწინებთ ყველა ამ მითითებას, მალე დასრულდება ის ჯოჯოხეთი, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება.

მე კარგად ვარ და იმიტომ არ ვარ კარანტინში, რომ კორონავირუსი მაქვს, მე ვასრულებ იტალიის მთავრობის მითითებას. შეგვიძლია მხოლოდ გასვლა საკვების საყიდლად, აფთიაქში და მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც სამსახურებრივი მოვალეობისთვის გადააგდილდებიან. ამისთვის კერძო კომპანიებმა გამოყვეს სპეციალური ტაქსები, რომლითაც ემსახურებიან თანამშრომლებს. ქუჩაში არის სიმშვიდე, სიჩუმე და არაფერი არ ხდება.

გადასარევი ამინდებია, მზეა, თბილა. ერთადერთი რაც შემიძლია, არის ის რომ გავიდე აივანზე და ვიფიქრო დადებითად, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ამ ორი დღის განმავლობაში მეძებდით... ყველაფერი კარგად იქნება, გაუფრთიხლდით თავებს და თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რადგან ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერი გაგვაჩნია", - ამბობს მარიამ სირბილაძე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"ალექს ისუნთქე! სახლამდე მიგიყვანოთ! თბილისში მოვდივართ" - 1 წლის ალექსი პატურაშვილის მდგომარეობა დამძიმდა

ბათუმში, ზღვაში მაშველები მამაკაცს ეძებენ