ავტორი:

კორონავირუსზე ტესტის გაკეთება გენეტიკის ეროვნულ ინსტიტუტშიც შესაძლებელია

კორონავირუსზე ტესტის გაკეთება გენეტიკის ეროვნულ ინსტიტუტშიც შესაძლებელია

გენეტიკის ეროვნულ ინსტიტუტში ახალ კორონავირუსზე (COVID-19) ტესტის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ მსურველს აღენიშნება თუ არა მას კონკრეტული სიმპტომები.

ტესტი ამერიკული და ევროპული გაიდლაინების გათვალისწინებითა და დაცვით ტარდება. გენეტიკის ინსტიტუტთან დაკავშირების შემდეგ, ტესტის გაკეთების მსურველს გამოკითხავენ კონკრეტულ ინფორმაციას და მიაწოდებენ დეტალებს, თუ როდის და როგორ ჩატარდება პროცედურა, რომ მობილურ ჯგუფს მზად დახვდეს.

მობილური ჯგუფი შედგება 2 ადამიანისგან, რადგან როგორც გენეტიკის ეროვნული ინსტიტუტის მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე განმარტავს, ისინი მუშაობენ 4 თვალის პრინციპით. ეს ნიშნავს 2 ადამიანის პარალელურ მუშაობას. ერთი ატარებს უშუალოდ პროცედურას, მეორე კი აკვირდება შეესებამება თუ არა ის წინასწარ დადგენილ სტანდარტს.

ნიმუშის აღების დროს ჯგუფი შემოსილია სპეციალური ერთჯერადი სამოსით, ტესტის აღებაც ერთჯერადი ინსტრუმენტებით ხდება. ლაბორატორიაში დაბრუნებამდე ნადგურდება გამოყენებული ერთჯერადი პროდუქცია.

ლაბორატორიაში დაბრუნებისთანავე კი იწყება კვლევა, რასაც დაახლოებით 6 საათი სჭირდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია პასუხს დაუყოვნებლივ უგზავნის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.

გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში კორონა ვირუსის COVID-19 ტესტის ღირებულება:

  • სამედიცინო პერსონალის, შსს-ს და საბაჟოს თანამშრომლების, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის ტესტირება სოლიდარობისა და ჩვენი პატივისცემის ნიშნად ტარდება თვითღირებულებით: 520 ლარად;
  • საქართველოს მოქალაქეებისა და მუდმივი მაცხოვრებლებისათვის: 620 ლარი;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლებისათვის: 1000 ლარი;

ქართული ყავა „მეამა“ Amazon-ზე გაიყიდება - კომპანია საექსპორტო ბაზრებზე გადის

როგორ გავახაროთ ქალები 8 მარტს - "ბილტმორ თბილისის" საუკეთესო შეთავაზება

რას ნიშნავს კრაფტ ლუდი და ვინ აწარმოებს საქართველოში უნიკალური რეცეპტურის ლუდებს?