სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საგარეო უწყება უახლოეს დღეებში იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანს
საგარეო უწყება უახლოეს დღეებში იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანს

"იტა­ლი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა მოხ­დე­ბა თვითმფრი­ნა­ვით, დიდი ალ­ბა­თო­ბით რო­მი­დან. ჩვენ ვმუ­შა­ობთ ეკო­ნო­მი­კის, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან,სა­ჰა­ე­რო ავი­ა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტთან, აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მოხ­დეს თვითმფრი­ნა­ვის გაგ­ზავ­ნა იტა­ლი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ", -ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ალექ­სან­დრე ხვთი­სი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი 24 სა­ა­თი­ან გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს.

შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ელ.მი­სა­მარ­თი და გავ­რცელ­და გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლებ­საც უახ­ლო­ე­სი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ შე­ძე­ნი­ლი ან და­ჯავ­შნი­ლი ბი­ლე­თე­ბი, რო­მე­ლიც ფრე­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბის გამო გა­უქ­მდა, უნდა მი­მარ­თონ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს რომ­ში, რათა მოხ­დეს ყვე­ლა ასე­თი პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და მათი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მი­სა­მარ­თზე hotline.rome@mfa.gov.ge გა­აგ­ზავ­ნონ პას­პორ­ტის და ბი­ლე­თის ჯავ­შნე­ბის ას­ლე­ბი.

"დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით,შე­მიძ­ლია გი­თხრათ,რომ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვა ჩვენ­მა სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხურ­მა,სა­ელ­ჩომ. ამ ეტაპ­ზე გვყავს 95 ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ მო­ნა­ცე­მე­ბი იც­ვლე­ბა, რო­მელ­მაც წარ­მო­ად­გი­ნა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია შე­სა­ბა­მის ელ.მი­სა­მარ­თზე,მოხ­და და­კავ­ში­რე­ბა ამ ადა­მი­ა­ნებ­თან,მათ ესა­უბრნენ სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას ვგეგ­მავთ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში", -გა­ნა­ცხა­და ხვთი­სი­აშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ამ­ჟა­მად იტა­ლი­ა­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­მელ­თა რე­ი­სე­ბიც გა­უქ­მდა, თხოვ­ნით მი­მარ­თა, რომ სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დონ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას და ხელს ნუ შე­უ­წყო­ბენ და­მა­ტე­ბი­თი მღელ­ვა­რე­ბის და­თეს­ვას. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ყვე­ლა მის მო­ქა­ლა­ქეს ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცევს და მი­ხე­დავს.

“ერთი თხოვ­ნა მაქვს და მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა შემ­დეგს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ადა­მი­ან­თან მოხ­და კო­მუ­ნი­კა­ცია, ჩვენ დღეს დი­ლით შე­ვი­ტყვეთ და ვნა­ხეთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დარ­ჩნენ იქ რე­ი­სე­ბის გა­უქ­მე­ბის გამო, გა­მო­ხა­ტა­ვენ შიშს, რომ მათ არ მი­ხე­დავს სა­ხელ­მწი­ფო და მთავ­რო­ბა. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, არის შექ­მნი­ლი იმე­ი­ლის მი­სა­მარ­თი,რო­მელ­ზეც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აგ­ზავ­ნი­ან თა­ვის მო­ნა­ცე­მებს. რო­გორც კი მო­ნა­ცე­მებს იღებს სა­ელ­ჩო, მათ უკან ეგ­ზავ­ნე­ბათ შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ მო­ნა­ცე­მე­ბი არის მი­ღე­ბუ­ლი და უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ­თან მოხ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია. დღე­ვან­დელ დღეს, 95 ადა­მი­ან­თან მოხ­და კო­მუ­ნი­კა­ცია, 95-ვე ადა­მი­ნი არის კონ­ტრო­ლის ქვეშ. მო­მა­ვალ­ში, თუ ვინ­მე და­ა­პი­რებს და­რეკ­ვას და გა­მოგ­ზავ­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვენს იმე­ილ­ზე, იყა­ვით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო და სა­ელ­ჩო იტა­ლი­ა­ში, და­გი­კავ­შირ­დე­ბათ უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. ნუ ინერ­ვი­უ­ლებთ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ყვე­ლა მის მო­ქა­ლა­ქეს მი­ხე­დავს და მი­აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას“, -გა­ნა­ცხა­და ხვთი­სი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში მყო­ფი ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვინც იტა­ლი­ას­თან რე­ი­სე­ბის გა­უქ­მე­ბის გამო ვე­ღარ ახერ­ხებს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას და ბი­ლე­თე­ბი ჰქონ­და შე­ძე­ნი­ლი მომ­დევ­ნო ორ კვი­რა­ზე, მათ წა­მოყ­ვა­ნას სამ­შობ­ლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს.​

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საგარეო უწყება უახლოეს დღეებში იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანს

საგარეო უწყება უახლოეს დღეებში იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანს

"იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მოხდება თვითმფრინავით, დიდი ალბათობით რომიდან. ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკის, ჯანდაცვის სამინისტროებთან,საჰაერო ავიაციის დეპარტამენტთან, აეროპორტების გაერთიანებასთან, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს თვითმფრინავის გაგზავნა იტალიის მიმართულებით, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ", -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩოს ყველა თანამშრომელი 24 საათიან განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

შეიქმნა სპეციალური ელ.მისამართი და გავრცელდა განცხადება, სადაც საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ შეძენილი ან დაჯავშნილი ბილეთები, რომელიც ფრენების შეჩერების გამო გაუქმდა, უნდა მიმართონ საქართველოს საელჩოს რომში, რათა მოხდეს ყველა ასეთი პირის იდენტიფიცირება და მათი საქართველოში დაბრუნება. აუცილებელია მოქალაქეებმა მისამართზე hotline.rome@mfa.gov.ge გააგზავნონ პასპორტის და ბილეთის ჯავშნების ასლები.

"დღევანდელი მდგომარეობით,შემიძლია გითხრათ,რომ მთელი ღამის განმავლობაში იმუშავა ჩვენმა საკონსულო სამსახურმა,საელჩომ. ამ ეტაპზე გვყავს 95 ადამიანი, მაგრამ მონაცემები იცვლება, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამის ელ.მისამართზე,მოხდა დაკავშირება ამ ადამიანებთან,მათ ესაუბრნენ საელჩოს თანამშრომლები და შესაბამისად ამ ადამიანების ჩამოყვანას ვგეგმავთ უახლოეს დღეებში", -განაცხადა ხვთისიაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ, ამჟამად იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა რეისებიც გაუქმდა, თხოვნით მიმართა, რომ სიფრთხილით მოეკიდონ შექმნილ ვითარებას და ხელს ნუ შეუწყობენ დამატებითი მღელვარების დათესვას. საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს ყურადღებას მიაქცევს და მიხედავს.

“ერთი თხოვნა მაქვს და მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია, ჩვენ დღეს დილით შევიტყვეთ და ვნახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც დარჩნენ იქ რეისების გაუქმების გამო, გამოხატავენ შიშს, რომ მათ არ მიხედავს სახელმწიფო და მთავრობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის შექმნილი იმეილის მისამართი,რომელზეც ეს ადამიანები აგზავნიან თავის მონაცემებს. როგორც კი მონაცემებს იღებს საელჩო, მათ უკან ეგზავნებათ შეტყობინება, რომ მონაცემები არის მიღებული და უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მათთან მოხდება კომუნიკაცია. დღევანდელ დღეს, 95 ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია, 95-ვე ადამინი არის კონტროლის ქვეშ. მომავალში, თუ ვინმე დააპირებს დარეკვას და გამოგზავნის ინფორმაციას ჩვენს იმეილზე, იყავით დარწმუნებული, რომ საქართველოს საკონსულო და საელჩო იტალიაში, დაგიკავშირდებათ უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ნუ ინერვიულებთ, საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს მიხედავს და მიაქცევს ყურადღებას“, -განაცხადა ხვთისიაშვილმა.

შეგახსენებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიის რესპუბლიკაში მყოფი ის მოქალაქეები, ვინც იტალიასთან რეისების გაუქმების გამო ვეღარ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას და ბილეთები ჰქონდა შეძენილი მომდევნო ორ კვირაზე, მათ წამოყვანას სამშობლოში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.​

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"