ავტორი:

"ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, აღინიშნება ტემპერატურის მატება" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობა

"ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, აღინიშნება ტემპერატურის მატება" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებულების მდგომარეობა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში სულ 30 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 13 პაციენტის მონაცემი კორონავირუსზე ლუგარის ცენტრშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ამ მომენტში ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 30 პაციენტი, მათგან 9 არის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული, ხოლო დანარჩენი არა. დღეს მოვიდა პასუხი 5 ახალ პაციენტზე, მათ კორონავირუსი ს ინფექცია არ დაუდასტურდათ. სავარაუდოდ, ისინი კარანტინში იქნებიან გადაყვანილი. ამჟამად კიდევ 13 ავადმყოფი წევს, რომელთა პასუხი არ ვიცით. მათი მასალა გადაგზავნილია ლუგარის ცენტრში და პასუხი დაახლოებით 12 -საათისთვის გვეცოდინება.

რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე, სტაბილურია, მაგრამ მაინც აღინიშნება ტემპერატურის მატება 38,5-დან 39,5-მდე. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მას გარდა ამისა აქვს ხველა, საერთო სისუსტე და მას ვაკვურდებით. დანარჩენ პაციენტებს ან არ აქვთ რაიმე სიმპტომი, ან მსუბუქი ფორმით. ზოგიერთებს აღენიშნებათ ტემპერატურის მცირე მატება 37-37,5-მდე. შეგვიძლია შევაფასოთ, რომ 9 პაციენტიდან ერთის გარდა, დანარჩენის მდგომარეობა უსიმპტომო ან მსუბუქი მიმდინარეობისაა",-განაცხადა ცერცვაძემ

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"