დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ჟურნალისტებს დღეს ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერებინა, სადაც მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ, რა გზას გადის პაციენტის ბიოლოგიური მასალა ახალ კორონავირუსზე ტესტირების პროცესში.
პაციენტის ანალიზი სულ სამ ოთახში ხვდება, რომელიც ერთმანეთისგან იზოლირებულია. სინჯარებთან პერსონალი შესაბამისი ეკიპირებით მუშაობს.
დაათვალიერეთ ფოტოები ლუგარის ლაბორატორიიდან: