სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ გავიძლიეროთ ორგანიზმი ვირუსის პრევენციისთვის?
როგორ გავიძლიეროთ ორგანიზმი ვირუსის პრევენციისთვის?

რა არის იმუ­ნი­ტე­ტი?

ბოლო პე­რი­ოდ­ში იმუ­ნი­ტე­ტი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა იმ უჯრე­დე­ბის, ცი­ლე­ბის, ქსო­ვი­ლე­ბი­სა და ორ­გა­ნო­ე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მის დამ­ცვე­ლო­ბით ფუნ­ქცი­ებს გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ.

სა­ნამ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას, აზ­რა­დაც არ მოგ­ვდის, რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვენ­სა­ვე ორ­გა­ნიზ­მში. იმუ­ნი­ტე­ტის ხა­რისხზე გავ­ლე­ნას ახ­დენს სის­ხლის თეთ­რი უჯრე­დე­ბი - ლე­ი­კო­ცი­ტე­ბი. ისი­ნი ერ­თი­ან­დე­ბი­ან, ეძე­ბენ, ამო­იც­ნო­ბენ და უვ­ნე­ბელ­ყო­ფენ მტერს.

არ­სე­ბობს ორი ტი­პის ლე­ი­კო­ცი­ტე­ბი - ფა­გო­ცი­ტე­ბი და ლიმ­ფო­ცი­ტე­ბი. ფა­გო­ცი­ტე­ბი უცხო აგენ­ტებს პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ყლა­პა­ვენ, შთან­თქა­ვენ. ხოლო ლიმ­ფო­ცი­ტე­ბი ბრძო­ლის სხვა სტრა­ტე­გი­ას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ - უცხო აგენ­ტებს ეძე­ბენ, ამო­იც­ნო­ბენ და პირ­ველ დარ­ტყმას აყე­ნე­ბენ.

ვირუ­სე­ბი და იმუ­ნი­ტე­ტი

რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს თან­და­ყო­ლი­ლი იმუ­ნი­ტე­ტი, თუმ­ცა არა მუდ­მი­ვი. იმუ­ნი­ტე­ტის შე­სუს­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა გარე ფაქ­ტო­რებ­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­გო­რი­ცაა: მო­წე­ვა, ალ­კოჰო­ლი, არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა. და­ბა­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მთა­ვა­რი ნი­შა­ნი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მართ მო­წყვლა­დო­ბაა. გარ­და იმი­სა, რომ სუს­ტი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე ინ­დი­ვი­დებ­ში ინ­ფექ­ცი­ე­ბი მარ­ტი­ვად ვრცელ­დე­ბა, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პე­რი­ო­დიც უფრო ხან­გრძლი­ვია. ეს ლო­გი­კუ­რი­ცაა, რად­გან ამ დროს შე­სუს­ტე­ბუ­ლია ორ­გა­ნიზ­მის მთა­ვა­რი დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცი­ე­ბი. რო­გორც ვი­ცით, 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში, ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში ახა­ლი ვირუ­სი შე­ნიშ­ნეს, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­ხე­ლით გავ­რცელ­და. ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ჯგუ­ფებ­ში პირ­ველ ად­გი­ლას ასა­ხე­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტი აქვთ.

რა უნდა მი­ვირ­თვათ იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის?

იმი­სათ­ვის, რომ იმუ­ნი­ტე­ტი გა­ვიძ­ლი­ე­როთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჩა­მო­ვი­ყა­ლი­ბოთ ჯან­სა­ღი ჩვე­ვე­ბი. 8 სა­ა­თი ძილი, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა, ვარ­ჯი­ში, მო­წე­ვის შე­წყვე­ტა, სტრე­სის შემ­ცი­რე­ბა - ეს ძი­რი­თა­დი მოქ­მე­დე­ბე­ბია, რი­თაც ჩვენს იმუ­ნი­ტეტს გა­ვაძ­ლი­ე­რებთ. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ჯან­სა­ღი კვე­ბაა. არ არ­სე­ბობს პრო­დუქ­ტე­ბის ფორ­მუ­ლა, რო­მელ­თა მი­ღე­ბით სწრა­ფად გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სებთ იმუ­ნი­ტეტს, თუმ­ცა არ­სე­ბობს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტე­ბის სია ვირუ­სე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის.

ხორ­ცი - უცხი­მო ხორ­ცი შე­ი­ცავს თუ­თი­ას, რო­მე­ლიც ხელს უწყობს სის­ხლის თეთ­რი სხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, ეს უკა­ნას­კნელ­ნი კი ჯან­მრთელ უჯრე­დებს ვირუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ბე­ბის­გან იცა­ვენ.

ყვი­თე­ლი ხილი და ბოსტნე­უ­ლი - ციტ­რუ­სე­ბი, გარ­გა­რი, სტა­ფი­ლო და სხვა. გარ­და c ვი­ტა­მი­ნი­სა, მათ­ში ბევ­რია ბეტა-კა­რო­ტი­ნი - ან­ტი­ოქ­სი­დან­ტი, A ვი­ტა­მი­ნის წი­ნა­მორ­ბე­დი, რო­მელ­საც იმუ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი აქვს.

რძის პრო­დუქ­ტე­ბი - რძის პრო­დუქ­ტე­ბი შე­ი­ცავს ყვე­ლა იმ ნივ­თი­ე­რე­ბას, რაც ორ­გა­ნიზ­მის სწო­რი ცხო­ველ­მოქ­მე­დე­ბის­თვი­საა სა­ჭი­რო. ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი, ნახ­შირ­წყლე­ბი, არა­ორ­გა­ნუ­ლი მა­რი­ლე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზმს ინ­ფექ­ცი­ებ­თან ბრძო­ლა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. მა­წო­ნი და კე­ფი­რი იმუ­ნი­ტე­ტის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტე­ბა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

მწვა­ნე ჩაი - ეს პრო­დუქ­ტი მდი­და­რია ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბით. მწვა­ნე ჩაი შე­ი­ცავს ისეთ სა­სარ­გებ­ლო ამი­ნომ­ჟა­ვას, რო­გო­რი­ცაა L-თე­ა­ნი­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ გავიძლიეროთ ორგანიზმი ვირუსის პრევენციისთვის?

როგორ გავიძლიეროთ ორგანიზმი ვირუსის პრევენციისთვის?

რა არის იმუნიტეტი?

ბოლო პერიოდში იმუნიტეტი და მასთან დაკავშირებული საკითხები აქტუალური გახდა. მარტივად რომ ვთქვათ, იმუნური სისტემა იმ უჯრედების, ცილების, ქსოვილებისა და ორგანოების ერთობლიობაა, რომლებიც ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს განაპირობებენ.

სანამ იმუნური სისტემა პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, აზრადაც არ მოგვდის, რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენსავე ორგანიზმში. იმუნიტეტის ხარისხზე გავლენას ახდენს სისხლის თეთრი უჯრედები - ლეიკოციტები. ისინი ერთიანდებიან, ეძებენ, ამოიცნობენ და უვნებელყოფენ მტერს.

არსებობს ორი ტიპის ლეიკოციტები - ფაგოციტები და ლიმფოციტები. ფაგოციტები უცხო აგენტებს პირდაპირი მნიშვნელობით ყლაპავენ, შთანთქავენ. ხოლო ლიმფოციტები ბრძოლის სხვა სტრატეგიას ამჯობინებენ - უცხო აგენტებს ეძებენ, ამოიცნობენ და პირველ დარტყმას აყენებენ.

ვირუსები და იმუნიტეტი

რა თქმა უნდა, არსებობს თანდაყოლილი იმუნიტეტი, თუმცა არა მუდმივი. იმუნიტეტის შესუსტება შეიძლება გარე ფაქტორებმაც გამოიწვიოს, როგორიცაა: მოწევა, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება. დაბალი იმუნიტეტის მთავარი ნიშანი ინფექციების მიმართ მოწყვლადობაა. გარდა იმისა, რომ სუსტი იმუნური სისტემის მქონე ინდივიდებში ინფექციები მარტივად ვრცელდება, გამოჯანმრთელების პერიოდიც უფრო ხანგრძლივია. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ამ დროს შესუსტებულია ორგანიზმის მთავარი დამცველობითი ფუნქციები. როგორც ვიცით, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი ვირუსი შენიშნეს, რომელიც შემდგომში კორონავირუსის სახელით გავრცელდა. ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში პირველ ადგილას ასახელებენ ადამიანებს, რომელთაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ.

რა უნდა მივირთვათ იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ვირუსის პრევენციისთვის?

იმისათვის, რომ იმუნიტეტი გავიძლიეროთ, აუცილებელია, ჩამოვიყალიბოთ ჯანსაღი ჩვევები. 8 საათი ძილი, ხელების ხშირი დაბანა, ვარჯიში, მოწევის შეწყვეტა, სტრესის შემცირება - ეს ძირითადი მოქმედებებია, რითაც ჩვენს იმუნიტეტს გავაძლიერებთ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ჯანსაღი კვებაა. არ არსებობს პროდუქტების ფორმულა, რომელთა მიღებით სწრაფად გავიუმჯობესებთ იმუნიტეტს, თუმცა არსებობს განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტების სია ვირუსების პრევენციისთვის.

ხორცი - უცხიმო ხორცი შეიცავს თუთიას, რომელიც ხელს უწყობს სისხლის თეთრი სხეულების გამომუშავებას, ეს უკანასკნელნი კი ჯანმრთელ უჯრედებს ვირუსებისა და მიკრობებისგან იცავენ.

ყვითელი ხილი და ბოსტნეული - ციტრუსები, გარგარი, სტაფილო და სხვა. გარდა c ვიტამინისა, მათში ბევრია ბეტა-კაროტინი - ანტიოქსიდანტი, A ვიტამინის წინამორბედი, რომელსაც იმუნური თვისებები აქვს.

რძის პროდუქტები - რძის პროდუქტები შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რაც ორგანიზმის სწორი ცხოველმოქმედებისთვისაა საჭირო. ეს ნივთიერებებია სრულფასოვანი ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, არაორგანული მარილები, ვიტამინები, რომლებიც ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარებიან. მაწონი და კეფირი იმუნიტეტისთვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტებადაა აღიარებული.

მწვანე ჩაი - ეს პროდუქტი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მწვანე ჩაი შეიცავს ისეთ სასარგებლო ამინომჟავას, როგორიცაა L-თეანინი.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია ინფექციურიდან

აეროპორტიდან ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში ახალგაზრდა ქალი გადაიყვანეს

"მართლმადიდებლები არ უშინდებოდნენ საერთო კოვზით ზიარებას" - საპატრიარქო ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება