სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სომეხი "კანონიერი ქურდები" რუსეთისკენ დაიძრნენ - "მშვიდობაში მოიხმაროს ჩვენი თანამემამულეები..."
სომეხი "კანონიერი ქურდები" რუსეთისკენ დაიძრნენ - "მშვიდობაში მოიხმაროს ჩვენი თანამემამულეები..."

"სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დეგ რუ­სეთ­ში ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა სომ­ხე­თი­და­ნაც და­ი­წყო", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია მას შემ­დეგ, რაც ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დამ­ნა­შა­ვე­ებ­ზე იე­რი­ში კი­დევ ერთხელ მი­ი­ტა­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, სომ­ხე­თი­დან ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი რუ­სეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში ეტა­პობ­რი­ვად გა­ე­დი­ნე­ბი­ან.

"საკ­მა­ოდ დიდი "შე­ნა­ძე­ნის" შემ­დეგ, კი­დევ რამ­დე­ნი­მე სო­მე­ხი განსგტე­რი გეგ­მავს რუ­სეთ­ში ჩა­მოს­ვლას" – წერს გა­მო­ცე­მა Известия. სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტმა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ი­ღო კა­ნო­ნი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი­სა და მათ­თან რა­ი­მე სა­ხის კავ­ში­რის მქო­ნე პი­რე­ბის დას­ჯის შე­სა­ხებ, რაც 7-დან 10-წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბით ის­ჯე­ბა.

iz.ru-ს ცნო­ბით, 2018 წლი­დან სომ­ხეთ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი თავს თა­ვი­სუფ­ლად ვერ გრძნო­ბენ.

"არა­და, 2015 წელს ამა თუ იმ კრი­მი­ნა­ლის სომ­ხეთ­ში ჩა­მოს­ვლის ან წას­ვლის შე­სა­ხებ მე­დია სულ წერ­და. ისე, რო­გორც ეს დედ ჰა­სა­ნის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბო­და, მისი "კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი­სა" და სხვა სა­ხის შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ ღიად იწე­რე­ბო­და. სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, მის საფ­ლავ­ზე უზარ­მა­ზა­რი ქან­და­კე­ბა აღ­მარ­თეს... უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე არ­მენ ეგი­ზა­რი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ უხერ­ხუ­ლი და მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს მი­მარ­თავ­დნენ და ამა­ში უჩ­ვე­უ­ლოს ვე­რა­ფერს ხე­დავ­დნენ..." – წერს გა­მო­ცე­მა.

დედ ჰა­სა­ნის საფ­ლა­ვი - ფოტო: რია ნო­ვოს­ტი

პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ ზოგ­ზე დევ­ნა გან­ხორ­ცი­ელ­და, ზოგ­მა კი ქვე­ყა­ნა სა­კუ­თა­რი ნე­ბით და­ტო­ვა. 2018 წლი­დან, მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ნიკო ფა­ში­ნი­ა­ნის გუნ­დი მო­ვი­და, სომ­ხუ­რი პო­ლი­ცია დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლებს ეტა­პობ­რი­ვად "სტუმ­რობ­და".

მთლი­ა­ნო­ბა­ში, სულ 12 ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი­სა და 20 "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­რე­ტის" სახ­ლი გა­ჩხრი­კეს. კად­რებ­ში ჩან­და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კე­ბი, ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნივ­თე­ბი.

"არც ისე დიდ ხნის წინ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და კო­ლო­ნი­ებ­საც შე­უ­ტია და მათი კონ­ტრო­ლი და­ი­წყო, რათა ის პი­რე­ბი გა­მო­ევ­ლი­ნათ, ვინც სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გე­ლობ­დნენ. მათ კა­მე­რებ­ში კა­რიც კი არ იკე­ტე­ბო­და, არ მოწ­მდე­ბო­და მათი ამა­ნა­თე­ბი, მათ­თვის ნე­ბა­დარ­თუ­ლი იყო მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი. ერთი სი­ტყვით, სას­ტუმ­რო­სა­ვით ცხოვ­რობ­დნენ, რაც 2019 წლი­დან დას­რულ­და. ახლა იქ მუდ­მი­ვი რე­ი­დე­ბია" – წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, სომ­ხეთ­ში ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან ბრძო­ლა ისევ გრძელ­დე­ბა.

დევ­ნის კვალ­დაკ­ვალ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო შე­ზღუდ­ვებს ყვე­ლა გზით, მათ შო­რის მუ­ქა­რის, შან­ტა­ჟის, მოს­ყიდ­ვის მე­თო­დე­ბით ებ­რძვის... გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს "ნუ­ბა­რა­შე­ნი­სა" და "რაზ­და­ნის" ცი­ხე­ებ­ში ამ­ბო­ხიც მო­ა­წყვეს. მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ფან­ჯრე­ბი ჩა­ლე­წეს და იქი­დან ნივ­თე­ბი გა­და­ყა­რეს...

"საქ­მე ის არის, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რებს, ფა­ში­ნი­ა­ნის გუნ­დის ოპო­ზი­ცია ქო­მა­გობს, რად­გან თა­ვის დრო­ზე მათ­თან ერ­თად აკე­თებ­დნენ საქ­მე­ებს, ახლა კი, ისღა დარ­ჩე­ნი­ათ იმის­თვის იბ­რძო­ლონ, რომ კრი­მი­ნა­ლებ­მა მარ­თონ ქვე­ყა­ნა", – წერს გა­მო­ცე­მა.

მას­თან სა­უ­ბარ­ში ექ­სპერ­ტი კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში არ­ტურ ატა­ე­ვი ამ­ბობს, რომ "ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, სომ­ხეთ­ში ეკო­ნო­მი­კის დონე სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე შე­იც­ვა­ლა, ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში ძა­ლოვ­ნებ­მა აი­ღეს, ამი­ტომ სო­მე­ხი კრი­მი­ნა­ლე­ბი თა­ვი­ანთ ად­გილს რუ­სეთ­ში, კერ­ძოდ, კრას­ნო­და­რი­სა და სტავ­რო­პო­ლის მხა­რე­ში, როს­ტო­ვის ოლ­ქსა და მოს­კოვ­ში ხე­და­ვენ...".

რუსი პო­ლი­ტო­ლო­გის, მი­ხა­ილ ალექ­სან­დრო­ვის ცნო­ბით, ფა­ში­ა­ნი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით წარ­მა­ტე­ბით არ­თმევს თავს კრი­მი­ნა­ლებ­თან ბრძო­ლას, რაც ქვე­ყა­ნა­ში მის პო­ზი­ცი­ებს კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს. "ახლა მთა­ვა­რია, სომ­ხეთ­ში ძვე­ლი "ქურ­დე­ბის" გა­ძე­ვე­ბის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახ­ლე­ბი არ გა­მოჩ­ნდნენ..." - წერს ალექ­სან­დრო­ვი.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცი­დან მუდ­მი­ვად გა­ე­დი­ნე­ბი­ან კრი­მი­ნა­ლე­ბი რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­სა და ოლ­ქებ­ში, სა­დაც შემ­დეგ "საქ­მი­ა­ნო­ბას" წარ­მა­ტე­ბით გა­ნაგ­რძო­ბენ.

“მთა­ვა­რია, ერთხელ გა­ვუშ­ვათ და რო­გორ­მე ამოვ­ძირ­კვავთ ამ მა­ხინჯ მენ­ტა­ლო­ბას, რო­მელ­მაც თა­ო­ბე­ბი შე­ი­წი­რა..."; "მშვი­დო­ბა­ში მო­იხ­მა­როს რუ­სეთ­მა ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, კი­დევ გა­ვუგ­ზავ­ნით, მით უმე­ტეს, რომ იქ ცი­ხე­შიც თავს კარ­გად გრძო­ბენ..."; "ახლა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან იმე­გობ­რე­ბენ და კომ­ფორ­ტს მო­ი­წყო­ბენ, მთა­ვა­რია, აქე­დან წა­ვიდ­ნენ" - წე­რენ სო­მე­ხი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

მთა­ვა­რი ფოტო: РИА Новости

!
0

ყველას ეშველა მგონი ჩვენს გარდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სომეხი "კანონიერი ქურდები" რუსეთისკენ დაიძრნენ - "მშვიდობაში მოიხმაროს ჩვენი თანამემამულეები..."

სომეხი "კანონიერი ქურდები" რუსეთისკენ დაიძრნენ - "მშვიდობაში მოიხმაროს ჩვენი თანამემამულეები..."

"საქართველოს შემდეგ რუსეთში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების შემოდინება სომხეთიდანაც დაიწყო", - წერს რუსული მედია მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებამ დამნაშავეებზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანა. შესაბამისად, სომხეთიდან ე.წ. კანონიერი ქურდები რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ეტაპობრივად გაედინებიან.

"საკმაოდ დიდი "შენაძენის" შემდეგ, კიდევ რამდენიმე სომეხი განსგტერი გეგმავს რუსეთში ჩამოსვლას" – წერს გამოცემა Известия. სომხეთის პარლამენტმა ოფიციალურად მიიღო კანონი ე.წ. კანონიერი ქურდებისა და მათთან რაიმე სახის კავშირის მქონე პირების დასჯის შესახებ, რაც 7-დან 10-წლამდე პატიმრობით ისჯება.

iz.ru-ს ცნობით, 2018 წლიდან სომხეთში კრიმინალური ავტორიტეტები თავს თავისუფლად ვერ გრძნობენ.

"არადა, 2015 წელს ამა თუ იმ კრიმინალის სომხეთში ჩამოსვლის ან წასვლის შესახებ მედია სულ წერდა. ისე, როგორც ეს დედ ჰასანის შემთხვევაში ხდებოდა, მისი "კონფერენციებისა" და სხვა სახის შეხვედრების შესახებ ღიად იწერებოდა. სიკვდილის შემდეგ, პატივისცემის ნიშნად, მის საფლავზე უზარმაზარი ქანდაკება აღმართეს... უსაფრთხოების სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე არმენ ეგიზარიანი აღნიშნავდა, რომ უხერხული და მოუგვარებელი საკითხების მოსაგვარებლად კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართავდნენ და ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავდნენ..." – წერს გამოცემა.

დედ ჰასანის საფლავი - ფოტო: რია ნოვოსტი

პოლიტიკური ცვლილების შემდეგ ზოგზე დევნა განხორციელდა, ზოგმა კი ქვეყანა საკუთარი ნებით დატოვა. 2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ნიკო ფაშინიანის გუნდი მოვიდა, სომხური პოლიცია დამნაშავეების ფეშენებელურ სახლებს ეტაპობრივად "სტუმრობდა".

მთლიანობაში, სულ 12 ე.წ. კანონიერი ქურდისა და 20 "კრიმინალური ავტორირეტის" სახლი გაჩხრიკეს. კადრებში ჩანდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკები, იარაღი და საბრძოლო დანიშნულების ნივთები.

"არც ისე დიდ ხნის წინ იუსტიციის სამინისტრომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და კოლონიებსაც შეუტია და მათი კონტროლი დაიწყო, რათა ის პირები გამოევლინათ, ვინც საპატიმროებში პრივილეგიებით სარგელობდნენ. მათ კამერებში კარიც კი არ იკეტებოდა, არ მოწმდებოდა მათი ამანათები, მათთვის ნებადართული იყო მობილური ტელეფონები. ერთი სიტყვით, სასტუმროსავით ცხოვრობდნენ, რაც 2019 წლიდან დასრულდა. ახლა იქ მუდმივი რეიდებია" – წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, სომხეთში ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლა ისევ გრძელდება.

დევნის კვალდაკვალ კრიმინალური სამყარო შეზღუდვებს ყველა გზით, მათ შორის მუქარის, შანტაჟის, მოსყიდვის მეთოდებით ებრძვის... გასული წლის ბოლოს "ნუბარაშენისა" და "რაზდანის" ციხეებში ამბოხიც მოაწყვეს. მსჯავრდებულებმა პროტესტის ნიშნად ფანჯრები ჩალეწეს და იქიდან ნივთები გადაყარეს...

"საქმე ის არის, რომ კრიმინალური სამყაროს წევრებს, ფაშინიანის გუნდის ოპოზიცია ქომაგობს, რადგან თავის დროზე მათთან ერთად აკეთებდნენ საქმეებს, ახლა კი, ისღა დარჩენიათ იმისთვის იბრძოლონ, რომ კრიმინალებმა მართონ ქვეყანა", – წერს გამოცემა.

მასთან საუბარში ექსპერტი კავკასიის საკითხებში არტურ ატაევი ამბობს, რომ "ყველაფერთან ერთად, სომხეთში ეკონომიკის დონე სხვადასხვა დონეზე შეიცვალა, ძალაუფლება ხელში ძალოვნებმა აიღეს, ამიტომ სომეხი კრიმინალები თავიანთ ადგილს რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში, როსტოვის ოლქსა და მოსკოვში ხედავენ...".

რუსი პოლიტოლოგის, მიხაილ ალექსანდროვის ცნობით, ფაშიანინი ჯერჯერობით წარმატებით ართმევს თავს კრიმინალებთან ბრძოლას, რაც ქვეყანაში მის პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს. "ახლა მთავარია, სომხეთში ძველი "ქურდების" გაძევების შემდეგ, ხელისუფლებაში ახლები არ გამოჩნდნენ..." - წერს ალექსანდროვი.

რუსული მედიის ცნობით, პოსტსაბჭოთა სივრციდან მუდმივად გაედინებიან კრიმინალები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებსა და ოლქებში, სადაც შემდეგ "საქმიანობას" წარმატებით განაგრძობენ.

“მთავარია, ერთხელ გავუშვათ და როგორმე ამოვძირკვავთ ამ მახინჯ მენტალობას, რომელმაც თაობები შეიწირა..."; "მშვიდობაში მოიხმაროს რუსეთმა ჩვენი თანამემამულეები, კიდევ გავუგზავნით, მით უმეტეს, რომ იქ ციხეშიც თავს კარგად გრძობენ..."; "ახლა რუსეთის ხელისუფლებასთან იმეგობრებენ და კომფორტს მოიწყობენ, მთავარია, აქედან წავიდნენ" - წერენ სომეხი ინტერნეტმომხმარებლები.

მთავარი ფოტო: РИА Новости

ჩეხეთში კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ეკლესიები დახურეს

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 42 334 პაციენტი გამოჯანმრთელდა