სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რომის პაპი, რომელსაც ვირუსის ნიშნები ჰქონდა, შეუძლოდ გახდა და ლიტურგიას ვერ დაესწრო
რომის პაპი, რომელსაც ვირუსის ნიშნები ჰქონდა, შეუძლოდ გახდა და ლიტურგიას ვერ დაესწრო

რო­მის პაპ­მა ფრან­ცის­კემ სან ჯო­ვა­ნის ბა­ზი­ლი­კა­ში დღეს და­გეგ­მილ ლი­ტურ­გი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ მი­ი­ღო. მი­ზე­ზი ისაა, რომ პაპი თავს შე­უძ­ლოდ გრძნობს. ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მისი პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მა­ტეო ბრუ­ნიმ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც Daily Mail წერს, ფრან­ცის­კე ვა­ტი­კან­ში, სას­ტუმ­რო სან­ტა მარ­ტა­ში იმ­ყო­ფე­ბა. მის პრეს­სამ­სა­ხურ­ში არ სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხებ, თუ რა სჭირს რე­ა­ლუ­რად პაპს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­მის პაპ­მა ოთხშა­ბათს ჩა­ა­ტა­რა მესა, რა დრო­საც მას ახ­ვე­ლებ­და და რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, ვირუ­სის სხვა ნიშ­ნე­ბიც აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

მე­სამ­დე კი მრევლს შეხ­ვდა, მათ ხელს არ­თმევ­და, ჰკოც­ნი­და და ეხუ­ტე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხი­სა.

იტა­ლი­ა­ში, ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ვირუ­სის უმე­ტე­სი შემ­თხვე­ვა ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში გა­მოვ­ლინ­და, რაც შე­ე­ხე­ბა რომს, აქ კო­რო­ნა­ვირუ­სის 3 შემ­თხვე­ვაა აღ­ნუს­ხუ­ლი, სა­მი­ვე პა­ცი­ენ­ტი უკვე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რომის პაპი, რომელსაც ვირუსის ნიშნები ჰქონდა, შეუძლოდ გახდა და ლიტურგიას ვერ დაესწრო

რომის პაპი, რომელსაც ვირუსის ნიშნები ჰქონდა, შეუძლოდ გახდა და ლიტურგიას ვერ დაესწრო

რომის პაპმა ფრანცისკემ სან ჯოვანის ბაზილიკაში დღეს დაგეგმილ ლიტურგიაში მონაწილეობა ვერ მიიღო. მიზეზი ისაა, რომ პაპი თავს შეუძლოდ გრძნობს. ამის შესახებ საზოგადოებას მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მატეო ბრუნიმ განუცხადა.

როგორც Daily Mail წერს, ფრანცისკე ვატიკანში, სასტუმრო სანტა მარტაში იმყოფება. მის პრესსამსახურში არ საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა სჭირს რეალურად პაპს.

აღსანიშნავია, რომ რომის პაპმა ოთხშაბათს ჩაატარა მესა, რა დროსაც მას ახველებდა და როგორც ფოტოებიდან ჩანს, ვირუსის სხვა ნიშნებიც აღენიშნებოდა.

მესამდე კი მრევლს შეხვდა, მათ ხელს ართმევდა, ჰკოცნიდა და ეხუტებოდა, მიუხედავად კორონავირუსის საფრთხისა.

იტალიაში, ევროპის ქვეყნებს შორის, კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ვირუსის უმეტესი შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გამოვლინდა, რაც შეეხება რომს, აქ კორონავირუსის 3 შემთხვევაა აღნუსხული, სამივე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.

ირანის ვიცე-პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა

ლომბარდიის გუბერნატორმა თვითიზოლაცია გამოაცხადა და ამის შესახებ ხალხს "ფეისბუქით“ შეატყობინა

იტალიაში კორონავირუსით 4 ბავშვი დაინფიცირდა