სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
28-29 თებერვალს ექსპოჯორჯიაში მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ჩატარდება
28-29 თებერვალს ექსპოჯორჯიაში მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hub-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, 28-29 თე­ბერ­ვალს, ექ­სპო­ჯორ­ჯი­ას მე-5 პა­ვი­ლი­ონ­ში, 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე მას­შტა­ბუ­რი და­საქ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი "Expo Job" გა­ი­მარ­თე­ბა. სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლებ­თან შე­სახ­ვედ­რად 700-მდე ვა­კან­სი­ით 70 კომ­პა­ნია ემ­ზა­დე­ბა.

და­საქ­მე­ბის ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, სტუ­დენ­ტებ­სა და სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ე­ბელ ახალ­გაზ­რდებს.

ყვე­ლა, ვინც სამ­სა­ხურს ეძებს, შე­არ­ჩევს მის­თვის სა­სურ­ველ ვა­კან­სი­ებს და ად­გილ­ზე გა­ე­სა­უბ­რე­ბა კომ­პა­ნი­ის HR მე­ნე­ჯე­რებ­სა და დი­რექ­ტო­რებს. ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვა­კან­სი­ე­ბის ნახ­ვა წი­ნას­წარ შე­გიძ­ლი­ათ www.Studentjob.ge-ის სპე­ცი­ა­ლურ კა­ტე­გო­რი­ა­ში Expo Job.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იქ­ნე­ბა პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის წარ­მა­ტე­ბის კუ­თხე, სა­დაც ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ჩა­ტარ­დე­ბა ვორ­ქშო­პე­ბი წარ­მა­ტე­ბა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე. სპი­კე­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად გა­და­დით ლინკზე: წარ­მა­ტე­ბის კუ­თხე.

პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი მას­შტა­ბურ გა­თა­მა­შე­ბას ჰპირ­დე­ბა ყვე­ლას, ვინც მათ კომ­პა­ნი­ებს ეს­ტუმ­რე­ბა და გა­ივ­ლის გა­სა­უბ­რე­ბას. და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ მო­ი­გონ ისე­თი პრი­ზე­ბი რო­გო­რე­ბი­ცაა: ბიბ­ლუ­სის ვა­უ­ჩე­რი, ლურ­ჯი ოკე­ა­ნის წიგ­ნე­ბის ნაკ­რე­ბი, ჰუ­დე­ბი, ჩან­თე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მთა­ვარ პრიზს, ეს არის პრაქ­ტი­კულ აკა­დე­მი­ა­ში გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის ან მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის 3 თვი­ა­ნი კურ­სის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა.

მო­ე­წყო­ბა CV-ის კუ­თხეც, სა­დაც studetnjob.ge-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ად­გილ­ზე მო­სულ ახალ­გაზ­რდებს, და­ეხ­მა­რე­ბა CV-ის შედ­გე­ნა­ში ან და­კო­რექ­ტი­რე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ და­საქ­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს შე­უძ­ლია ეწ­ვი­ოს პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხეს - Flow Zone, სა­დაც ლიკა ნო­ზა­ძე - HR კონ­სულ­ტან­ტი პი­როვ­ნულ და კა­რი­ე­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მის­ცემს რჩე­ვებს.

Expo Job-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა და­რე­გის­ტრი­რე­ბა: http://bit.do/EXPO-JOB . ფეს­ტი­ვალ­ზე თან უნდა იქო­ნი­ოთ რე­ზი­უ­მე­ე­ბი.

გვინ­და და­ვამ­კვიდ­როთ ახა­ლი ტენ­დენ­ცია და და­საქ­მე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე­ვე გა­ი­გონ კან­დი­და­ტებ­მა სა­ბო­ლოო, და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი (თუ ვა­კან­სი­ის სპე­ცი­ფი­კა HR-ებს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ).

და­საქ­მე­ბის ფეს­ტი­ვალ­თან ერ­თად, ჩა­ტარ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: ექ­სპო­ჯორ­ჯია, გრანთ თორნ­თო­ნი, პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი და რა­დიო იმე­დი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

28-29 თებერვალს ექსპოჯორჯიაში მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

28-29 თებერვალს ექსპოჯორჯიაში მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 28-29 თებერვალს, ექსპოჯორჯიას მე-5 პავილიონში, 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ,,Expo Job" გაიმართება. სამუშაოს მაძიებლებთან შესახვედრად 700-მდე ვაკანსიით 70 კომპანია ემზადება.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს.

ყველა, ვინც სამსახურს ეძებს, შეარჩევს მისთვის სასურველ ვაკანსიებს და ადგილზე გაესაუბრება კომპანიის HR მენეჯერებსა და დირექტორებს. ფესტივალზე წარმოდგენილი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ www.Studentjob.ge-ის სპეციალურ კატეგორიაში Expo Job.

ღონისძიებაზე იქნება პალიტრა მედია ჰოლდინგის წარმატების კუთხე, სადაც ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ვორქშოპები წარმატებასა და მოტივაციაზე. სპიკერების სანახავად გადადით ლინკზე: წარმატების კუთხე.

პალიტრა მედია ჰოლდინგი მასშტაბურ გათამაშებას ჰპირდება ყველას, ვინც მათ კომპანიებს ესტუმრება და გაივლის გასაუბრებას. დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მოიგონ ისეთი პრიზები როგორებიცაა: ბიბლუსის ვაუჩერი, ლურჯი ოკეანის წიგნების ნაკრები, ჰუდები, ჩანთები და აქსესუარები. რაც შეეხება მთავარ პრიზს, ეს არის პრაქტიკულ აკადემიაში გრაფიკული დიზაინის ან მულტიმედია ჟურნალისტიკის 3 თვიანი კურსის სრული დაფინანსება.

მოეწყობა CV-ის კუთხეც, სადაც studetnjob.ge-ის წარმომადგენელი ადგილზე მოსულ ახალგაზრდებს, დაეხმარება CV-ის შედგენაში ან დაკორექტირებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმების ფესტივალის ყველა მონაწილეს შეუძლია ეწვიოს პიროვნული განვითარების კუთხეს - Flow Zone, სადაც ლიკა ნოზაძე - HR კონსულტანტი პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე მისცემს რჩევებს.

Expo Job-ში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირება: http://bit.do/EXPO-JOB . ფესტივალზე თან უნდა იქონიოთ რეზიუმეები.

გვინდა დავამკვიდროთ ახალი ტენდენცია და დასაქმების ფესტივალზევე გაიგონ კანდიდატებმა საბოლოო, დადებითი პასუხი (თუ ვაკანსიის სპეციფიკა HR-ებს ამის საშუალებას მისცემთ).

დასაქმების ფესტივალთან ერთად, ჩატარდება განათლების საერთაშორისო ფორუმი.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ექსპოჯორჯია, გრანთ თორნთონი, პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.

გუდაურის ტრაგედიის უცნობი ვერსია - რა ინციდენტი მოხდა მკვლელობამდე 2 კვირით ადრე?!

"ეგ ისეთი მამაძაღლი ჩანს, უთუოდ დიდი კაცი დადგებაო..." - ილია ჭავჭავაძის და სტალინის შეხვედრის უცნობი ეპიზოდები

ქართველმა კალათბურთელებმა ბელგრადში სერბი მეტოქეები დაამარცხეს