სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი გახარია პოლიციელებს მიმართავს
გიორგი გახარია პოლიციელებს მიმართავს

ყვე­ლამ ერთი რამ უნდა ვი­ცო­დეთ, ღირ­სე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა არის და უნდა იყოს სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­გა­ნი, რა­საც ვა­კე­თე­ბეთ და გა­ვაგ­რძე­ლებთ, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ბა­თუმ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელს ბი­ნე­ბი გა­დას­ცეს, რამ­დე­ნი­მე კი და­ა­ჯილ­დო­ვეს.

პრე­მი­ე­რის თქმით, ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე გა­ი­ღეს.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, მქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თქვენ მოგ­მარ­თოთ. რა თქმა უნდა, პო­ლი­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის ხაზ­გას­მის გა­რე­შე, რომ ყვე­ლას, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს და პირ­ველ რიგ­ში, პო­ლი­ცი­ე­ლებს უნდა ეს­მო­დეთ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მშვი­დი გან­ვი­თა­რე­ბა დგას თქვენ­ზე. ეს არა­ერ­თხელ მით­ქვამს და როცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა, ყო­ველ­თვის გა­ვი­მე­ო­რებ. არა­ნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბა არ იქ­ნე­ბა მიღ­წე­ვა­დი ვერ­ცერთ სფე­რო­ში, და­წყე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­დან, ეკო­ნო­მი­კით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ტუ­რიზ­მით და კი­დევ ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი, თუ ქვე­ყა­ნა­ში არ იქ­ნე­ბა სი­წყნა­რე, სიმ­შვი­დე და რაც მთა­ვა­რია, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის შეგ­რძნე­ბა. ბა­ტო­ნო­ბო, ამას თქვენ უზ­რუნ­ველ­ყოთ. ამას­თან ერ­თად, რა თქმა უნდა, ჩვენ ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ი­ღეს ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან, პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და შს მი­ნისტრს, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას.

"რა­საც ყო­ველ­ღი­უ­რად თქვენ აკე­თებთ რი­გით პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან ერ­თად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დელ დღე­ზე ზრუნ­ვა. ღირ­სე­უ­ლი მსა­ხუ­რე­ბა ქვეყ­ნის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

მად­ლო­ბას გიხ­დით და ჩვენ, სა­ხელ­მწი­ფო, შსს, მთავ­რო­ბა ვა­კე­თებთ იმ მი­ნი­მუმს, რისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც გვაქვს. ეს იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ჯილ­დო­ე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ჩვენ ყვე­ლამ ერთი რამ უნდა ვი­ცო­დეთ ღირ­სე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის, ღირ­სე­უ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა არის, უნდა გახ­დეს და უნდა იყოს სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­გა­ნი, რა­საც ვა­კეთ­ბეთ და გა­ვაგ­რძე­ლებთ", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გიორგი გახარია პოლიციელებს მიმართავს

გიორგი გახარია პოლიციელებს მიმართავს

ყველამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ღირსეული პოლიციელის ყოველდღიური ცხოვრება არის და უნდა იყოს სახელმწიფო ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთებეთ და გავაგრძელებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში განაცხადა, სადაც პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს ბინები გადასცეს, რამდენიმე კი დააჯილდოვეს.

პრემიერის თქმით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის პოლიციელები, რომლებაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს.

"ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს შესაძლებლობა, რომ თქვენ მოგმართოთ. რა თქმა უნდა, პოლიციაზე საუბარი შეუძლებელია იმის ხაზგასმის გარეშე, რომ ყველას, თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, პოლიციელებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდი განვითარება დგას თქვენზე. ეს არაერთხელ მითქვამს და როცა ამის საშუალება მექნება, ყოველთვის გავიმეორებ. არანაირი წარმატება არ იქნება მიღწევადი ვერცერთ სფეროში, დაწყებული განათლებიდან, ეკონომიკით დამთავრებული, ტურიზმით და კიდევ ბევრი მიმართულებით გაგრძელებული, თუ ქვეყანაში არ იქნება სიწყნარე, სიმშვიდე და რაც მთავარია, სამართლიანობის შეგრძნება. ბატონობო, ამას თქვენ უზრუნველყოთ. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის პოლიციელები, რომლებმაც გაიღეს ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე", - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა შს მინისტრს, მინისტრის მოადგილეს და ხელმძღვანელობას.

"რასაც ყოველღიურად თქვენ აკეთებთ რიგით პოლიციელებთან ერთად, ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნვა. ღირსეული მსახურება ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.

მადლობას გიხდით და ჩვენ, სახელმწიფო, შსს, მთავრობა ვაკეთებთ იმ მინიმუმს, რისი ვალდებულებაც გვაქვს. ეს იქნება შესაბამისი ჯილდოები, შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფა, ჩვენ ყველამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ღირსეული პოლიციელის, ღირსეული ყოველდღიური ცხოვრება არის, უნდა გახდეს და უნდა იყოს სახელმწიფო ზრუნვის საგანი, რასაც ვაკეთბეთ და გავაგრძელებთ", - განაცხადა გახარიამ.

"დამტკიცებულია, რომ ეს მთელი ბოროტება რუსეთიდან მოდის? - მე ეჭვი მეპარება" - გრიგორი კარასინი კიბერშეტევაზე

გიორგი გახარიას კომენტარი ვანო მერაბიშვილზე - "ის არ იყო პოლიტიკური პატიმარი"

"ჩემსა და გახარიას შორის დაპირისპირება არ არის..." - გომელაური ამბობს, რომ იზორიას ძმის ქმედებაზე პრემიერის კომენტარს ეთანხმება