სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა
შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

პო­ლი­ცი­ამ 42 წლის ლე­ვან სი­გუ­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ბრალ­დე­ბით ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.კ. ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ბრალ­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს 2018 წლის 11 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი, 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ს.-ს მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვის დროს, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით, ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

გა­მო­ძი­ე­ბა ან­გა­რე­ბით ან პი­რა­დი მო­ტი­ვით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 370-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამა­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­კა­ვე­ბუ­ლია 3 პირი. გარ­და ამი­სა, 2019 წელს ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა და ამ დრომ­დე იძებ­ნე­ბა 2 პირი" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან სი­გუა 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მოკ­ლეს. მას ჭრი­ლო­ბე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად იგი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სი­გუა ერთ-ერთი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის მე­წი­ლე იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

პოლიციამ 42 წლის ლევან სიგუას მკვლელობის საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ვ.კ. ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სამართალდამცველებს 2018 წლის 11 აგვისტოს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი, 1975 წელს დაბადებული ლ.ს.-ს მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

გამოძიება ანგარებით ან პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის ოქტომბერში დაკავებულია 3 პირი. გარდა ამისა, 2019 წელს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და ამ დრომდე იძებნება 2 პირი" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ბიზნესმენი ლევან სიგუა 2018 წლის აგვისტოში დოლიძის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა. სიგუა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილე იყო.

სოფელ ყარაჯალართან დამწვარ მანქანაში ტაქსის მძღოლის ცხედარი იპოვეს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ყვება 39 წლის მამაკაცის ადვოკატი

ჯგუფურად ქირაობდნენ მანქანებს, ხსნიდნენ კატალიზატორებს და ავტოსახელოსნოებში აბარებდნენ - ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს