"ოსკარი" 2020 - გამარჯვებულები და საუკეთესო კაბები წითელი ხალიჩიდან
კინოსამყაროს მთავარ ცერემონიას, ოსკარით დაჯილდოებას , ლოს-ანჯელესმა 92-ედ უმასპინძლა. დოლბის თეატრში ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები 24 ნომინაციაში გამოავლინა.
ოსკარის ისტორიაში პირველად წლის საუკეთესო ფილმად უცხოენოვანი კინოსურათი, სამხრეთ კორეული ფილმი, "პარაზიტი" გახდა. ფილმმა ოსკარი ოთხ ნომინაციაში მიიღო - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, საუკეთესო სცენარი და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციებში.
კადრი ფილმიდან "პარაზიტი"
წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში ოსკარი ხოაკინ ფენიქსს გადაეცა "ჯოკერში" შესრულებული როლისთვის, ხოლო საუკეთესო ქალი მსახიობი რენე ზელვეგერი გახდა ფილმისთვის - Judy .
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ხოაკინ ფენიქსისაუკეთესო მსახიობი ქალი - რენე ზელვეგერი
თავისი პირველი ოსკარი მიიღო ბრედ პიტმა საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმით Once Upon a Time in Hollywood. ამავე კატეგორიაში კი ქალებს შორის ოსკარი ლორა დერნის გადაეცა ფილმისთვის Marriage Story.
ბრედ პიტმა კინოსამყაროს მთავარი ჯილდო პირველად მოიგო
და რა თქმა უნდა, კაბები ოსკარის წითელი ხალიჩიდან - ის, რაც საზოგადოების ნაწილს გამარჯვებულებზე უფრო მეტად აინტერესებს. როგორც მოდის კრიტიკოსები წერენ, წლევანდელ ცერემონიაზე ვარსკვლავებმა შედარებით მოკრძალებულ სამოსზე შეაჩერეს არჩევანი და კაბებს ვინტაჟური ელფერი დაჰკრავდა.
ვნახოთ სამოსი, რომელიც მოდის სფეროში წამყვანმა გამოცემებმა, Harper's Bazaar-მა და Vogee-მ წითელ ხალიჩაზე საუკეთესოდ მიიჩნიეს.
შარლიზ ტერონი Dior-ის კაბითსკარლეტ იოჰანსონი Oscar de la Renta-ს კაბითმარგო რობი Chanel-ის კაბითბრი ლარსონი Celine-ის კაბითპენელოპე კრუსი Chanel-ის კაბითრენე ზელვეგერი Armani-ის კაბითრუნი მარა Alexander McQueen-ის კაბითნატალი პორტმანი Dior-ის კაბაშიჟანელ მონე - კაბა Ralph Lauren-ის კოლექციიდან