ავტორი:

"ეს იქნება მეცნიერების შეხვედრა მთელი მსოფლიოდან" - რისთვის ემზადებიან ექიმები ჟენევაში და როგორია კორონავირუსის უახლესი მომაცემები

"ეს იქნება მეცნიერების შეხვედრა მთელი მსოფლიოდან" - რისთვის ემზადებიან ექიმები ჟენევაში და როგორია კორონავირუსის უახლესი მომაცემები

საკრუიზო გემზე, რომელიც იაპონიაში კარანტინში იმყოფება, კორონავირუსი კიდევ 41 ადამიანს დაუდგინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 61-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ იაპონიის ჯანდაცვის მინისტრმა კაცუნობუ კატომ დღეს განაცხადა,

მისივე თქმით, პაციენტებს ტოკიოსა და იაპონიის სხვა ქალაქების საავადმყოფოებში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, საკრუიზო გემის ბორტზე მყოფი 3700 ადამიანიდან ტესტი საეჭვო სიმპტომების მქონე 300-მდე მგზავრს მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც კორონავირუსი გემზე მყოფ 80 წლის ჰონგ-კონგელ მამაკაცს აღმოაჩნდა. მედიის ინფორმაციით, დაინფიცირებულთა შორის არიან მგზავრები იაპონიიდან, აშშ-დან, კანადიდან, ტაივანიდან, ახალი ზელანდიიდან, ფილიპინებიდან, ავსტრალიასა და ჰონგ-კონგიდან.

ჩინეთში, კორონავირუსით კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 636-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტი იუწყება.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის მანძილზე ვირუსით დაინფიცირების 3,143 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 11 და 12 თებერვალს გლობალური ფორუმის გამართვას გეგმავს, რომელიც კორონავირუსის შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის საკითხს მიეძღვნება. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„ჩვენ ამ დრომდე ბევრი არაფერი ვიცით. აჩრდილებს ვებრძვით. უნდა გამოვიყვანოთ ვირუსი დღის სინათლეზე, რათა მასზე სწორი შეტევა განვახორციელოთ. ამიტომ 11 და 12 თებერვალს გლობალურ ფორუმს გავმართავთ პრიორიტეტების განსასაზღვრად კვლევებისა და საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაციაში. ეს იქნება მეცნიერების შეხვედრა მთელი მსოფლიოდან, როგორც რეალურად, ისე ვირტუალურად. შეხვედრის მიზანია - დაჩქარდეს დიაგნოსტიკის ეფექტური ტესტების, ვაქცინებისა და წამლების გამომუშავება კორონავირუსის წინააღმდეგ“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ბოლო ინფორმაციით, ახალი ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 31,161 ადამიანს შეადგენს.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა