სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით
რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით

თბი­ლის­ში, ისან­ში ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი შსს-მ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1953 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, ცხელ კვალ­ზე, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, სო­ლო­მონ დო­დაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, მე­ზო­ბე­ლი, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე - მ.მ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით დაჭ­რა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რ ე ა ლ ო ბ ა
109

მოსაკლავი პირველ რიგში ისაა, ვინც ამათ საქართველოში უშვებს

ბურდული
134

კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცი და პატრიოტი, თუ მასეთი მაგარი იყო წასულიყო საოკუპაციო ხაზთან და იქ გაესროლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით

თბილისში, ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული შსს-მ დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელი, 1986 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე - მ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

9 ფაქტი, რომელიც ონლაინ შოპინგის მოყვარულებმა 2020 წელს უნდა იცოდნენ

შეიძინეთ ბინა „m2 დეველოპმენტში“ 30 000-ლარიანი ფასდაკლებით

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისშია - მათ აეროპორტში სპეციალური შემოწმება გაიარეს