ავტორი:

ქალაქ უხანში დაბადებულ ახალშობილს კორონავირუსი 30 საათში გამოუვლინდა

ქალაქ უხანში დაბადებულ ახალშობილს კორონავირუსი 30 საათში გამოუვლინდა

ჩინეთის ქალაქ უხანში ჩვილს დაბადებიდან 30 საათში კორონავირუსი გამოუვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს ახალდაბადებულის კორონავირუსით ინფიცირების პირველი ოფიციალური, დადასტურებული შემთხვევაა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის დედაც კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, თუმცა მშობიარობამდე ჩატარებული სხვადასხვა გამოკვლევები აჩვენებდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო.

მედიკოსები ამ ეტაპზე სწავლობენ, თუ როგორ და როდის დაინფიცირდა ჩვილი - ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს, თუ დაბადების შემდეგ.

მედიცინის ექსპერტების თქმით, როგორც წესი, ინფიცირებული დედა საშვილოსნოში მყოფი ნაყოფისთვის გადამდები არ არის, ამიტომაც ფიქრობენ, რომ ვირუსი საშვილოსნოში სხვა გზებით მოხვდა. ასევე, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, პაციენტი დაბადების შემდეგ დაინფიცირდა.

ამ ეტაპზე მედიკოსები გადაჭრით ვერაფერს ამბობენ.

ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით 565 ადამიანია გარდაცვლილი, განკურნებულია 1294, ხოლო დაინფიცირებულია 28 344 ადამიანი. ვირუსის ეპიცენტრი ჩინეთის ქალაქი უხანია, სადაც 23 იანვრიდან კარანტინია გამოცხადებული და ქალაქი ჩაკეტილია.

რუსეთში ტერორისტი მოზარდები მომრავლდნენ? - ФСБ-მ მტკიცებით, ბოლო დღეებში მასობრივი მკვლელობები აღკვეთეს

უჩვეულო ამინდი ავსტრალიაში - მიუხედავად ზაფხულისა, ქვეყანაში თოვლი მოვიდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა