სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე, თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს
ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე, თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს

სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის, ჯა­რე­ბის ლო­ჯის­ტი­კის ცენ­ტრის (აღ­მო­სავ­ლე­თი) დაც­ვის ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი გ.ჯ და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც ბრა­ლად სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბა ედე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, გ.ჯ. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ქო­ნე­ბას 2018 წელს და 2019 წლის პირ­ველ და მე­ო­რე კვარ­ტალ­ში უკა­ნო­ნოდ და­ე­უფ­ლა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის 18 დე­კემ­ბერს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს აღ­მო­სავ­ლეთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის N 110181219001 საქ­მე­ზე, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ჯა­რე­ბის ლო­ჯის­ტი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ცენ­ტრის (აღ­მო­სავ­ლე­თის) დაც­ვის ბა­ტა­ლი­ო­ნის დის­ლო­კა­ცი­ის ბა­ზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ და „დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით.

„საქ­მე­ზე ჩა­ტარ­და მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მო­ძი­ე­ბულ და და­კი­თხულ იქნა მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფლობ­დნენ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას, და­ი­ნიშ­ნა სა­თა­ნა­დო ექ­სპერ­ტი­ზე­ბი სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ტარ­და შიდა უწყებ­რი­ვი რე­ვი­ზია, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს გ.ჯ.-ს და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე. მ/წლის 1 თე­ბერ­ვალს სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გ.ჯ. და­კა­ვე­ბულ იქნა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და გა­დაყ­ვა­ნილ იქნა წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში.

გ.ჯ. 2019 წლის 23 დე­კემ­ბრი­დან 25 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით იმ­ყო­ფე­ბო­და ბი­უ­ლე­ტენ­ზე, ხოლო შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში იან­ვრის თვე­ში კუთ­ვნილ შვე­ბუ­ლე­ბა­ში. ამ პე­რი­ოდ­ში ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და შტა­ბის უფ­რო­სი შოთა თა­ვარ­თქი­ლა­ძე“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე, თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს

ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე, თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს

სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) დაცვის ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გ.ჯ დააკავეს, რომელსაც ბრალად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ედება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გ.ჯ. თავდაცვის სამინისტროს ქონებას 2018 წელს და 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში უკანონოდ დაეუფლა.

უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 18 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N 110181219001 საქმეზე, თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ცენტრის (აღმოსავლეთის) დაცვის ბატალიონის დისლოკაციის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

„საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მოძიებულ და დაკითხულ იქნა მოწმეები, რომლებიც ფლობდნენ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, დაინიშნა სათანადო ექსპერტიზები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, პარალელურად ჩატარდა შიდა უწყებრივი რევიზია, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს გ.ჯ.-ს დაკავების თაობაზე. მ/წლის 1 თებერვალს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე გ.ჯ. დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და გადაყვანილ იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორში.

გ.ჯ. 2019 წლის 23 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდა ბიულეტენზე, ხოლო შემდგომ პერიოდში იანვრის თვეში კუთვნილ შვებულებაში. ამ პერიოდში ბატალიონის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა შტაბის უფროსი შოთა თავართქილაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლიციამ თბილისში დააკავა ქალი, რომელიც ქმარზე და არასრულწლოვან შვილებზე ძალადობდა

"სიკვდილის წინ, გულისჯიბიდან მეუღლის და შვილის ფოტოები ამოუღია..." - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების ახალი ისტორიები

ერაყში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა - ირანული მედია