სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თუთა ცქიტიშვილმა წელიწადნახევრიანი მკურნალობის შემდეგ ლეიკემია დაამარცხა - "მასთან გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია"
თუთა ცქიტიშვილმა წელიწადნახევრიანი მკურნალობის შემდეგ ლეიკემია დაამარცხა - "მასთან გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია"

ორი წლის წინ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო გა­ერ­თი­ან­და პა­ტა­რა თუთა ცქი­ტიშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად. წლი­ნა­ხევ­რის ლურჯთ­ვა­ლე­ბა გო­გო­ნას ის­ტო­რი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა და დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლით გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

თუ­თას მწვა­ვე ფორ­მის ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და და სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წრა­ფო მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და. კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, შეგ­როვ­და თან­ხა მისი გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის.

ახლა თუთა თით­ქმის 4 წლი­საა და მის ოჯახს სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია აქვს - წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, გო­გო­ნამ ლე­ი­კე­მია და­ა­მარ­ცხა. ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" ბავ­შვის დე­ი­და წერს:

"ლე­ი­კე­მი­ას­თან ბრძო­ლას სა­ბო­ლო­ოდ დას­რუ­ლე­ბუ­ლად ვა­ცხა­დებთ! თუ­თამ და­ას­რუ­ლა დაც­ვი­თი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი! უამ­რა­ვი ცრემ­ლის და ტკი­ვი­ლის შემ­დეგ ეს დღეც დად­გა! სას­წა­უ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლე­ბით გა­ვი­ა­რეთ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი. ნელ-ნელა თუთა მშვიდ და ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა...

არა­სო­დეს არ და­ვიღ­ლე­ბით მად­ლო­ბის გა­დახ­დით არც მე და არც ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი! თუ­თას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე, ჩვენ­თვის სა­ჩუ­ქა­რია. მად­ლო­ბა რომ გვერ­დში გვე­დე­ქით, მად­ლო­ბა რომ დღემ­დე გვერ­დში გვყავ­ხართ!" - წერს ნა­ტუ­კა ბე­რიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
46

თავს უფლებას ნუ აძლევთ სრულიად საქართვეელოს სახელით ილაპარაკოთ. პირველად გავიგე ეს ამბავი და არც არსად გავერთიანებულვარ!

ნათკა
1

დღეგრძელი იყავი პატარა ანგელოზო, დაე ნურაფერი გტკენოდეს ამის მერე და შენ სახეზე ყოველთვის ღიმილი გვენახოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

თუთა ცქიტიშვილმა წელიწადნახევრიანი მკურნალობის შემდეგ ლეიკემია დაამარცხა - "მასთან გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია"

თუთა ცქიტიშვილმა წელიწადნახევრიანი მკურნალობის შემდეგ ლეიკემია დაამარცხა - "მასთან გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია"

ორი წლის წინ სრულიად საქართველო გაერთიანდა პატარა თუთა ცქიტიშვილის დასახმარებლად. წლინახევრის ლურჯთვალება გოგონას ისტორიამ მთელი ქვეყანა შეძრა და დახმარების სურვილით გააერთიანა.

თუთას მწვავე ფორმის ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა და საზღვარგარეთ სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროებოდა. კეთილი ადამიანების დახმარებით, შეგროვდა თანხა მისი გერმანიაში გამგზავრებისა და მკურნალობისთვის.

ახლა თუთა თითქმის 4 წლისაა და მის ოჯახს სასიხარულო ინფორმაცია აქვს - წელიწადნახევრიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, გოგონამ ლეიკემია დაამარცხა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" ბავშვის დეიდა წერს:

"ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ! თუთამ დაასრულა დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსი! უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა! სასწაული თავგადასავალებით გავიარეთ წელიწად-ნახევარი. ნელ-ნელა თუთა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდება...

არასოდეს არ დავიღლებით მადლობის გადახდით არც მე და არც ჩვენი ოჯახის წევრები! თუთასთან ერთად გატარებული ყოველი დღე, ჩვენთვის საჩუქარია. მადლობა რომ გვერდში გვედექით, მადლობა რომ დღემდე გვერდში გვყავხართ!" - წერს ნატუკა ბერიშვილი.

ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია

2019 წელს სასამართლოებში გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უმეტესობა სემეკის სასარგებლოდ დასრულდა

"რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ტროტუარებზე ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და ავტომობილები არ შევიდნენ?"