სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი კორონავირუსისგან დაიცვას - რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვირუსზე
ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი კორონავირუსისგან დაიცვას - რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვირუსზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის პა­ა­ტა იმ­ნა­ძის თქმით, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს უამ­რა­ვი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში.

მი­სი­ვე თქმით, ამე­რი­კელ მეც­ნი­ე­რებს აქვთ მო­საზ­რე­ბა ვირუ­სის შე­საძ­ლო პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

"ამე­რი­კელ მეც­ნი­ე­რებს აქვთ სა­ინ­ტე­რე­სო თე­ო­რია, რომ წი­თუ­რას ვაქ­ცი­ნას შე­უძ­ლია და­იც­ვას ადა­მი­ა­ნი კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან.

ეს მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს, იმი­ტომ რომ ბავ­შვე­ბი ნაკ­ლე­ბად ავად­დე­ბი­ან, ბავ­შვებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის ვირუ­სის მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი, ასე­ვეა ახალ­გაზ­რდებ­შიც. გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის კი უმ­რავ­ლე­სად არი­ან 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ.

თუმ­ცა, ყვე­ლა თე­ო­რია ჯერ არ არის მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გამ­ყა­რე­ბუ­ლი, ასე რომ თე­ო­რი­ებ­ზე ჯერ სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია" - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, დღე­ვან­დე­ლი დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 9 692 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, მათ შო­რის 90 ჩი­ნეთს გა­რეთ, 19 ქვე­ყა­ნა­ში. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლია.

"ძა­ლი­ან სწრა­ფად იზ­რდე­ბა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, გუ­შინ და დღეს დი­ლის­თვის 1982 -ით გა­ი­ზარ­და ანუ დღე­ვან­დე­ლი დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, გვაქვს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 9 692 შემ­თხვე­ვა, მათ შო­რის, 90 ჩი­ნეთს გა­რეთ, 19 ქვე­ყა­ნა­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, ასე­ვე მო­მა­ტე­ბუ­ლია სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, ამ და­ა­ვა­დე­ბით გარ­დაც­ვლი­ლია უკვე 213 ადა­მი­ა­ნი და ასე­ვე დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ არის რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხაზს ვუს­ვამ, ყვე­ლა ამ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­მო­ა­ცხა­და ეს, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გლო­ბა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დღის ბო­ლოს­თვის, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან კონ­კრე­ტულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ელო­დე­ბი­ან.

"ჩვენ ალ­ბათ, დღეს და ხვალ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დე­ტა­ლურ რე­კო­მენ­და­ცი­ებს მი­ვი­ღებთ. ახლა არის ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გახ­ლავთ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის, გახ­ლავთ ჩი­ნე­თის­თვის და გახ­ლავთ სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის. 3 ჯგუ­ფად არის ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ყო­ფი­ლი. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რომ დღეს, დღის ბო­ლოს­თვის, იქ­ნე­ბა უკვე კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის­თვის.

ამა­ზე მუ­შა­ობს ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ევ­რო­პის ოფი­სი და ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებს შემ­დგომ გა­გი­ზი­ა­რებთ. მაგ­რამ იმ ზო­გად რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში, რაც დღეს გახ­ლავთ, გა­მომ­დი­ნა­რე გუ­შინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან, შე­მიძ­ლია თა­მა­მად გი­თხრათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო მიჰ­ყვე­ბა, აკე­თებს და აკეთბ­და ყვე­ლა­ფერს, რა­საც ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გვე­უბ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sosia
20

აუჰ ისევ ამერიკელებმა ასეც ვიცოდი ჯერ მოგწამლავენ მერე მოგარჩენენ კადრები გასოვთ კინო ფილმ გლახის ნაამბობიდან რად მინდოდა ასეთი დახმარებაო?

გიორგი
74

საინტერესოა, ამერიკელები, "ლუგარის" წითურას ვაქცინას ხომ არ გვტენიან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი კორონავირუსისგან დაიცვას - რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვირუსზე

ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი კორონავირუსისგან დაიცვას - რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარეობს უამრავი ეპიდემიოლოგიური კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

მისივე თქმით, ამერიკელ მეცნიერებს აქვთ მოსაზრება ვირუსის შესაძლო პრევენციასთან დაკავშირებით:

"ამერიკელ მეცნიერებს აქვთ საინტერესო თეორია, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია დაიცვას ადამიანი კორონავირუსისგან.

ეს მოსაზრება არსებობს, იმიტომ რომ ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, ბავშვებში პრაქტიკულად არ არის ვირუსის მძიმე შემთხვევები, ასევეა ახალგაზრდებშიც. გარდაცვლილთა შორის კი უმრავლესად არიან 70 წელს გადაცილებული ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ჰქონდათ.

თუმცა, ყველა თეორია ჯერ არ არის მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული, ასე რომ თეორიებზე ჯერ საუბარი არ შემიძლია" - განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელელის ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელი დილის მონაცემებით, კორონავირუსის 9 692 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსით გარდაცვლილთა სიკვდილიანობა მომატებულია.

"ძალიან სწრაფად იზრდება ახალი შემთხვევების რაოდენობა. ორი დღის განმავლობაში, გუშინ და დღეს დილისთვის 1982 -ით გაიზარდა ანუ დღევანდელი დილის მონაცემებით, გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 9 692 შემთხვევა, მათ შორის, 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში.

სამწუხაროდ, ასევე მომატებულია სიკვდილიანობა, ამ დაავადებით გარდაცვლილია უკვე 213 ადამიანი და ასევე დაკვირვების ქვეშ არის რამდენიმე ათასი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ხაზს ვუსვამ, ყველა ამ სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა ეს, როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა გლობალური ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღის ბოლოსთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან კონკრეტულ რეკომენდაციებს ელოდებიან.

"ჩვენ ალბათ, დღეს და ხვალ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დეტალურ რეკომენდაციებს მივიღებთ. ახლა არის ზოგადი რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, გახლავთ ჩინეთისთვის და გახლავთ სხვა ქვეყნებისთვის. 3 ჯგუფად არის ეს რეკომენდაციები გაყოფილი. ჩვენ ველოდებით, რომ დღეს, დღის ბოლოსთვის, იქნება უკვე კონკრეტული რეკომენდაციები ევროპის ქვეყნებისთვის.

ამაზე მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი და ამ რეკომენდაციებს შემდგომ გაგიზიარებთ. მაგრამ იმ ზოგად რეკომენდაციებში, რაც დღეს გახლავთ, გამომდინარე გუშინდელი გადაწყვეტილებიდან, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველო მიჰყვება, აკეთებს და აკეთბდა ყველაფერს, რასაც ეს რეკომენდაციები გვეუბნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით" - საპატრიარქოს განცხადება

"ბევრი ზეთით, მაკარონით ან შაქრით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ არ გვჭირდებოდა" - მაია ცქიტიშვილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 პაციენტიდან 4 პირი არასრულწლოვანია