სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვის ეკუთვნის მეტროს ვაგონიანი სახლი ნატახტარში - ავტოინსპექციიდან სოფლის მეურნეობაში წასული პოლკოვნიკის უჩვეულო ამბავი
ვის ეკუთვნის მეტროს ვაგონიანი სახლი ნატახტარში - ავტოინსპექციიდან სოფლის მეურნეობაში წასული პოლკოვნიკის უჩვეულო ამბავი

სა­ნამ რო­ბერტ იანტბე­ლი­ძის საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობ­დეთ, კაც­ზე, რო­მე­ლიც 20 წლის წინ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად თბი­ლი­სი­დან ნა­ტახ­ტარ­ში გა­და­ვი­და, მა­ნამ­დე თქვენ­თვის მის გაც­ნო­ბას თა­ვად ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტის მო­ნა­თხრო­ბის იმ ეპი­ზო­დი­დან და­ვი­წყებ, სა­დაც სა­კუ­თარ წარ­მო­მავ­ლო­ბა­სა და გვა­რის ის­ტო­რი­ა­ზე სა­უბ­რობს...

რო­ბერტ იანტბე­ლი­ძე: - სა­მა­ჩაბ­ლო­დან ვარ, ყორ­ნი­სის (ზნა­უ­რის) რა­ი­ო­ნის სო­ფელ სუ­ნი­სი­დან... სა­ერ­თოდ იანტბე­ლი­ძე­ე­ბი ის­ტო­რი­უ­ლად ტბე­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ბაგ­რატ III-ის დე­დის, გუ­რან­დუხ­ტის მომ­ხრე­ე­ბი იყ­ვნენ. ცნო­ბი­ლია, რომ გუ­რან­დუხ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღმ­დეგი იყო, წინ აღუდ­გა შვი­ლის წა­მო­წყე­ბას და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქად უფ­ლის­ცი­ხე გამ­ოა­ცხა­და... ტბე­ლე­ბი პა­ტა­რა და დიდი ლი­ახ­ვის ხე­ო­ბა­ში ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის აღმშე­ნებ­ლე­ბი იყ­ვნენ და დღეს სა­მა­ჩაბ­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი უმე­ტე­სად იმ­დრო­ინ­დე­ლია... მოკ­ლედ, რად­გა­ნაც ჩემი სა­მა­ჩაბ­ლო, მიწა-წყა­ლი დავ­კარ­გე, მინ­დო­და სად­მე აღ­მო­სავ­ლეთ­ში მე­ყი­და მიწა - ასე დავ­სახ­ლდი ნა­ტახ­ტარ­ში...

- 20 წლის წინ გი­ყი­დი­ათ ეს მიწა და დღეს უკვე სა­ო­ცა­რი გა­რე­მო გაქვთ შექ­მნი­ლი...

- ეს რომ გა­დავ­წყვი­ტე, მა­ნამ­დე თბი­ლის­ში, ფო­ნი­ჭა­ლა­ში ორო­თა­ხი­ა­ნი ბინა გავ­ყი­დე და ჯერ 2500 კვმ მიწა შე­ვი­ძი­ნე, მე­ო­რე­დაც ამ­დე­ნი­ვე ვი­ყი­დე, ოღონდ ეს ძვირ­ფა­სი ავე­ჯის გა­ყიდ­ვის შემ­დეგ შევ­ძე­ლი. კი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რას აკე­თე­ბო, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ შე­მიც­ვლია. იმ მი­წა­ზე არა­ფე­რი არ იყო, მი­ტო­ვე­ბუ­ლი, მიგ­დე­ბუ­ლი ად­გი­ლი გახ­ლდათ. ვაზი სულს ღა­ფავ­და და ძა­ლი­ან დიდი შრო­მა იყო სა­ჭი­რო, რათა იქა­უ­რო­ბა რა­მეს დამ­სგავ­სე­ბო­და.

მა­მა­ჩე­მი სა­მა­ჩაბ­ლო­ში კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე იყო და სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შაო მის­გან ვის­წავ­ლე. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით ისე­თი მოვ­ლი­ლი ბაღი ჩვენს სო­ფელ­ში მე­ო­რე არ იყო, ოღონდ, როცა მამა ბაღ­ში საქ­მი­ა­ნობ­და, მე მა­შინ არ მე­ცა­ლა - ჯერ თბი­ლი­სი­სა და მერე რეს­პუბ­ლი­კის ავ­ტო­ინ­სპექ­ცი­ის აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­დის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, ის და­კარ­გუ­ლი წლე­ბი, როცა მი­წის­გან შორს ვი­ყა­ვი, გა­დავ­წყვი­ტე ნა­ტახ­ტარ­ში გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა და აქ 1999 წელს ჩა­მო­ვე­დი.

- სა­ნამ ბაღს გა­ა­შე­ნებ­დით, თავ­შე­სა­ფა­რი ხომ გინ­დო­დათ, სად ცხოვ­რობ­დით?

- ერთ-ერთ ქე­იფ­ში ვთა­მა­დობ­დი, სა­დაც სუფ­რას­თან მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც იყო. იმ დროს სა­ში­ნე­ლი წვი­მა და­ი­წყო... გა­მახ­სენ­და, რომ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა, ფიც­რე­ბი გა­რეთ მე­წყო. უნდა გა­ვიქ­ცე, ნა­ტახ­ტარ­ში ნაკ­ვე­თი მაქვს და მა­სა­ლა და­მის­ველ­დე­ბა-მეთ­ქი. სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ძვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ვარ, ცეკ­ვა-სიმ­ღე­რა შე­მიძ­ლია და მი­თხრეს, შენ­ნა­ი­რი­ კა­ცის აქე­დან გაშ­ვე­ბა არ იქ­ნე­ბაო და შემ­პირ­დნენ, მა­სა­ლე­ბის შე­სა­ნა­ხად მეტ­როს ვა­გონს გა­ჩუ­ქებთ, ფიც­რებ­საც მო­გი­ტან­თო. ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ამას მარ­თლა ამ­ბობ­დნენ, ხუმ­რო­ბად ჩავ­თვა­ლე. რო­გო­რი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რომ ვინ­მე მეტ­როს ლა­მის 19-მეტ­რი­ან ვა­გონს მა­ჩუ­ქებ­და?! 5-6 დღის შემ­დეგ ჩემი ქვის­ლი, ვის­თა­ნაც ვქე­ი­ფობ­დით, მი­რე­კავს, ჩა­მო­დი და ვა­გო­ნი წა­ი­ღეო. მოკ­ლედ, მა­შინ გა­ვი­გე, რომ გლ­დან­ში მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის ტე­რი­ტო­რია ყო­ფი­ლა, სა­დაც ვა­გო­ნებს არე­მონ­ტებ­დნენ, თან წამ­ყვა­ნის ვა­გო­ნი შე­მირ­ჩი­ეს, კა­ბი­ნი­ა­ნი... ასე რომ, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ჩემს ნაკ­ვეთ­ში მეტ­როს ვა­გო­ნი დავ­დგი, სა­დაც მე და ჩემი ცოლი ერთ წე­ლი­წადს ვცხოვ­რობ­დით.

- ვა­გო­ნი იყო თქვე­ნი თავ­შე­სა­ფა­რიც და მა­სა­ლე­ბის სა­წყო­ბიც?

- ის იყო ჩვენ­თვის ყვე­ლა­ფე­რი. მერე მოგ­ვი­ა­ნე­ბით დამ­ხმა­რე შე­ნო­ბა ავა­შე­ნე, დუ­ქა­ნი­ვით, რო­მელ­საც მე­ო­რე სარ­თუ­ლად ის ვა­გო­ნი კა­პი­ტა­ლუ­რად და­ვად­გი. ამის შემ­დეგ ჩემი ეზო და სახ­ლი ნა­ტახ­ტარ­ში­ ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი გახ­და. მო­დი­ოდ­ნენ უცხო­ე­ლე­ბი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იღებ­დნენ­ სუ­რა­თებს... პა­რა­ლე­ლუ­რად ბაღს ვა­შე­ნებ­დი, ხე­ხი­ლი ჩავ­ყა­რე და დღეს 21 და­სა­ხე­ლე­ბის ხილი მაქვს. თა­ვი­დან­ვე ყვე­ლა­ნა­ი­რი ბოსტნე­უ­ლი მომ­ყავ­და. მერე აქა­უ­რო­ბა რეს­ტორ­ნა­დაც ვაქ­ციე. უცხო­ე­ლე­ბის რიგი იდგა, რომ ვა­გონ­ში მო­სუ­ლიყ­ვნენ და სუ­რა­თე­ბიც გა­და­ე­ღოთ.

- ვა­გო­ნის გამო პრობ­ლე­მა არა­სო­დეს შე­გქმნი­ათ?

- წინა მთავ­რო­ბამ და­მა­ჯა­რი­მა და რეს­ტო­რა­ნი და­მა­ხუ­რი­ნა. ჯა­რი­მა­სა და მის წარ­თმე­ვას გა­დავ­რჩი, რად­გა­ნაც უკვე ეს მთავ­რო­ბა მო­ვი­და. ახლა დგას მე­ო­რე სარ­თულ­ზე გა­პიწ­კი­ნე­ბუ­ლი, შე­ღე­ბი­ლი მეტ­როს ვა­გო­ნი, სა­დაც არა მარ­ტო მე და ჩემი მე­უღ­ლე ვცხოვ­რობთ, ჩემი უმ­ცრო­სი ვა­ჟიც ოჯა­ხით. ხში­რად ჩა­მო­დი­ან შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც.

- მი­წის ნაკ­ვე­თი სრუ­ლად გაქვთ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი?

- აქ კარ­გად ხა­რობს გარ­გა­რი, ჭე­რა­მი, ატა­მი, ვაზი, სუბტ­რო­პი­კუ­ლი ხილი - მუშ­მა­ლა, წყა­ვიც გა­ვა­ხა­რე. მხო­ლოდ კარ­ტო­ფი­ლი არ მო­ვი­და. ყო­ველ­დღე მორ­წყვა უნდა, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. ლო­ბიო, სი­მინ­დი, კიტ­რი, პო­მი­დო­რი - ყვე­ლა­ფე­რი მო­დის...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

grisha
6

შენ გაიხარე მშრომელო კაცო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ვის ეკუთვნის მეტროს ვაგონიანი სახლი ნატახტარში - ავტოინსპექციიდან სოფლის მეურნეობაში წასული პოლკოვნიკის უჩვეულო ამბავი

ვის ეკუთვნის მეტროს ვაგონიანი სახლი ნატახტარში - ავტოინსპექციიდან სოფლის მეურნეობაში წასული პოლკოვნიკის უჩვეულო ამბავი

სანამ რობერტ იანტბელიძის საქმეების შესახებ გიამბობდეთ, კაცზე, რომელიც 20 წლის წინ მეუღლესთან ერთად თბილისიდან ნატახტარში გადავიდა, მანამდე თქვენთვის მის გაცნობას თავად ბატონი რობერტის მონათხრობის იმ ეპიზოდიდან დავიწყებ, სადაც საკუთარ წარმომავლობასა და გვარის ისტორიაზე საუბრობს...

რობერტ იანტბელიძე: - სამაჩაბლოდან ვარ, ყორნისის (ზნაურის) რაიონის სოფელ სუნისიდან... საერთოდ იანტბელიძეები ისტორიულად ტბელები არიან, რომლებიც ბაგრატ III-ის დედის, გურანდუხტის მომხრეები იყვნენ. ცნობილია, რომ გურანდუხტი საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგი იყო, წინ აღუდგა შვილის წამოწყებას და აღმოსავლეთ საქართველოს დედაქალაქად უფლისციხე გამოაცხადა... ტბელები პატარა და დიდი ლიახვის ხეობაში ეკლესია-მონასტრების აღმშენებლები იყვნენ და დღეს სამაჩაბლოს ტერიტორიაზე არსებული არქიტექტურული ძეგლები უმეტესად იმდროინდელია... მოკლედ, რადგანაც ჩემი სამაჩაბლო, მიწა-წყალი დავკარგე, მინდოდა სადმე აღმოსავლეთში მეყიდა მიწა - ასე დავსახლდი ნატახტარში...

- 20 წლის წინ გიყიდიათ ეს მიწა და დღეს უკვე საოცარი გარემო გაქვთ შექმნილი...

- ეს რომ გადავწყვიტე, მანამდე თბილისში, ფონიჭალაში ოროთახიანი ბინა გავყიდე და ჯერ 2500 კვმ მიწა შევიძინე, მეორედაც ამდენივე ვიყიდე, ოღონდ ეს ძვირფასი ავეჯის გაყიდვის შემდეგ შევძელი. კი მეუბნებოდნენ, რას აკეთებო, მაგრამ გადაწყვეტილება არ შემიცვლია. იმ მიწაზე არაფერი არ იყო, მიტოვებული, მიგდებული ადგილი გახლდათ. ვაზი სულს ღაფავდა და ძალიან დიდი შრომა იყო საჭირო, რათა იქაურობა რამეს დამსგავსებოდა.

მამაჩემი სამაჩაბლოში კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო და სამეურნეო სამუშაო მისგან ვისწავლე. მისი დამსახურებით ისეთი მოვლილი ბაღი ჩვენს სოფელში მეორე არ იყო, ოღონდ, როცა მამა ბაღში საქმიანობდა, მე მაშინ არ მეცალა - ჯერ თბილისისა და მერე რესპუბლიკის ავტოინსპექციის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსი ვიყავი. მოკლედ, ის დაკარგული წლები, როცა მიწისგან შორს ვიყავი, გადავწყვიტე ნატახტარში გამომესწორებინა და აქ 1999 წელს ჩამოვედი.

- სანამ ბაღს გააშენებდით, თავშესაფარი ხომ გინდოდათ, სად ცხოვრობდით?

- ერთ-ერთ ქეიფში ვთამადობდი, სადაც სუფრასთან მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობაც იყო. იმ დროს საშინელი წვიმა დაიწყო... გამახსენდა, რომ სამშენებლო მასალა, ფიცრები გარეთ მეწყო. უნდა გავიქცე, ნატახტარში ნაკვეთი მაქვს და მასალა დამისველდება-მეთქი. სუხიშვილების ძველი მოცეკვავე ვარ, ცეკვა-სიმღერა შემიძლია და მითხრეს, შენნაირი კაცის აქედან გაშვება არ იქნებაო და შემპირდნენ, მასალების შესანახად მეტროს ვაგონს გაჩუქებთ, ფიცრებსაც მოგიტანთო. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამას მართლა ამბობდნენ, ხუმრობად ჩავთვალე. როგორი დასაჯერებელი იყო, რომ ვინმე მეტროს ლამის 19-მეტრიან ვაგონს მაჩუქებდა?! 5-6 დღის შემდეგ ჩემი ქვისლი, ვისთანაც ვქეიფობდით, მირეკავს, ჩამოდი და ვაგონი წაიღეო. მოკლედ, მაშინ გავიგე, რომ გლდანში მეტროპოლიტენის ტერიტორია ყოფილა, სადაც ვაგონებს არემონტებდნენ, თან წამყვანის ვაგონი შემირჩიეს, კაბინიანი... ასე რომ, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემს ნაკვეთში მეტროს ვაგონი დავდგი, სადაც მე და ჩემი ცოლი ერთ წელიწადს ვცხოვრობდით.

- ვაგონი იყო თქვენი თავშესაფარიც და მასალების საწყობიც?

- ის იყო ჩვენთვის ყველაფერი. მერე მოგვიანებით დამხმარე შენობა ავაშენე, დუქანივით, რომელსაც მეორე სართულად ის ვაგონი კაპიტალურად დავადგი. ამის შემდეგ ჩემი ეზო და სახლი ნატახტარში ძალიან ცნობილი გახდა. მოდიოდნენ უცხოელები და აღფრთოვანებული იღებდნენ სურათებს... პარალელურად ბაღს ვაშენებდი, ხეხილი ჩავყარე და დღეს 21 დასახელების ხილი მაქვს. თავიდანვე ყველანაირი ბოსტნეული მომყავდა. მერე აქაურობა რესტორნადაც ვაქციე. უცხოელების რიგი იდგა, რომ ვაგონში მოსულიყვნენ და სურათებიც გადაეღოთ.

- ვაგონის გამო პრობლემა არასოდეს შეგქმნიათ?

- წინა მთავრობამ დამაჯარიმა და რესტორანი დამახურინა. ჯარიმასა და მის წართმევას გადავრჩი, რადგანაც უკვე ეს მთავრობა მოვიდა. ახლა დგას მეორე სართულზე გაპიწკინებული, შეღებილი მეტროს ვაგონი, სადაც არა მარტო მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ, ჩემი უმცროსი ვაჟიც ოჯახით. ხშირად ჩამოდიან შვილიშვილებიც.

- მიწის ნაკვეთი სრულად გაქვთ დამუშავებული?

- აქ კარგად ხარობს გარგარი, ჭერამი, ატამი, ვაზი, სუბტროპიკული ხილი - მუშმალა, წყავიც გავახარე. მხოლოდ კარტოფილი არ მოვიდა. ყოველდღე მორწყვა უნდა, რაც შეუძლებელია. ლობიო, სიმინდი, კიტრი, პომიდორი - ყველაფერი მოდის...წაიკითხეთ სრულად

"დედა უთხრა, ახლავე მოვალ სახლშიო და გაწყდა კონტაქტი" - რას ჰყვებოდა მამა დაკარგულ შვილზე, რომლის ცხედარი მაშველებმა მტკვარში იპოვეს

მტკვარში მაშველებმა დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სკანდალი სამედიცინო სფეროში - ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფო კოვიდ და აივი პაციენტებს აღარ მიიღებს, ტიკარაძე მათ დაჯარიმებით ემუქრება