ავტორი:

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ. ამის შესახებ სააგენტო სპუტნიკი იუწყება.

მომიტინგეებთან გამოვიდა ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა და მათ განცხადება წაუკითხა. ე.წ სამთავრობო აგარაკთან შეკრებილები სიახლეს მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ამჟამად ოპოზიცია სამომავლო გეგმასთან დაკავშირებით მსჯელობს, თუ ვინ წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას 22 მარტისთვის დანიშნულ არჩევნებზე.

პარლამენტმა “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"საქართველოს ყველაფერი აქვს ცაში ასაჭრელად, თუმცა..." - კარლ ჰარცელი