სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ მიიღებს "ტამიფლუს" უფასოდ? - ამირან გამყრელიძის განმარტება
ვინ მიიღებს "ტამიფლუს" უფასოდ? - ამირან გამყრელიძის განმარტება

„ამ სე­ზონ­ზე გრი­პის დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ორი შემ­თხვე­ვა გვაქვს - ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და დაგ­ვი­ა­ნე­ბულ მი­მარ­თვას და იყო მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი", - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­ზეც გრი­პის ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ას ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

მან უპა­სუ­ხა კი­თხვას გრი­პის დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

„სამ­წუ­ხა­როდ, გვაქვს გრი­პის დი­აგ­ნო­ზით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ორი შემ­თხვე­ვა ამ სე­ზონ­ზე, რო­მე­ლიც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ერთი არის აჭა­რა­ში, მე­ო­რე კი - იმე­რეთ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და დაგ­ვი­ა­ნე­ბულ მი­მარ­თვას, მოზ­რდი­ლია ორი­ვე და ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში იყო მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი", - აღ­ნიშ­ნა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა.

გამ­ყრე­ლი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ასე­ვე ისა­უბ­რა გრი­პის საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ.

"5 საკ­ვან­ძო სა­კი­თხია - ვაქ­ცი­ნა­ცია, ხში­რად ხე­ლე­ბის და­ბა­ნა, სვე­ლად და­ლა­გე­ბა, ავად­მყოფ­თან ნაკ­ლე­ბად ყოფ­ნა, თუ სი­ცხე აქვს, სამ­სა­ხურ­ში, ბაღ­ში თუ სკო­ლა­ში არ­წას­ვლა და ა.შ. ეს ძა­ლა­შია. წელს ბევ­რად მეტი ადა­მი­ა­ნი ავ­ცე­რით ქვე­ყა­ნა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 2.5-ჯერ მეტ ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და ვაქ­ცი­ნა­ცია, ვიდ­რე შარ­შან. ჩვენ­თან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კულ­ტუ­რა და­ახ­ლო­ე­ბით ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაძ­ლი­ერ­და, და­ვი­წყეთ 5 000-ით, წელს სა­ხელ­მწი­ფომ იყი­და ვაქ­ცი­ნის 100 000 დოზა და დღე­ვან­დე­ლი რი­ცხვით უკვე აც­რი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 95 370 მა­ღა­ლი რისკ-ჯგუ­ფის ადა­მი­ა­ნი. ანუ 95 370 ადა­მი­ა­ნია და­ახ­ლო­ე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს მიერ აც­რი­ლი წელს, და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 აცრა კერ­ძო სექ­ტორ­მა, სულ და­ახ­ლო­ე­ბით 125 000-მდეა აც­რი­ლი, რაც შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 2.5-ჯერ მე­ტია. ანუ, წელს ქვე­ყა­ნა უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდა გრი­პის სე­ზონს და რაც მთა­ვა­რია, მო­თხოვ­ნი­ლე­ბა და ნდო­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­მართ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში გა­ი­ზარ­და, რაც კარ­გი ნი­შა­ნია, რომ მო­მა­ვალ წელს უფრო მეტი რა­ო­დე­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის აც­რა­ზე ვი­ფიქ­როთ. იმე­დია, კერ­ძო სექ­ტო­რიც უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდე­ბა სე­ზონს და იქ­ნე­ბა უფრო მეტი მი­მარ­თვა არა მარ­ტო რისკ-ჯგუ­ფე­ბის, არა­მედ და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მან­ვე ისა­უბ­რა მი­ნის­ტრის ორ ბრძა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„30 დე­კემ­ბერს გა­მო­ვი­და მი­ნის­ტრის 2 ბრძა­ნე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გრი­პის სე­ზონ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ხან­გრძლივ­და თბი­ლის­ში სამი პო­ლიკ­ლი­ნი­კის მუ­შა­ო­ბის გრა­ფი­კი: ერთი გლ­დან­ში, ერთი თბი­ლი­სის ცენ­ტრში, მე­სა­მე კი ვარ­კე­თილ­ში. მათი მი­სა­მარ­თე­ბი სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზეა და ისი­ნი ღა­მის 10 სა­ა­თამ­დე ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­გორც ტე­ლე­ფო­ნით ისე ად­გილ­ზე მის­ვლით და პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბით. მშობ­ლე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, თუ ბავ­შვს სი­ცხე აქვს 38.5 გრა­დუს­ზე მეტი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პირ­ვე­ლი დღის შემ­დეგ ოჯა­ხის ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცია ჩა­ტარ­დეს. ასე­ვე მოზ­რდი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, თუ აქვს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჩა­ტარ­დეს კონ­სულ­ტა­ცია.

ამას­თან, მი­ნის­ტრის მე­ო­რე ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, ფი­ნან­სუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის - ორ­სუ­ლე­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თვის, 100 000 სა­რე­ინ­ტი­გო ქუ­ლამ­დე ვი­საც აქვს, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ან­ტიგ­რი­პო­ზუ­ლი, ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი - „ტა­მიფ­ლუ“, რო­მე­ლიც არის ფი­ნან­სუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ანუ უფა­სო სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე. ის გა­ი­ცე­მა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, ფორ­მა 100-ის და რე­ცეპ­ტის წარ­დგე­ნის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და ქა­ლაქ­შია. დღემ­დე რო­გორც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, უკვე 33 ადა­მი­ან­ზეა გა­ცე­მუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ილო
0

ნოემბრის ბოლოს სადაც მივედი ვერ ავიცერი-არ ქონდათ,როგორ იყო უკეთესად მომზადებული?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ვინ მიიღებს "ტამიფლუს" უფასოდ? - ამირან გამყრელიძის განმარტება

ვინ მიიღებს "ტამიფლუს" უფასოდ? - ამირან გამყრელიძის განმარტება

„ამ სეზონზე გრიპის დიაგნოზით გარდაცვალების ორი შემთხვევა გვაქვს - ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაგვიანებულ მიმართვას და იყო მძიმე თანმხლები დაავადებები", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც გრიპის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა.

მან უპასუხა კითხვას გრიპის დიაგნოზით გარდაცვალების შესახებ.

„სამწუხაროდ, გვაქვს გრიპის დიაგნოზით გარდაცვალების ორი შემთხვევა ამ სეზონზე, რომელიც ლაბორატორიულად არის დადასტურებული. ერთი არის აჭარაში, მეორე კი - იმერეთში. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაგვიანებულ მიმართვას, მოზრდილია ორივე და ორივე შემთხვევაში იყო მძიმე თანმხლები დაავადებები", - აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა.

გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა გრიპის საპროფილაქტიკო საშუალებებისა და ვაქცინაციის შესახებ.

"5 საკვანძო საკითხია - ვაქცინაცია, ხშირად ხელების დაბანა, სველად დალაგება, ავადმყოფთან ნაკლებად ყოფნა, თუ სიცხე აქვს, სამსახურში, ბაღში თუ სკოლაში არწასვლა და ა.შ. ეს ძალაშია. წელს ბევრად მეტი ადამიანი ავცერით ქვეყანაში, დაახლოებით 2.5-ჯერ მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია, ვიდრე შარშან. ჩვენთან ვაქცინაციის კულტურა დაახლოებით ბოლო 5 წლის განმავლობაში გაძლიერდა, დავიწყეთ 5 000-ით, წელს სახელმწიფომ იყიდა ვაქცინის 100 000 დოზა და დღევანდელი რიცხვით უკვე აცრილია დაახლოებით 95 370 მაღალი რისკ-ჯგუფის ადამიანი. ანუ 95 370 ადამიანია დაახლოებით სახელმწიფოს მიერ აცრილი წელს, დაახლოებით 30 000 აცრა კერძო სექტორმა, სულ დაახლოებით 125 000-მდეა აცრილი, რაც შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 2.5-ჯერ მეტია. ანუ, წელს ქვეყანა უფრო მომზადებული შეხვდა გრიპის სეზონს და რაც მთავარია, მოთხოვნილება და ნდობა ვაქცინაციის მიმართ მოქალაქეებში გაიზარდა, რაც კარგი ნიშანია, რომ მომავალ წელს უფრო მეტი რაოდენობით ადამიანის აცრაზე ვიფიქროთ. იმედია, კერძო სექტორიც უფრო მომზადებული შეხვდება სეზონს და იქნება უფრო მეტი მიმართვა არა მარტო რისკ-ჯგუფების, არამედ დანარჩენი მოსახლეობის", - განაცხადა გამყრელიძემ.

მანვე ისაუბრა მინისტრის ორ ბრძანებასთან დაკავშირებით.

„30 დეკემბერს გამოვიდა მინისტრის 2 ბრძანება, რომლის მიხედვითაც გრიპის სეზონთან დაკავშირებით გახანგრძლივდა თბილისში სამი პოლიკლინიკის მუშაობის გრაფიკი: ერთი გლდანში, ერთი თბილისის ცენტრში, მესამე კი ვარკეთილში. მათი მისამართები სამინისტროს ვებ-გვერდზეა და ისინი ღამის 10 საათამდე ემსახურებიან მოსახლეობას, როგორც ტელეფონით ისე ადგილზე მისვლით და პაციენტების მიღებით. მშობლების საყურადღებოდ, თუ ბავშვს სიცხე აქვს 38.5 გრადუსზე მეტი, აუცილებელია, პირველი დღის შემდეგ ოჯახის ექიმთან კონსულტაცია ჩატარდეს. ასევე მოზრდილის შემთხვევაში, თუ აქვს მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, ჩატარდეს კონსულტაცია.

ამასთან, მინისტრის მეორე ბრძანების თანახმად, ფინანსურად ხელმისაწვდომი გახდა გარკვეული ჯგუფებისთვის - ორსულებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, 100 000 სარეინტიგო ქულამდე ვისაც აქვს, ყველაზე ეფექტური ანტიგრიპოზული, ანტივირუსული პრეპარატი - „ტამიფლუ“, რომელიც არის ფინანსურად ხელმისაწვდომი, ანუ უფასო სახელმწიფოს ხარჯზე. ის გაიცემა ექიმის დანიშნულებით, ფორმა 100-ის და რეცეპტის წარდგენის შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან, რომლებიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქშია. დღემდე როგორც მაქვს ინფორმაცია, უკვე 33 ადამიანზეა გაცემული", - განაცხადა გამყრელიძემ.

"ცოტა დრო გვაქვს, ყველა წუთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - 2 შვილის დედა მძიმე დაავადებას ებრძვის და საზოგადოების დახმარება სჭირდება

რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე - "არ მწყენია... დღეს აღარაფერი მიკვირს"

რა ქონებას ფლობს წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი დირექტორი