სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ იყო ამერიკელების მიერ მოკლული ირანელი გენერალი და რომელი სისხლიანი თავდასხმები უკავშირდებოდა მას?
ვინ იყო ამერიკელების მიერ მოკლული ირანელი გენერალი და რომელი სისხლიანი თავდასხმები უკავშირდებოდა მას?

ამე­რი­კელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა, ბაღ­დად­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორტზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის შე­დე­გად, ირა­ნე­ლი გე­ნე­რა­ლი, ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნი მოკ­ლეს. თავ­დას­ხმა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ბრძა­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

რო­გორც CNN წერს, სო­ლე­ი­მა­ნი ირან­ში გმი­რად მი­იჩ­ნე­ო­და - მა­მა­ცი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი გე­ნე­რა­ლი - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ირა­ნე­ლე­ბი ქა­სემს.

ირა­ნე­ლე­ბის­თვის გმირ სამ­ხედ­როს აშშ-ში "ცივ­სის­ხლი­ან მკვლელს" უწო­დე­ბენ..

CNN-ის ცნო­ბით, სო­ლე­ი­მა­ნი ირან­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. ის ირა­ნუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის მთა­ვარ­სარ­და­ლი გახ­ლდათ და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ირა­ნის სა­ზღვარ­გა­რე­თულ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებს და მათ შო­რის, ისეთ ოპე­რა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც აშშ-ში ტე­რო­რიზ­მად მი­იჩ­ნე­ო­და.

ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნის სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა ირა­ნი-ერა­ყის ომის დროს ად­რე­ულ 1980 წელს და­ი­წყო. სო­ლე­ი­მან­მა დიდი როლი ითა­მა­შა ირა­ნის, რო­გორც გავ­ლე­ნი­ა­ნი ქვეყ­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი რო­ლი­სა და გავ­ლე­ნე­ბის გაზ­რდა­ში.

„ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მებ­რძო­ლი იყო. ჯა­რის­კა­ცებს უყ­ვარ­დათ. იყო მშვი­დი, ამავდრო­უ­ლად, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, სტრა­ტე­გი­ი­სა და ტაქ­ტი­კის სა­კი­თხებ­ში გე­ნი­ო­სი“, - ამ­ბობს CNN-თან სა­უბ­რი­სას გე­ნე­რალ ლე­ი­ტე­ნან­ტი, ექ­სპერ­ტი ტე­რო­რიზ­მის სა­კი­თხებ­ში, მარკ ჰერ­თლინ­გი.

„ირა­ნის ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლი“ - ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ გარ­დაც­ვლილ გე­ნე­რალს.

პენ­ტა­გო­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ლე­ი­მა­ნი და მისი ჯა­რის­კა­ცე­ბი ათა­სო­ბით ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცის სიკ­ვდილ­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი თვლი­ან, რომ ერა­ყის ომის დროს ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სპე­ცი­ა­ლუ­რად დამ­ზა­დე­ბულ ბომ­ბებ­სა და სხვა საბ­რძო­ლო მა­სა­ლას ISIS-ის მებ­რძო­ლებს სო­ლე­ი­მა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით აწ­ვდიდ­ნენ. სა­უ­ბა­რია ია­რაღ­ზე, რო­მელ­საც ჯავ­შნის მიღ­მა შეღ­წე­ვა შე­ეძ­ლო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ირა­ნი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

პენ­ტა­გო­ნის ცნო­ბით, ის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

გა­სულ პა­რას­კევს ამე­რი­კის უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში აცხა­დებ­დნენ, რომ სო­ლე­ი­მა­ნი ერაყ­ში ამე­რი­კელ დიპ­ლო­მა­ტებ­ზე თავ­დას­ხმის გეგ­მას ამ­ზა­დებ­და. ამე­რი­კე­ლე­ბი სუ­ლე­ი­მანს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ ერაყ­ში კო­ა­ლი­ცი­ის ბა­ზებ­ზე ბოლო თვე­ებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მათ შო­რის, 27 დე­კემ­ბრის თავ­დას­ხმას, რომ­ლის დრო­საც ერთი ამე­რი­კე­ლი კონ­ტრაქ­ტო­რი და­ი­ღუ­პა.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-მა ბაღ­და­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა­საც, ერა­ყის გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი 5 წევ­რი­სა და 2 „მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტუმ­რის“ სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

და­ღუ­პუ­ლებს შო­რის არი­ან ირა­ნუ­ლი ელი­ტუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფის „ქუდსის ძა­ლე­ბის“ ლი­დე­რი გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ყა­სემ სოლე­ი­მა­ნი და ერა­ყე­ლი საბ­რძო­ლო დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი აბუ მაჰდი ალ-მუ­ჰან­დი­სი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
20

შესანიშანვია! მიუყოლებიათ ამებს ამისთვის დანარჩნებიც! თუ არ უნდათ ასეთობები, დაეტიონ თავის ქვეყანაში პრეტენზიებსი გარეშე!

გიორგი
36

ამერიკელებზეა ლაპარაკი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ვინ იყო ამერიკელების მიერ მოკლული ირანელი გენერალი და რომელი სისხლიანი თავდასხმები უკავშირდებოდა მას?

ვინ იყო ამერიკელების მიერ მოკლული ირანელი გენერალი და რომელი სისხლიანი თავდასხმები უკავშირდებოდა მას?

ამერიკელმა სამხედროებმა, ბაღდადში, საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მოკლეს. თავდასხმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა.

როგორც CNN წერს, სოლეიმანი ირანში გმირად მიიჩნეოდა - მამაცი, ქარიზმატული და ჯარისკაცებისთვის საყვარელი გენერალი - ასე ახასიათებენ ირანელები ქასემს.

ირანელებისთვის გმირ სამხედროს აშშ-ში "ცივსისხლიან მკვლელს" უწოდებენ..

CNN-ის ცნობით, სოლეიმანი ირანში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. ის ირანული რევოლუციური გვარდიის მთავარსარდალი გახლდათ და ხელმძღვანელობდა ირანის საზღვარგარეთულ სამხედრო ოპერაციებს და მათ შორის, ისეთ ოპერაციებს, რომლებიც აშშ-ში ტერორიზმად მიიჩნეოდა.

ყასემ სოლეიმანის სამხედრო კარიერა ირანი-ერაყის ომის დროს ადრეულ 1980 წელს დაიწყო. სოლეიმანმა დიდი როლი ითამაშა ირანის, როგორც გავლენიანი ქვეყნის ჩამოყალიბებაში და შუა აღმოსავლეთში ქვეყნის პოლიტიკური როლისა და გავლენების გაზრდაში.

„ის მთელი ცხოვრების განმავლობაში მებრძოლი იყო. ჯარისკაცებს უყვარდათ. იყო მშვიდი, ამავდროულად, ქარიზმატული, სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებში გენიოსი“, - ამბობს CNN-თან საუბრისას გენერალ ლეიტენანტი, ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში, მარკ ჰერთლინგი.

„ირანის ჩრდილოვანი მმართველი“ - ასე მოიხსენიებენ გარდაცვლილ გენერალს.

პენტაგონის ინფორმაციით, სოლეიმანი და მისი ჯარისკაცები ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილზე არიან პასუხისმგებელნი.

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები თვლიან, რომ ერაყის ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ სპეციალურად დამზადებულ ბომბებსა და სხვა საბრძოლო მასალას ISIS-ის მებრძოლებს სოლეიმანის ხელმძღვანელობით აწვდიდნენ. საუბარია იარაღზე, რომელსაც ჯავშნის მიღმა შეღწევა შეეძლო. ოფიციალური ირანი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

პენტაგონის ცნობით, ის ტერორისტულ ორგანიზაციებს ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა.

გასულ პარასკევს ამერიკის უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ სოლეიმანი ერაყში ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმის გეგმას ამზადებდა. ამერიკელები სულეიმანს ადანაშაულებდნენ ერაყში კოალიციის ბაზებზე ბოლო თვეებში განხორციელებულ ორკესტრირებული თავდასხმების ორგანიზებას, მათ შორის, 27 დეკემბრის თავდასხმას, რომლის დროსაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორი დაიღუპა.

შეგახსენებთ, აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რასაც, ერაყის გასამხედროებული დაჯგუფებების ინფორმაციით, მათი 5 წევრისა და 2 „მნიშვნელოვანი სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულებს შორის არიან ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ყასემ სოლეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

ავღანეთში "თალიბანის" დაჯგუფების 400-მდე მთავარ წევრს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ

ფერმა პარიზის ცენტრში მდებარე შენობის მე-15 სართულზე - რა მოჰყავთ ეიფელის კოშკთან გაშენებულ კომპლექსში

ტრაგედია ჩეხეთში - კორპუსში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია