სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე გაკეთებული განცხადების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა
მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე გაკეთებული განცხადების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა

ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი თამ­თა თო­და­ძე­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა 1000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. რო­გორც AMBEBI.GE-ს უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, საქ­მის შეს­წავ­ლი­სას, ად­ვო­კატ­მა ვერ და­ა­სა­ბუ­თა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რის მეშ­ვე­ო­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და კა­ნო­ნი­ე­რე­ბა.

"სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა მო­ქა­ლა­ქის მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­ის­წავ­ლა განმცხა­დებ­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის ფაქ­ტის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა. საქ­მის გან­ხილ­ვი­სას გა­ირ­კვა, რომ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე ერთ-ერთი მხა­რის ად­ვო­კა­ტის მიერ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში გა­სა­ჯა­როვ­და განმცხა­დე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სენ­სი­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია. საქ­მის შეს­წავ­ლი­სას, ად­ვო­კატ­მა ვერ და­ა­სა­ბუ­თა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რის მეშ­ვე­ო­ბით ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და კა­ნო­ნი­ე­რე­ბა. ასე­ვე, არ და­დას­ტურ­და აღ­ნიშ­ნულ მო­მენ­ტამ­დე თა­ვად განმცხა­დებ­ლის მხრი­დან იგი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბის ფაქ­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, ად­ვო­კატს და­ე­კის­რა „პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 45-ე მუხ­ლით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჯა­რი­მის სა­ხით" - გა­ნა­ცხა­დეს უწყე­ბა­ში.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ად­ვო­კა­ტი გა­ა­სა­ჩივ­რებს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კუბ­ლაშ­ვი­ლი ვრცელ პოსტს "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ვეყ­ნებს:

"გაქ­ნილ­მა აფე­რის­ტმა და გა­მოც­დილ­მა ინ­ტრი­გან­მა, და­ხე­ლოვ­ნე­ბულ­მა ჩი­ვი­ლებ­სა თუ სხვა­დას­ხვა მა­ხი­ნა­ცი­ებ­ში, ბაია პა­ტა­რა­ი­ას გუნდს თუ სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს ამო­ფა­რე­ბულ­მა "მსხვერ­პლმა" - თამ­თა თო­და­ძემ, აგ­რეთ­ვე, მის­მა გა­მოც­დილ­მა, ერთ დროს თაღ­ლი­თო­ბა­ში გა­სა­მარ­თლე­ბულ­მა დე­დამ ცალ - ცალ­კე სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნეს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. თამ­თა ჩი­ვის, რო­გორც ადრე დავ­წე­რე, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ არხზე" მისი წარ­სუ­ლი გმი­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლე­ბი, რა­ტომ გა­ვაჟ­ღე­რე. დედა ჩი­ვის, ნა­სა­მარ­თლე­ვი რომ ვარ და ახლა გა­ქარ­წყლე­ბუ­ლი მაქვს, დიდი დრო გა­ვი­და, ეს სა­ი­დან ვი­ცო­დი და რა უფ­ლე­ბით გა­ვაჟ­ღე­რე. ბო­დი­ში, მთე­ლი ინ­ტერ­ნე­ტი აჭ­რე­ლე­ბუ­ლი იყო მა­სა­ლით, აი აქე­დან შე­ვი­ტყვე და გა­ვაჟ­ღე­რე!

მას შემ­დგომ, ამ სა­ჩივ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი ითხოვ­და, ად­ვო­კატს წარ­მედ­გი­ნა ის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს შე­ვი­ტყვე სხვა კლი­ენ­ტის­გან. ესღა გვაკ­ლდა ად­ვო­კა­ტებს, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა უნდა გა­დაგ­ვი­წყვი­ტოს, ჩვე­ნი კლი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სის უპი­რა­ტე­სად დაც­ვას ავირ­ჩევთ, თუ ჯა­რი­მას შე­ვუ­შინ­დე­ბით. რო­გორ ჰგო­ნი­ათ, ამის გამო ჩემს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ლან­გარ­ზე მი­ვარ­თმევ­დი, ჩემს სა­მო­მავ­ლო სტრა­ტე­გი­ას? გავთქვამ­დი პრო­ფე­სი­ულ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას, ან ჩემი კლი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას უმაღ­ლეს დო­ნე­ზე არ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი?

ჯერ ერთი სხვა სის­ხლის საქ­მე­ში, სა­დაც ამ გო­გო­ნამ, მე­ო­რედ ნახა მა­მა­კა­ცი, გაჰ­ყვა ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში, უგო­ნოდ დათ­ვრა, იეჭ­ვი­ა­ნა, რის გა­მოც მას­ზე თავ­დას­ხმა სცა­და და შემ­დგომ მას ბრალ­დე­ბა შე­მო­უტ­რი­ა­ლა სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ - მე არ და­მი­წყია სა­უ­ბა­რი და ნიკა გვა­რა­მი­ამ ისა­უბ­რა სა­კუ­თარ გა­და­ცე­მა­ში. ნი­კას კი­თხვა­ზე - რა­ტომ უჩივ­ლა ადა­მი­ანს, თუ მე­ო­რე დღეს ამა­ვე სა­ჩი­ვარ­ზე უარი თქვა, თამ­თამ ურ­ცხვად იც­რუა და გა­ნა­ცხა­და - მე არ მი­ჩივ­ლია, ქუ­ჩა­ში პატ­რუ­ლის წინ და­მარ­ტყა ხელი და პატ­რულ­მა და­ი­ნა­ხა, ამი­ტომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბაო. არა­და ეს ყვე­ლა­ფე­რი ბი­ნა­ში მოხ­და! ვი­დეო ჩა­ნა­წე­რიც მაქვს და ფო­ტო­ე­ბიც სხვა­თა­შო­რის ! პა­ტა­რა მა­ტყუ­ა­რამ ვერ გა­ბე­და ნი­კას წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი, ვი­ნა­ი­დან , იცი­ან ნიკა გას­ცემს სა­კად­რის პა­სუხს.

(ბაია პა­ტა­რა­ი­ამ რომ ცუდ დღე­ში ჩა­აგ­დო ნიკა ამ გა­და­ცე­მის მერე ეს ყვე­ლამ ვი­ცით და ამით ძა­ლი­ან იწო­ნებს თავს ნიკა შე­ვა­ში­ნეო და მეტი არ იყოს ჩემი მტე­რი ნიკა შე­შინ­დე­ბა ამ გა­უ­გე­ბა­რი წარ­მო­შო­ბის გუნ­დით), თუმ­ცა იმა­საც ხვდე­ბა გა­მოც­დი­ლი მა­ხი­ნა­ტო­რი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვიცი და თან თან­ხმო­ბე­ბი მაქვს, მოვა დრო და სა­თი­თა­ოდ გა­მოვ­ფენ და სურს წი­ნას­წარ ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის მეშ­ვე­ო­ბით შე­ი­ტყოს, ბო­დი­ში და ამ სა­კენკს ვერ მი­ვირ­თმევ. ჰო, კი­დევ პა­რა­დოქ­სი, პრო­კუ­რა­ტუ­რამ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის თან­ხლე­ბით, შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თეს, ორი სა­ა­თი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გაჟ­ღე­რე­ბით თუ სა­მარ­თლის ყვე­ლა ნორ­მის გან­მარ­ტე­ბით, რათა თამ­თა თო­და­ძის და მისი დე­დის ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი საქ­მი­დან ამო­ე­ღოთ, დიახ, სწო­რედ ის გა­და­ცე­მე­ბი, სა­დაც ეს გო­გო­ნა ხსნი­და, თუ რო­გორ იძა­ლა­დეს მას­ზე, სწო­რედ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის დარ­თვა არ აწყობთ საქ­მე­ზე.

ვფიქ­რობ უკვე ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მია. ახ­ლაც არ და­მი­ჯე­რებთ, რომ ვამ­ბობ­დი ბევრ ტყუ­ილს სა­უბ­რო­ბენ ტე­ლე­ვი­ზი­ით, მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა­ში არ­სე­ბულ მა­სა­ლებს და ჩვე­ნე­ბას თქო? მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ა­ტყუ­ეს, სა­სა­მარ­თლოს ხომ ვე­ღარ მო­ა­ტყუ­ე­ბენ? სა­სა­მარ­თლოს წინ მსურ­და გა­მეხ­სნა ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი და მე­კი­თხა - თამ­თა, გე­ნაც­ვა­ლე, აბა რო­გორ გცე­მა მა­მა­კაც­მა და აბა რო­გორ იძა­ლა­და სექ­სუ­ა­ლუ­რად? აბა გა­და­ცე­მა­ში ასე რა­ტომ ამ­ბობ­დი? ცრუ­ობ­დი? ხალ­ხს ატყუ­ებ­დი? და რა­ტომ? სას­წა­უ­ლი ამ­ბა­ვია, სას­წა­უ­ლი.

მოკ­ლედ, და­მი­წე­რეს 1000 ლარი ჯა­რი­მა და მცნეს სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად, ბუ­ნებ­რი­ვია გა­ვა­სა­ჩივ­რებ და გა­ვე­შუ­რე­ბი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს­კე­ნაც. ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა ად­ვო­კა­ტებ­ზე და­ი­წყო ზე­წო­ლა და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვა, რის­თვი­საც ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით, ვიბ­რძო­ლეთ წლე­ბი! ახლა ინ­სპექ­ტორს უნდა ვკი­თხო,რა ვთქვა და რო­გორ ვთქვა კლი­ენტს რომ ვი­ცავ? მე არ და­ვიღ­ლე­ბი სი­მარ­თლის­თვის ბრძო­ლით, უშ­რე­ტი ენერ­გია მაქვს და ვე­რას­დროს შე­მა­ში­ნებთ, ეს და­ი­მახ­სოვ­რეთ კარ­გად. თუ სა­სა­მარ­თლო და­მა­კის­რებს ჯა­რი­მას გა­და­ვიხ­დი, მაგ­რამ სი­მარ­თლეს ვი­ლა­პა­რა­კებ ახლა უფრო თა­მა­მად, უფრო მეტი შე­მარ­თე­ბით!“, - წერს მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი. მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა 1000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­ი­ხა­დოს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
77

იმედია გაიმარჯვებ შენ ხარ ერთერთი ცლიერი ადვოკატი ,ცარმატებები!!!

სოხუმელი ვეტერანი
50

წარმატებები მარიამ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე გაკეთებული განცხადების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა

მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე გაკეთებული განცხადების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე გაკეთებული განცხადების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა. როგორც AMBEBI.GE-ს უწყებაში განუცხადეს, საქმის შესწავლისას, ადვოკატმა ვერ დაასაბუთა სატელევიზიო ეთერის მეშვეობით ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება და კანონიერება.

"სახელმწიფო ინსპექტორმა მოქალაქის მომართვის საფუძველზე, შეისწავლა განმცხადებლის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობის ფაქტის გასაჯაროების კანონიერება. საქმის განხილვისას გაირკვა, რომ საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მხარის ადვოკატის მიერ სატელევიზიო ეთერში გასაჯაროვდა განმცხადებელთან დაკავშირებული სენსიტიური ინფორმაცია. საქმის შესწავლისას, ადვოკატმა ვერ დაასაბუთა სატელევიზიო ეთერის მეშვეობით ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება და კანონიერება. ასევე, არ დადასტურდა აღნიშნულ მომენტამდე თავად განმცხადებლის მხრიდან იგივე ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტი. შესაბამისად, ადვოკატს დაეკისრა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით" - განაცხადეს უწყებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებას ადვოკატი გაასაჩივრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კუბლაშვილი ვრცელ პოსტს "ფეისბუქზე" აქვეყნებს:

"გაქნილმა აფერისტმა და გამოცდილმა ინტრიგანმა, დახელოვნებულმა ჩივილებსა თუ სხვადასხვა მახინაციებში, ბაია პატარაიას გუნდს თუ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს ამოფარებულმა "მსხვერპლმა" - თამთა თოდაძემ, აგრეთვე, მისმა გამოცდილმა, ერთ დროს თაღლითობაში გასამართლებულმა დედამ ცალ - ცალკე საჩივარი შეიტანეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ჩემს წინააღმდეგ. თამთა ჩივის, როგორც ადრე დავწერე, ტელეკომპანია "მთავარ არხზე" მისი წარსული გმირული საქციელები, რატომ გავაჟღერე. დედა ჩივის, ნასამართლევი რომ ვარ და ახლა გაქარწყლებული მაქვს, დიდი დრო გავიდა, ეს საიდან ვიცოდი და რა უფლებით გავაჟღერე. ბოდიში, მთელი ინტერნეტი აჭრელებული იყო მასალით, აი აქედან შევიტყვე და გავაჟღერე!

მას შემდგომ, ამ საჩივრების საფუძველზე, ინსპექტორის სამსახური ითხოვდა, ადვოკატს წარმედგინა ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს შევიტყვე სხვა კლიენტისგან. ესღა გვაკლდა ადვოკატებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გადაგვიწყვიტოს, ჩვენი კლიენტის ინტერესის უპირატესად დაცვას ავირჩევთ, თუ ჯარიმას შევუშინდებით. როგორ ჰგონიათ, ამის გამო ჩემს მოწინააღმდეგეს ლანგარზე მივართმევდი, ჩემს სამომავლო სტრატეგიას? გავთქვამდი პროფესიულ საიდუმლოებას, ან ჩემი კლიენტის ინტერესების დაცვას უმაღლეს დონეზე არ განვახორციელებდი?

ჯერ ერთი სხვა სისხლის საქმეში, სადაც ამ გოგონამ, მეორედ ნახა მამაკაცი, გაჰყვა ნაქირავებ ბინაში, უგონოდ დათვრა, იეჭვიანა, რის გამოც მასზე თავდასხმა სცადა და შემდგომ მას ბრალდება შემოუტრიალა საწინააღმდეგოდ - მე არ დამიწყია საუბარი და ნიკა გვარამიამ ისაუბრა საკუთარ გადაცემაში. ნიკას კითხვაზე - რატომ უჩივლა ადამიანს, თუ მეორე დღეს ამავე საჩივარზე უარი თქვა, თამთამ ურცხვად იცრუა და განაცხადა - მე არ მიჩივლია, ქუჩაში პატრულის წინ დამარტყა ხელი და პატრულმა დაინახა, ამიტომ დაიწყო გამოძიებაო. არადა ეს ყველაფერი ბინაში მოხდა! ვიდეო ჩანაწერიც მაქვს და ფოტოებიც სხვათაშორის ! პატარა მატყუარამ ვერ გაბედა ნიკას წინააღმდეგ საჩივარი, ვინაიდან , იციან ნიკა გასცემს საკადრის პასუხს.

(ბაია პატარაიამ რომ ცუდ დღეში ჩააგდო ნიკა ამ გადაცემის მერე ეს ყველამ ვიცით და ამით ძალიან იწონებს თავს ნიკა შევაშინეო და მეტი არ იყოს ჩემი მტერი ნიკა შეშინდება ამ გაუგებარი წარმოშობის გუნდით), თუმცა იმასაც ხვდება გამოცდილი მახინატორი, რომ ძალიან ბევრი რამ ვიცი და თან თანხმობები მაქვს, მოვა დრო და სათითაოდ გამოვფენ და სურს წინასწარ ინსპექტორის სამსახურის მეშვეობით შეიტყოს, ბოდიში და ამ საკენკს ვერ მივირთმევ. ჰო, კიდევ პარადოქსი, პროკურატურამ, დაზარალებულის ადვოკატის თანხლებით, შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს, ორი საათი შუამდგომლობის გაჟღერებით თუ სამართლის ყველა ნორმის განმარტებით, რათა თამთა თოდაძის და მისი დედის ტელევიზიების საშუალებით გაჟღერებული ინფორმაციები საქმიდან ამოეღოთ, დიახ, სწორედ ის გადაცემები, სადაც ეს გოგონა ხსნიდა, თუ როგორ იძალადეს მასზე, სწორედ ამ ინფორმაციის დართვა არ აწყობთ საქმეზე.

ვფიქრობ უკვე ყველაფერი ნათქვამია. ახლაც არ დამიჯერებთ, რომ ვამბობდი ბევრ ტყუილს საუბრობენ ტელევიზიით, მანიპულირებენ და არ შეესაბამება გამოძიებაში არსებულ მასალებს და ჩვენებას თქო? მათ საზოგადოება მოატყუეს, სასამართლოს ხომ ვეღარ მოატყუებენ? სასამართლოს წინ მსურდა გამეხსნა ეს ჩანაწერები და მეკითხა - თამთა, გენაცვალე, აბა როგორ გცემა მამაკაცმა და აბა როგორ იძალადა სექსუალურად? აბა გადაცემაში ასე რატომ ამბობდი? ცრუობდი? ხალხს ატყუებდი? და რატომ? სასწაული ამბავია, სასწაული.

მოკლედ, დამიწერეს 1000 ლარი ჯარიმა და მცნეს სამართალდამრღვევად, ბუნებრივია გავასაჩივრებ და გავეშურები საკონსტიტუციო სასამართლოსკენაც. ინსპექტორის სამსახურმა ადვოკატებზე დაიწყო ზეწოლა და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა, რისთვისაც ზაზა ხატიაშვილის მეთაურობით, ვიბრძოლეთ წლები! ახლა ინსპექტორს უნდა ვკითხო,რა ვთქვა და როგორ ვთქვა კლიენტს რომ ვიცავ? მე არ დავიღლები სიმართლისთვის ბრძოლით, უშრეტი ენერგია მაქვს და ვერასდროს შემაშინებთ, ეს დაიმახსოვრეთ კარგად. თუ სასამართლო დამაკისრებს ჯარიმას გადავიხდი, მაგრამ სიმართლეს ვილაპარაკებ ახლა უფრო თამამად, უფრო მეტი შემართებით!“, - წერს მარიამ კუბლაშვილი. მარიამ კუბლაშვილმა 1000 ლარიანი ჯარიმა 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?

"ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული და თუ ამნისტია მას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!" - გომელაური

"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე