სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
36 წლის ქართველი ქირურგი, რომელიც შვეიცარიის წამყვან კლინიკაში მუშაობს და ათასობით ბავშვს სიცოცხლეს ჩუქნის
36 წლის ქართველი ქირურგი, რომელიც შვეიცარიის წამყვან კლინიკაში მუშაობს და ათასობით ბავშვს სიცოცხლეს ჩუქნის

36 წლის ქარ­თვე­ლი ექი­მი - თორ­ნი­კე სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, ჟე­ნე­ვის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გუ­ლის ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მას 2900-მდე ოპე­რა­ცია აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, ამას­თან, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­სა და კონ­ფლიქ­ტურ რე­გი­ო­ნებ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მი­სი­ებ­ში.

ახალ­გაზ­რდა ექი­მი ამ­ჟა­მად აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე, სე­ნე­გა­ლის დე­და­ქა­ლაქ და­კარ­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც გუ­ლის მან­კის მქო­ნე ბავ­შვე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და გან­კურ­ნე­ბის, ასე­ვე, ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და მათი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მი­სი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

მი­სია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "პლა­ნე­ტა ყვე­ლას­თვის" მიერ 10 წე­ლია ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თორ­ნი­კე სო­ლო­ღაშ­ვი­ლი სამი წე­ლია ხელ­მძღვა­ნე­ლობს გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მას.

AMBEBI.GE ქარ­თველ ქი­რურგს სწო­რედ სე­ნე­გა­ლის დე­და­ქა­ლაქ­ში და­უ­კავ­შირ­და, რათა მკი­თხვე­ლის­თვის მისი სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­ეც­ნო.

სო­ლო­ღაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­სა და კონ­ფლიქ­ტურ რე­გი­ო­ნებ­ში 6 თვე­ში ერთხელ ჩა­დის და 10 მე­დი­კო­სის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი ცდი­ლობს, ასო­ბით ბავ­შვს შე­ზღუ­დულ დრო­ში და­ეხ­მა­როს.

თავ­და­პირ­ვე­ლად, მი­სი­ას ქარ­თვე­ლი ექი­მის კო­ლე­გა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შემ­დეგ კი, მი­სია თორ­ნი­კე სო­ლო­ღაშ­ვილს გა­და­ა­ბა­რა და დღეს, სწო­რედ მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ათა­სო­ბით ბავ­შვს, რო­მელ­საც გუ­ლის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებს, სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს.

"მე­დი­ცი­ნა და ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში, როცა 13-14 წლის ვი­ყა­ვი, ჩემი მშობ­ლე­ბის მე­გო­ბარ­მა გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­კე­თა შუნ­ტი­რე­ბა, რაც მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ იყო. როცა დაბ­რუნ­და, ეს ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე და მე­დი­ცი­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო გა­მიღ­ვივ­და“, - იხ­სე­ნებს თორ­ნი­კე სო­ლო­ღაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

თავ­და­პირ­ვე­ლად, თბი­ლი­სის 171-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. ბოლო კლა­სე­ბი კი კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის სკო­ლა­ში გა­ი­ა­რა, შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა და ამ სფე­რო­ში ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბის სურ­ვილ­მა კი­დევ უფრო იმა­ტა.

"გა­მი­მარ­თლა მა­შინ­დელ ანა­ტო­მი­ის კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნელ­ში. ის იმ პე­რი­ო­დის ქი­რურ­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა იყო. ვთხო­ვე, ოპე­რა­ცი­ებს დავ­სწრე­ბო­დი და ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა კლი­ნი­კა „ღია გუ­ლად“ გარ­და­იქ­მნა, სა­დაც პრაქ­ტი­კან­ტად ვმუ­შა­ობ­დი, რე­ზი­დენ­ტუ­რის პირ­ვე­ლი წლი­დან კი ჯო­ე­ნის კლი­ნი­კა­ში ვი­ყა­ვი“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

სწო­რედ რე­ზი­დენ­ტუ­რი­დან და­ი­წყო ახალ­გაზ­რდა ქი­რურ­გის ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მე­დი­ცი­ნა­ში. 2008 წელს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად პო­ლო­ნეთ­ში წა­ვი­და, სა­ი­და­ნაც შვე­ი­ცა­რი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა:

"სწავ­ლის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვია. კონ­კუ­რენ­ცია ძა­ლი­ან დი­დია - რაც უფრო მაღ­ლა და მაღ­ლა ავ­დი­ვართ, კი­დევ უფრო იზ­რდე­ბა კონ­კუ­რენ­ცია. ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა მხვდე­ბო­და ყველ­გან, ყვე­ლა ეტაპ­ზე, თუმ­ცა ამ სირ­თუ­ლეს არას­დროს არ შე­ვუ­ში­ნე­ბი­ვარ. პი­რი­ქით, რაც უფრო მეტი დაბ­რკო­ლე­ბა მხვდე­ბო­და, ეს უფრო მიღ­ვი­ვებ­და მო­ტი­ვა­ცი­ას იმის­თვის, რომ ეს დარ­გი კარ­გად ამეთ­ვი­სე­ბი­ნა და ჩემი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

ასე რომ, ყვე­ლა იმ წი­ნა­ღო­ბას და ხალ­ხს, ვინც მათ მიქ­მნი­და, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მო­ტი­ვა­ცი­ის შექ­მნის­თვის ვუ­მად­ლი კი­დეც“ - გან­მარ­ტავს ის.

კარ­გად ახ­სოვს პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­აც, როცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მას ეკის­რე­ბო­და. შემ­თხვე­ვა რთუ­ლი იყო, ის კი ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტის რან­გში ეხ­მა­რე­ბო­და უფ­როს კო­ლე­გებს.

"მე-5 კურ­სზე სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, როცა რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ჩემს უფ­როს კო­ლე­გებ­თან ერ­თად აღ­მოვ­ჩნდი. პა­ცი­ენ­ტი 18 წლის ბიჭი იყო, რო­მელ­საც გუ­ლის ჭრი­ლო­ბა ბლაგ­ვი საგ­ნით ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. სა­ხე­ზე იყო მწვა­ვე სის­ხლდე­ნა. ჩემს უფ­როს კო­ლე­გებ­თან ერ­თად და­ვი­წყეთ ოპე­რა­ცია. პირ­ვე­ლად მა­შინ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნის გულ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მე­კე­თე­ბი­ნა ნა­კე­რი და პირ­ვე­ლი სი­ცო­ცხლე გა­და­მერ­ჩი­ნა.

ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, ახ­ლაც მახ­სოვს ის წა­მე­ბი, რა­ღაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შეგ­რძნე­ბა. ეს იყო 2005 წელს“, - იხ­სე­ნებს თორ­ნი­კე სო­ლო­ღაშ­ვი­ლი.

გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია პო­ლო­ნეთ­ში 25 წლის ასაკ­ში ჩა­ა­ტა­რა. ამ­ბობს, რომ ეს ოპე­რა­ცი­აც ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი იყო და ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად ახ­სოვს.

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენს დარ­გს, ბავ­შვთა კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­ას, მი­უ­ხე­და­ვად სტრე­სუ­ლი ხა­სი­ა­თი­სა და უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა, ძა­ლი­ან დიდი კმა­ყო­ფი­ლე­ბა მო­აქვს და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას გვა­ნი­ჭებს ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა“, - გან­მარ­ტავს ახალ­გაზ­რდა ქი­რურ­გი.

გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ დას­მუ­ლი კი­თხვის პა­სუხზე დიდ­ხანს ფიქ­რობს. ამ­ბობს, რომ ისი­ნი არას­დროს ელე­ვა და მათ „იზი­დავს“ კი­დეც. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ლო­ზა­ნას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში ჩა­ა­ტა­რა ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც ბავ­შვთა კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­ა­ში ურ­თუ­ლე­სად მი­იჩ­ნე­ვა. ეს იყო სის­ხლძარ­ღვე­ბის ორ­მა­გი დატ­რი­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და.

"ოპე­რა­ცი­ა­ზე შეს­ვლამ­დე მე ვფიქ­რობ გეგ­მა­ზე და ის ოპე­რა­ცია, რო­მელ­ზეც უნდა შე­ვი­დე, გო­ნე­ბა­ში უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი მაქვს. მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს არ ვი­წყებ ხოლ­მე და­გეგ­მვას, რა გა­ვა­კე­თო. იშ­ვი­ა­თად გვი­წევს გეგ­მის შეც­ვლა.

ბავ­შვთა კარ­დი­ო­ქი­რურ­გია საკ­მა­ოდ რთუ­ლი დარ­გია, გულ­ში არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, კავ­ში­რე­ბი, სის­ხლძარ­ღვე­ბის არას­წო­რი გან­ლა­გე­ბა და გვი­წევს მისი კო­რე­გი­რე­ბა. გული გა­ჩე­რე­ბუ­ლია და ოპე­რა­ცი­ის დროს ყვე­ლა წუთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იმა­ზე ფიქ­რი­სა და იმის აღ­მო­ჩე­ნის დრო, რა სად არის, არ გვაქვს. ამი­ტომ ოპე­რა­ცი­ა­ზე შეს­ვლის წინ, ყო­ველ­თვის ვუ­ყუ­რებთ კვლე­ვებს და ჩვენს გეგ­მას ვა­ყა­ლი­ბებთ, თუ რო­გორ უნდა წა­რი­მარ­თოს პრო­ცე­სი“, - გან­მარ­ტავს ქარ­თვე­ლი ქი­რურ­გი.

თორ­ნი­კე სო­ლო­ღაშ­ვი­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვა. რო­გორც AMBEBI.GE-ს გა­ნუ­მარ­ტა, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კებ­ში მუ­შა­ო­ბა სწო­რედ იმი­ტომ მი­იჩ­ნე­ვა პრეს­ტი­ჟუ­ლად, რომ პრაქ­ტი­კუ­ლი და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა ერ­თმა­ნეთ­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი.

სო­ლო­ღაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც ხში­რად უკავ­შირ­დე­ბი­ან. რო­გორც თა­ვად გვი­ამ­ბო, მუდ­მი­ვად სწე­რენ "ფე­ის­ბუ­ქით", უკავ­შირ­დე­ბი­ან მშობ­ლე­ბი და აც­ნო­ბენ შემ­თხვე­ვას.

"შემ­დეგ ბავ­შვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვნა­ხუ­ლობ და იმის მი­ხედ­ვით, თუ რა სირ­თუ­ლეს­თან გვაქვს საქ­მე, ვი­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სად გა­კეთ­დეს ოპე­რა­ცია" - აღ­ნიშ­ნავს ქი­რურ­გი.

სო­ლო­ღაშ­ვი­ლი წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 4-ჯერ ჩა­მო­ვი­და, რათა ქარ­თველ ბავ­შვებს დახ­მა­რე­ბო­და და კო­ლე­გე­ბის­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ციცინო
1

წარმატებები ბატონ თორნიკეს! თვალყურს ვადევნებ და ვიცი ჩემს ნათესავებში ორი ანგელოზის სიცოცხლე გვაჩუქა, რისთვისაც ქედს ვიხრი მის წინაშე. მაგრამ მესნის უამრავი ბავშვი ითხოვს დახმარებას და საზღვარგარეთ გაჰყავთ. რატომ არ მიეწოდება ეს ინფორმაცია როგორც საჭიროა.

თორნიკეს
0

წარმატებები, წარმატებები და კიდევ წარმატებები, ბევრი პატარა გადაგერჩინოთ თორნიკე, ვამაყობ თქვენით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

36 წლის ქართველი ქირურგი, რომელიც შვეიცარიის წამყვან კლინიკაში მუშაობს და ათასობით ბავშვს სიცოცხლეს ჩუქნის

36 წლის ქართველი ქირურგი, რომელიც შვეიცარიის წამყვან კლინიკაში მუშაობს და ათასობით ბავშვს სიცოცხლეს ჩუქნის

36 წლის ქართველი ექიმი - თორნიკე სოლოღაშვილი, ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში გულის ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას 2900-მდე ოპერაცია აქვს ჩატარებული, ამასთან, მონაწილეობას იღებს აფრიკის ქვეყნებსა და კონფლიქტურ რეგიონებში ჰუმანიტარულ მისიებში.

ახალგაზრდა ექიმი ამჟამად აფრიკის კონტინენტზე, სენეგალის დედაქალაქ დაკარში იმყოფება, სადაც გულის მანკის მქონე ბავშვების დიაგნოსტიკისა და განკურნების, ასევე, ადგილობრივი კადრების მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ჰუმანიტარულ მისიას ხელმძღვანელობს.

მისია ორგანიზაციის "პლანეტა ყველასთვის" მიერ 10 წელია ხორციელდება, თორნიკე სოლოღაშვილი სამი წელია ხელმძღვანელობს გულის პრობლემების მქონე ბავშვების დახმარების პროგრამას.

AMBEBI.GE ქართველ ქირურგს სწორედ სენეგალის დედაქალაქში დაუკავშირდა, რათა მკითხველისთვის მისი საინტერესო ცხოვრების დეტალები გაეცნო.

სოლოღაშვილი გვიამბობს, რომ ჰუმანიტარული მისიით აფრიკის ქვეყნებსა და კონფლიქტურ რეგიონებში 6 თვეში ერთხელ ჩადის და 10 მედიკოსისგან შემდგარი ჯგუფი ცდილობს, ასობით ბავშვს შეზღუდულ დროში დაეხმაროს.

თავდაპირველად, მისიას ქართველი ექიმის კოლეგა ხელმძღვანელობდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი, მისია თორნიკე სოლოღაშვილს გადააბარა და დღეს, სწორედ მისი პასუხისმგებლობაა, ათასობით ბავშვს, რომელსაც გულის მძიმე დაავადებები აწუხებს, სიცოცხლე შეუნარჩუნოს.

"მედიცინა და ცოცხალი ორგანიზმები სულ მაინტერესებდა. მოზარდობის ასაკში, როცა 13-14 წლის ვიყავი, ჩემი მშობლების მეგობარმა გერმანიაში გაიკეთა შუნტირება, რაც მაშინ საქართველოში ხელმისაწვდომი არ იყო. როცა დაბრუნდა, ეს ამბავი მოვისმინე და მედიცინის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გამიღვივდა“, - იხსენებს თორნიკე სოლოღაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

თავდაპირველად, თბილისის 171-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. ბოლო კლასები კი კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გაიარა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების სურვილმა კიდევ უფრო იმატა.

"გამიმართლა მაშინდელ ანატომიის კათედრის ხელმძღვანელში. ის იმ პერიოდის ქირურგიის ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც საქართველოში პირველი კარდიოქირურგიული განყოფილება იყო. ვთხოვე, ოპერაციებს დავსწრებოდი და ყველაფერი აქედან დაიწყო. აღნიშნული განყოფილება კლინიკა „ღია გულად“ გარდაიქმნა, სადაც პრაქტიკანტად ვმუშაობდი, რეზიდენტურის პირველი წლიდან კი ჯოენის კლინიკაში ვიყავი“, - აღნიშნავს ის.

სწორედ რეზიდენტურიდან დაიწყო ახალგაზრდა ქირურგის ევროპული გამოცდილება მედიცინაში. 2008 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად პოლონეთში წავიდა, საიდანაც შვეიცარიაში აღმოჩნდა:

"სწავლის პროცესი ძალიან რთული და ხანგრძლივია. კონკურენცია ძალიან დიდია - რაც უფრო მაღლა და მაღლა ავდივართ, კიდევ უფრო იზრდება კონკურენცია. ბევრი დაბრკოლება მხვდებოდა ყველგან, ყველა ეტაპზე, თუმცა ამ სირთულეს არასდროს არ შევუშინებივარ. პირიქით, რაც უფრო მეტი დაბრკოლება მხვდებოდა, ეს უფრო მიღვივებდა მოტივაციას იმისთვის, რომ ეს დარგი კარგად ამეთვისებინა და ჩემი საქმის პროფესიონალი ვყოფილიყავი.

ასე რომ, ყველა იმ წინაღობას და ხალხს, ვინც მათ მიქმნიდა, გარკვეულწილად, მოტივაციის შექმნისთვის ვუმადლი კიდეც“ - განმარტავს ის.

კარგად ახსოვს პირველი ოპერაციაც, როცა პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა. შემთხვევა რთული იყო, ის კი ჯერ კიდევ სტუდენტის რანგში ეხმარებოდა უფროს კოლეგებს.

"მე-5 კურსზე სტუდენტი ვიყავი, როცა რესპუბლიკური საავადმყოფოს საოპერაციოში ჩემს უფროს კოლეგებთან ერთად აღმოვჩნდი. პაციენტი 18 წლის ბიჭი იყო, რომელსაც გულის ჭრილობა ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. სახეზე იყო მწვავე სისხლდენა. ჩემს უფროს კოლეგებთან ერთად დავიწყეთ ოპერაცია. პირველად მაშინ მომეცა საშუალება, ადამიანის გულზე დამოუკიდებლად გამეკეთებინა ნაკერი და პირველი სიცოცხლე გადამერჩინა.

ძალიან შთამბეჭდავი იყო, ახლაც მახსოვს ის წამები, რაღაც წარმოუდგენელი შეგრძნება. ეს იყო 2005 წელს“, - იხსენებს თორნიკე სოლოღაშვილი.

გულის თანდაყოლილი მანკის პირველი ოპერაცია პოლონეთში 25 წლის ასაკში ჩაატარა. ამბობს, რომ ეს ოპერაციაც ძალიან შთამბეჭდავი იყო და ყველაფერი დეტალურად ახსოვს.

"საბედნიეროდ, ჩვენს დარგს, ბავშვთა კარდიოქირურგიას, მიუხედავად სტრესული ხასიათისა და უდიდესი პასუხისმგებლობისა, ძალიან დიდი კმაყოფილება მოაქვს და დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ყველა წარმატებული შემთხვევა“, - განმარტავს ახალგაზრდა ქირურგი.

განსაკუთრებით რთული შემთხვევების შესახებ დასმული კითხვის პასუხზე დიდხანს ფიქრობს. ამბობს, რომ ისინი არასდროს ელევა და მათ „იზიდავს“ კიდეც. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ შვეიცარიაში, ლოზანას საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაატარა ოპერაცია, რომელიც ბავშვთა კარდიოქირურგიაში ურთულესად მიიჩნევა. ეს იყო სისხლძარღვების ორმაგი დატრიალება, რომელიც წარმატებით დასრულდა.

"ოპერაციაზე შესვლამდე მე ვფიქრობ გეგმაზე და ის ოპერაცია, რომელზეც უნდა შევიდე, გონებაში უკვე გაკეთებული მაქვს. მიმდინარეობის დროს არ ვიწყებ ხოლმე დაგეგმვას, რა გავაკეთო. იშვიათად გვიწევს გეგმის შეცვლა.

ბავშვთა კარდიოქირურგია საკმაოდ რთული დარგია, გულში არის კომუნიკაციები, კავშირები, სისხლძარღვების არასწორი განლაგება და გვიწევს მისი კორეგირება. გული გაჩერებულია და ოპერაციის დროს ყველა წუთი მნიშვნელოვანია. იმაზე ფიქრისა და იმის აღმოჩენის დრო, რა სად არის, არ გვაქვს. ამიტომ ოპერაციაზე შესვლის წინ, ყოველთვის ვუყურებთ კვლევებს და ჩვენს გეგმას ვაყალიბებთ, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი“, - განმარტავს ქართველი ქირურგი.

თორნიკე სოლოღაშვილი ქირურგიული საქმიანობის პარალელურად, სამეცნიერო საქმიანობასაც ეწევა. როგორც AMBEBI.GE-ს განუმარტა, საუნივერსიტეტო კლინიკებში მუშაობა სწორედ იმიტომ მიიჩნევა პრესტიჟულად, რომ პრაქტიკული და სამეცნიერო საქმიანობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

სოლოღაშვილს საქართველოდანაც ხშირად უკავშირდებიან. როგორც თავად გვიამბო, მუდმივად სწერენ "ფეისბუქით", უკავშირდებიან მშობლები და აცნობენ შემთხვევას.

"შემდეგ ბავშვს საქართველოში ვნახულობ და იმის მიხედვით, თუ რა სირთულესთან გვაქვს საქმე, ვიღებ გადაწყვეტილებას, სად გაკეთდეს ოპერაცია" - აღნიშნავს ქირურგი.

სოლოღაშვილი წელს საქართველოში 4-ჯერ ჩამოვიდა, რათა ქართველ ბავშვებს დახმარებოდა და კოლეგებისთვის გამოცდილება გაეზიარებინა.

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

რომელი სათამაშო რომელ ასაკში უნდა აჩუქოთ ბავშვს და რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების ნიშანს მასზე

ბოლო 24 საათში 17 850 ტესტის ჩატარების შემდეგ საქართველოში 723 ახალი ინფიცირებულია, გარდაიცვალა 19 ადამიანი - მონაცემები რეგიონების მიხედვით