ავტორი:

არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ, ამოვიღე დანა და ეგრევე დავარტყი მეც - გიორგი სოლოღაშვილი

არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ, ამოვიღე დანა და ეგრევე დავარტყი მეც - გიორგი სოლოღაშვილი

არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ და ამოვიღე დანა და ეგრევე დავარტყი მეც, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი სოლოღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს.

როგორც ბრალდებული აღნიშნავს, შელაპარაკება სუფრაზე დაიწყო.

"ვსვამდით ღვინოს და მოგვივიდა შელაპარაკება. როცა მოვდიოდი გზაში ცოტნემ დამარტყა ხელი და ამოვიღე დანა და ეგრევე დავარტყი, მე ვარ დამნაშავე და ვაღიარებ, არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ და ამოვიღე დანა და ეგრევე დავარტყი მეც", - განაცხადა სოლოღაშვილმა.

ცნობისთვის, დაკავებულ პირებს: პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.

სუსი - ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

ინტერნეტით ნარკოვაჭრობის საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა - თბილისსა და ბათუმში 6 პირი დააკავეს

გიორგი რურუას ბრალდებას ახალი მუხლი დაემატება