სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლონდა თოლორაია - გამომძიებელმა მოზარდს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა
ლონდა თოლორაია - გამომძიებელმა მოზარდს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის ლონ­და თო­ლო­რა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა 15 წლის მო­ზარდს უთხრა, რომ და­ნა­შა­უ­ლის არა­ღი­ა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მის ძმას პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბო­და და ასე­ვე, და­უ­პი­რის­პი­რა სხვა მოწ­მე­ე­ბი.

"ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მ.ჩ.-მ არას­რულ­წლო­ვან ლ.ს.-ს უთხრა, რომ და­ნა­შა­უ­ლის არა­ღი­ა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მის ძმას, რო­მე­ლიც სწავ­ლობ­და სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში, შე­ექ­მნე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი, თუ იგი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებ­და. ასე­ვე გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა არას­რულ­წლო­ვანს, 15 წლის ლ.ს.-ს და­უ­პი­რის­პი­რა ამა­ვე პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ბა­რე­ბუ­ლი სხვა მოწ­მე­ე­ბი, რო­მელ­თა შო­რის იყო რო­გორც სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ასე­ვე სხვა არას­რულ­წლოვ­ნე­ბი. იმის გამო, რომ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა არ იმოქ­მე­და არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, იმ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რომ­ლი­თაც დღეს რე­გუ­ლირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს პრინ­ცი­პებს, რაც უნდა იყოს და­ცუ­ლი პო­ლი­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, არას­რულ­წლოვ­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც იმ დღეს იქ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და რო­მელ­თა შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, გა­ნი­ცა­დეს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ემო­ცი­უ­რი სტრე­სი", - გა­ნა­ცხა­და თო­ლო­რა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, შეკ­რე­ბი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2019 წლის 17 დე­კემ­ბერს, 15:00 სა­ათ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­მო­კი­თხვა­ზე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი იქნა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მ.ჩ., რომ­ლის და­კი­თხვის შემ­დგომ მი­ღე­ბუ­ლი იქნა მისი და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მ.ჩ.-ს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სსკ-ს 335-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, ორი ეპი­ზო­დით და ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხი", - აღ­ნიშ­ნა ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 15 წლის მო­ზარ­დი ლუკა სი­რა­ძე, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, 17 დე­კემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამ საქ­მე­ზე სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა პო­ლი­ცი­ის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მა­რი­ა­ნა ჩო­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვა.

!!!
1

ოჯახის წევრით აშანტაჟებს 15 წლის მოზარდს.იქნება და მაგიტომაც მოიკლა თავი ძმა გადაარჩინა ამ სისხლისმსმელებისგან, გამომძიებელი უმაღლესად უნდა დაისაჯოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ლონდა თოლორაია - გამომძიებელმა მოზარდს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა

ლონდა თოლორაია - გამომძიებელმა მოზარდს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, გამომძიებელმა 15 წლის მოზარდს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა და ასევე, დაუპირისპირა სხვა მოწმეები.

"ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა მ.ჩ.-მ არასრულწლოვან ლ.ს.-ს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა გარკვეული სახის პრობლემები, თუ იგი დანაშაულს არ აღიარებდა. ასევე გამომძიებელმა არასრულწლოვანს, 15 წლის ლ.ს.-ს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყო როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე სხვა არასრულწლოვნები. იმის გამო, რომ გამომძიებელმა არ იმოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად, იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომლითაც დღეს რეგულირდება საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებით, რომელიც განსაზღვრავს პრინციპებს, რაც უნდა იყოს დაცული პოლიციის დაწესებულებაში, აღნიშნულის გამო, არასრულწლოვნებმა, რომლებიც იმ დღეს იქ იმყოფებოდნენ და რომელთა შორის დაპირისპირება მოხდა, განიცადეს ძალიან ძლიერი ემოციური სტრესი", - განაცხადა თოლორაიამ.

მისივე თქმით, შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2019 წლის 17 დეკემბერს, 15:00 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოკითხვაზე გამოძახებული იქნა გამომძიებელი მ.ჩ., რომლის დაკითხვის შემდგომ მიღებული იქნა მისი დაკავების გადაწყვეტილება.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მ.ჩ.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ს 335-ე მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდით და ამჟამად მიმდინარეობს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი", - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლიანი დააკავა.

"ჩვენი ჩვენების გამო დაიჭირეს დედა, ეს მამამ გვაიძულა" - რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად ბავშვებს, რომელთა მშობლები ძალადობისთვის იხდიან სასჯელს

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

"მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია, გაკვირვებული ვარ" - რას ჰყვება მეზობელი ოჯახზე, სადაც შვილმა დედა მოკლა