სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ადვოკატი - სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მოზარდს გამოკითხვისას მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ
ადვოკატი - სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მოზარდს გამოკითხვისას მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ

15 წლის გარ­დაც­ვლი­ლი ლუკა სი­რა­ძის დე­დის ჩვე­ნე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ ლუ­კას გა­მო­კი­თხვის დროს მუ­ქა­რის ერთ-ერთი ად­რე­სა­ტი მისი მე­ო­რე შვი­ლი, ბექა იყო. ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი 15 წლის მო­ზარ­დის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა რეზი აჭა­რა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დე­დის მიერ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნამ­დვი­ლო­ბას სკო­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მე­ნე­ჯე­რიც ადას­ტუ­რებს, რო­მელ­საც ლუკა სი­რა­ძეს­თან გა­მომ­ძი­ებ­ლის სა­უ­ბა­რი ეს­მო­და.

„ლუ­კას დე­დის ჩვე­ნე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ მუ­ქა­რის ერთ-ერთი ად­რე­სა­ტი ლუ­კას ძმა ბექა იყო, რო­მე­ლიც გო­რის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობს. მას უთხრეს, რომ ბე­ქას პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბო­და, თუმ­ცა რა სა­ხის პრობ­ლე­მებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი, ამას არ აკონ­კრე­ტე­ბენ. ამის შემ­დგომ, რო­დე­საც უკვე უშუ­ა­ლოდ უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ნე­ჯე­რი გა­მო­კი­თხეს, მა­ნაც იგი­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ რო­დე­საც გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო, ამ ადა­მი­ანს უთხრეს, რომ მის ძმას ბე­ქას, პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბო­და. უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მე­ნე­ჯე­რი იმა­ვე დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ლუ­კას კი­თხავ­დნენ. გვერ­დზე იყო, ის­მენ­და რა­საც ლუკა ამ­ბობ­და და ეს­მო­და, რა­საც ლუ­კას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. ლუ­კას დე­და­მაც და ამ ადა­მი­ან­მაც, ორი­ვემ, ერთი და იგი­ვე რამ თქვეს, რომ ლუ­კას ბე­ქა­თი ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ეს თქვა ორი­ვემ თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში, ანუ გა­მო­დის, რომ დედა არ იტყუ­ე­ბო­და და სი­მარ­თლეს ამ­ბობ­და“,-გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლი ლუ­კას სი­რა­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, რეზი აჭა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა
7

სად დაიბადნენ ეს ურჯულოები? ასე როგორ მოექცნენ 15 წლის მოზარდს? რა პასუხი აქვთ საბრალო დედისთვის. როგორ ვერ გაიწმინდა ქვეყანა ამ ჯალათებისგან.

 

ადვოკატს
5

ბავშვს რომ პოლიციაში მისვლამდე პრობლემები ჰქონდა ამაზე რატომ არ ვლაპარაკობთ?! თავშივე უნდა აღმოვფხვრათ პრობლემა, სხვების გადაბრალებით საქმეს არ ეშველება, უფროსმა ძმა იცოდა ღამე მისი არასრულწლოვანი ძმა სად იყო და რას აკეთებდა?!?! კარგი რააააა...მეტი ყურადღება შვილებს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ადვოკატი - სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მოზარდს გამოკითხვისას მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ

ადვოკატი - სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მოზარდს გამოკითხვისას მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ

15 წლის გარდაცვლილი ლუკა სირაძის დედის ჩვენებაში მითითებული იყო, რომ ლუკას გამოკითხვის დროს მუქარის ერთ-ერთი ადრესატი მისი მეორე შვილი, ბექა იყო. ამის შესახებ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახის ადვოკატმა რეზი აჭარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დედის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის ნამდვილობას სკოლის უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერიც ადასტურებს, რომელსაც ლუკა სირაძესთან გამომძიებლის საუბარი ესმოდა.

„ლუკას დედის ჩვენებაში მითითებული იყო, რომ მუქარის ერთ-ერთი ადრესატი ლუკას ძმა ბექა იყო, რომელიც გორის სამხედრო აკადემიაში სწავლობს. მას უთხრეს, რომ ბექას პრობლემები შეექმნებოდა, თუმცა რა სახის პრობლემებზე იყო საუბარი, ამას არ აკონკრეტებენ. ამის შემდგომ, როდესაც უკვე უშუალოდ უსაფრთხოების მენეჯერი გამოკითხეს, მანაც იგივე დაადასტურა, რომ როდესაც განყოფილებაში იყო, ამ ადამიანს უთხრეს, რომ მის ძმას ბექას, პრობლემები შეექმნებოდა. უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერი იმავე დარბაზში იმყოფებოდა, სადაც ლუკას კითხავდნენ. გვერდზე იყო, ისმენდა რასაც ლუკა ამბობდა და ესმოდა, რასაც ლუკას ეუბნებოდნენ. ლუკას დედამაც და ამ ადამიანმაც, ორივემ, ერთი და იგივე რამ თქვეს, რომ ლუკას ბექათი ემუქრებოდნენ. ეს თქვა ორივემ თავის ჩვენებაში, ანუ გამოდის, რომ დედა არ იტყუებოდა და სიმართლეს ამბობდა“,-განაცხადა გარდაცვლილი ლუკას სირაძის ოჯახის ადვოკატმა, რეზი აჭარაძემ.

"ეტლს მიჯაჭვულმა საკანში 9 თვე გავატარე" - რატომ აბრუნებენ ციხეში აგვისტოს ომის მონაწილეს, რომელიც წამების შედეგად დაინვალიდდა

რას ამბობენ მეუფე მელქისედეკი და მეუფე იოანე გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

სურამში 30 წლამდე ქალი ქმარმა ნაჯახით მოკლა