სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დღემდე მიყვარს ვინმეს ნაცვამის ტარება, ამას არ ვთაკილობ" - ია ფარულავა მოდაზე და გემოვნებიან ქართველ ქალებზე
"დღემდე მიყვარს ვინმეს ნაცვამის ტარება, ამას არ ვთაკილობ" - ია ფარულავა მოდაზე და გემოვნებიან ქართველ ქალებზე

"ფლო­რენ­ცი­ა­ში თუნ­დაც უბ­რა­ლო სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში რომ შეხ­ვი­დე, სტი­ლის­ტი ე.წ. ჩოლ­კა­საც სულ სხვა­ნა­ი­რად, ლა­მა­ზად და მოხ­დე­ნი­ლად შეგჭრის. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი გა­მო­დი­ხარ სა­ლო­ნი­დან, მაგ­რამ არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი - ის ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გან­საც­ვიფ­რე­ბელ სი­ლა­მა­ზეს უყუ­რებს, გამ­ჯდა­რი აქვს ცნო­ბი­ერ­ში დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა", - ამ­ბობს უმ­შვე­ნი­ე­რე­სი და მრა­ვალ­მხრივ ნი­ჭი­ე­რი ია ფა­რუ­ლა­ვა, რო­მელ­მაც "გზას­თან"სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ დიდი ხა­ნია, ინ­ტერ­ვიუ არა­ვის­თვის მი­უ­ცია...

"გზას­თან" მსა­ხი­ობ­მა ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ან ქარ­თველ ქა­ლებ­სა და მო­და­ზე ისა­უბ­რა:

- ამ­ბო­ბენ, რომ თბი­ლის­ში თბი­ლი­სუ­რი მოდა და­ი­კარ­გა... რამ­დე­ნად ეთან­ხმე­ბით?

- აზ­რზე არ ვარ, რა არის თბი­ლი­სუ­რი მოდა! თბი­ლის­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­კე­ში ყო­ველ­თვის კარ­გად ეც­ვათ... ახლა მით უმე­ტეს, ათას­ნა­ი­რი ბრენ­დი შე­მო­ვი­და და "მე­ო­რა­დებ­შიც" კი გა­და­სა­რე­ვი სა­მო­სის შერ­ჩე­ვა შე­იძ­ლე­ბა... ვა­კე­ში ჩვენ ასე­თი ტენ­დენ­ცია გვქონ­და: სა­ზღვარ­გა­რეთ იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ო­დით და იქ რომ სა­მოსს შე­ვი­ძენ­დით, მერე აქ ერ­თმა­ნე­თის­გან ვყი­დუ­ლობ­დით... იყო ხვეწ­ნა-მუ­და­რა, მომ­ყი­დეო და დღემ­დე მიყ­ვარს ვინ­მეს ნაც­ვა­მის ტა­რე­ბა, ამას სუ­ლაც არ ვთა­კი­ლობ. კო­მუ­ნის­ტურ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მოს­კოვ­ში ჩავ­დი­ო­დით, ვი­ღა­ცე­ბის­გან ვყი­დუ­ლობ­დით სა­მოსს... მახ­სოვს, ერთ გო­გოს "დოლ­ჩე და გა­ბა­ნას" შარ­ვა­ლი და კოს­ტი­უ­მი ფაქ­ტობ­რი­ვად, გავ­ხა­დეთ. ისე, გვა­რი­ა­ნად ძვი­რად მოგ­ვყი­და... ასე შე­ვი­ძი­ნე ტრუ­სარ­დის ფეხ­საც­მე­ლე­ბი და ჩან­თაც, რო­მელ­შიც იმ პე­რი­ოდ­ში რე­კორ­დუ­ლი თან­ხა მაქვს გა­დახ­დი­ლი - და­ახ­ლო­ე­ბით პრო­ფე­სო­რის ორი თვის ხელ­ფა­სი, მაგ­რამ არ მე­რი­დე­ბა ამის გამ­ხე­ლა, რად­გან მიყ­ვარ­და კარ­გი ჩაც­მა... ისე, თუ კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა გაქვს, უბ­რა­ლო სა­მოს­საც შე­უ­ხა­მებ ერ­თმა­ნეთს. სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ბრენ­დე­ბი გეც­ვას.

- გქო­ნი­ათ შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­სურ­ვე­ლი სა­მო­სის შე­სა­ძე­ნად საკ­მა­რი­სი თან­ხა არ გქონ­დათ?

- რამ­დენ­ჯე­რაც გინ­დათ და ახ­ლაც ეგ­რეა! მა­გა­ლი­თად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს "გუჩი", გარ­თუ­ლე­ბა მაქვს ამ ბრენ­დზე. ძა­ლი­ან მის­ტი­კუ­რია ჩემ­თვის და სა­ო­ცარ ენერ­გი­ას ატა­რებს... თუმ­ცა, არ­სე­ბობს "გუ­ჩის" კა­ბე­ბი, რო­მელ­საც ვე­რა­სო­დეს ვი­ყი­დი, რად­გან ოთხნიშ­ნა და ხუთ­ნიშ­ნა ციფ­რე­ბი ღირს. გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომც მქონ­დეს, კა­ბებ­ში ამ­დე­ნი ფული გა­და­ვი­ხა­დო, ორ­ჯერ ჩა­ვიც­ვა და მერე კა­რა­და­ში იდოს. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჩემი სას­ტუმ­რო კარ­გად მუ­შა­ობს, მაგ­რამ ჩემი შე­მო­სავ­ლის ოც პრო­ცენტს ქველ­მოქ­მე­დე­ბას ვახ­მარ. სამ ოჯახს ვეხ­მა­რე­ბი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად უნდა მე­გუ­ლე­ბოდ­ნენ, რად­გან ერთი უკვე პენ­სი­ო­ნე­რია, თა­ვის დრო­ზე ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, ახლა კი პენ­სი­ის გარ­და, არა­ნა­ი­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ აქვს. მან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ი­ღოს თან­ხა ჩემ­გან, რომ ახ­ლაც ღირ­სე­უ­ლად იცხოვ­როს... მე­ო­რეა და მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლია, მაგ­რამ არ ეძებს სამ­სა­ხურს და ვე­უბ­ნე­ბი, - სამ­სა­ხუ­რი იშო­ვე, ასეთ ცხოვ­რე­ბას ნუ მი­ეჩ­ვე­ვი-მეთ­ქი ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
2

ამაზეა ნათქვამი- ქვეყანა იქცეოდა და ტურა ქორწილს იხდიდაო...

magnolia
1

ცოტა უკეთესი წარმოდგენა მქონდა ამ ქალზე.... ტიპიური მეჭინჭე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"დღემდე მიყვარს ვინმეს ნაცვამის ტარება, ამას არ ვთაკილობ" - ია ფარულავა მოდაზე და გემოვნებიან ქართველ ქალებზე

"დღემდე მიყვარს ვინმეს ნაცვამის ტარება, ამას არ ვთაკილობ" - ია ფარულავა მოდაზე და გემოვნებიან ქართველ ქალებზე

"ფლორენციაში თუნდაც უბრალო სილამაზის სალონში რომ შეხვიდე, სტილისტი ე.წ. ჩოლკასაც სულ სხვანაირად, ლამაზად და მოხდენილად შეგჭრის. გაკვირვებული გამოდიხარ სალონიდან, მაგრამ არაფერია გასაკვირი - ის ადამიანი მთელი ცხოვრება განსაცვიფრებელ სილამაზეს უყურებს, გამჯდარი აქვს ცნობიერში დახვეწილი გემოვნება", - ამბობს უმშვენიერესი და მრავალმხრივ ნიჭიერი ია ფარულავა, რომელმაც "გზასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ დიდი ხანია, ინტერვიუ არავისთვის მიუცია...

"გზასთან" მსახიობმა ყველაზე გემოვნებიან ქართველ ქალებსა და მოდაზე ისაუბრა:

- ამბობენ, რომ თბილისში თბილისური მოდა დაიკარგა... რამდენად ეთანხმებით?

- აზრზე არ ვარ, რა არის თბილისური მოდა! თბილისში და განსაკუთრებით ვაკეში ყოველთვის კარგად ეცვათ... ახლა მით უმეტეს, ათასნაირი ბრენდი შემოვიდა და "მეორადებშიც" კი გადასარევი სამოსის შერჩევა შეიძლება... ვაკეში ჩვენ ასეთი ტენდენცია გვქონდა: საზღვარგარეთ იშვიათად დავდიოდით და იქ რომ სამოსს შევიძენდით, მერე აქ ერთმანეთისგან ვყიდულობდით... იყო ხვეწნა-მუდარა, მომყიდეო და დღემდე მიყვარს ვინმეს ნაცვამის ტარება, ამას სულაც არ ვთაკილობ. კომუნისტურ პერიოდში, როდესაც მოსკოვში ჩავდიოდით, ვიღაცებისგან ვყიდულობდით სამოსს... მახსოვს, ერთ გოგოს "დოლჩე და გაბანას" შარვალი და კოსტიუმი ფაქტობრივად, გავხადეთ. ისე, გვარიანად ძვირად მოგვყიდა... ასე შევიძინე ტრუსარდის ფეხსაცმელები და ჩანთაც, რომელშიც იმ პერიოდში რეკორდული თანხა მაქვს გადახდილი - დაახლოებით პროფესორის ორი თვის ხელფასი, მაგრამ არ მერიდება ამის გამხელა, რადგან მიყვარდა კარგი ჩაცმა... ისე, თუ კარგი გემოვნება გაქვს, უბრალო სამოსსაც შეუხამებ ერთმანეთს. სულაც არ არის აუცილებელი ბრენდები გეცვას.

- გქონიათ შემთხვევა, როდესაც სასურველი სამოსის შესაძენად საკმარისი თანხა არ გქონდათ?

- რამდენჯერაც გინდათ და ახლაც ეგრეა! მაგალითად, განსაკუთრებულად მიყვარს "გუჩი", გართულება მაქვს ამ ბრენდზე. ძალიან მისტიკურია ჩემთვის და საოცარ ენერგიას ატარებს... თუმცა, არსებობს "გუჩის" კაბები, რომელსაც ვერასოდეს ვიყიდი, რადგან ოთხნიშნა და ხუთნიშნა ციფრები ღირს. გამორიცხულია, რომც მქონდეს, კაბებში ამდენი ფული გადავიხადო, ორჯერ ჩავიცვა და მერე კარადაში იდოს. მადლობა ღმერთს, ჩემი სასტუმრო კარგად მუშაობს, მაგრამ ჩემი შემოსავლის ოც პროცენტს ქველმოქმედებას ვახმარ. სამ ოჯახს ვეხმარები. ეს ადამიანები აუცილებლად კარგად უნდა მეგულებოდნენ, რადგან ერთი უკვე პენსიონერია, თავის დროზე ფუფუნებაში ცხოვრობდა, ახლა კი პენსიის გარდა, არანაირი შემოსავალი არ აქვს. მან აუცილებლად უნდა მიიღოს თანხა ჩემგან, რომ ახლაც ღირსეულად იცხოვროს... მეორეა და მუშაობა შეუძლია, მაგრამ არ ეძებს სამსახურს და ვეუბნები, - სამსახური იშოვე, ასეთ ცხოვრებას ნუ მიეჩვევი-მეთქი ...განაგრძეთ კითხვა

"ვამაყობ ნინუცას გამბედაობით... დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა... აქ ხელს აფარებენ მოძალადეებს" - რას წერს რეჟისორი დათა თავაძე

"ვეჭვობ, ისტორია, რომელიც ნინუცა მაყაშვილმა საჯარო გახადა, არ იყო მოულოდნელი რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისთვის" - რას ამბობენ კოლეგები მსახიობების ოჯახურ სკანდალზე

"ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი, ადამიანი არ უნდა ამბობდეს" - ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას პასუხობს