სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ესპანეთში და ირლანდიაში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
ესპანეთში და ირლანდიაში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

ქარ­თველ­მა, ირ­ლან­დი­ელ­მა და ეს­პა­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, მიმ­დი­ნა­რე წლის 9 დე­კემ­ბერს, დუბ­ლინ­სა და ბარ­სე­ლო­ნა­ში ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას, ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი - სა­ქარ­თვე­ლოს 5 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ AMBEBi.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტი­ა­ნი ბრძო­ლის მიზ­ნით, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში წარ­გზავ­ნი­ლი პო­ლი­ცი­ის ატა­შე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, კვლავ აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­თან, ინ­ტერ­პოლ­თან და ევ­რო­პოლ­თან.

რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, სპე­ცო­პე­რა­ცია „ნან­დი-მომ­ბა­სას“ შე­დე­გად, ირ­ლან­დი­ის ქა­ლაქ დუბ­ლინ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ჯ., 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.გ. და 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ბ., ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ბარ­სე­ლო­ნა­ში კი - 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.მ. და 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ.

"და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლად ედე­ბათ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რო­ბა, ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-დამ­ზა­დე­ბა და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის ეს­პა­ნე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს დიდი ოდე­ნო­ბით პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი დუბ­ლი­ნი­დან ეს­პა­ნე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში პე­რი­ო­დუ­ლად აგ­ზავ­ნიდ­ნენ ამა­ნა­თებს (პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ ყალბ სა­ბუ­თებს), რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ასე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე ირ­ლან­დი­ა­სა და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის მიზ­ნით იყე­ნებ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის, ასე­ვე, მათი კავ­ში­რე­ბის დად­გე­ნის და ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ირ­ლან­დი­ი­სა და ეს­პა­ნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ელლ­და ხან­გრძლი­ვი, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა 2018 წლის ზა­ფხულ­ში, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფო­ში და­კა­ვე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერ­თი მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც ირ­ლან­დი­ა­ში გა­დას­ვლას გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­ბუ­თე­ბით ცდი­ლობ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მოხ­და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, გა­მოვ­ლინ­დნენ ლი­ე­ტუ­ვა­სა და სლო­ვა­კეთ­ში მოქ­მე­დი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით მო­სარ­გებ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

„2018-19 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­პა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის მფლო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და შე­სა­ბა­მი­სი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი.

სპე­ცო­პე­რა­ცია „ნან­დი-მომ­ბა­სას“ შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 5 მო­ქა­ლა­ქის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა ეს­პა­ნე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი­სი შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ მთა­ვარ პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უწყე­ბა აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს ეფექ­ტი­ან ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რო­გორც ქვე­ყა­ნის შიგ­ნით, ასე­ვე, მის ფარ­გლებს გა­რეთ.

მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან დღემ­დე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, ბელ­გი­ელ, ფრანგ, უკ­რა­ი­ნელ, ეს­პა­ნელ, ირ­ლან­დი­ელ, იტა­ლი­ელ და ჩეხ კო­ლე­გებ­თან სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პო­ლი­ციო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, 12 მას­შტა­ბუ­რი ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა, რო­მელ­თა შე­დე­გად, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 124 მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის 3 ე.წ. „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანო
5

არ დაგველია ევროპაში სასახელო მამულიშვილები.

m
7

მშვენიერია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ესპანეთში და ირლანდიაში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

ესპანეთში და ირლანდიაში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

ქართველმა, ირლანდიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, დუბლინსა და ბარსელონაში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ AMBEBi.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სპეცოპერაცია „ნანდი-მომბასას“ შედეგად, ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაკავებული არიან: 1972 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1974 წელს დაბადებული ს.გ. და 1997 წელს დაბადებული თ.ბ., ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში კი - 1980 წელს დაბადებული დ.მ. და 1972 წელს დაბადებული მ.მ.

"დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ყალბი საბუთების შეძენა-შენახვა-დამზადება და უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულია 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დუბლინიდან ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად აგზავნიდნენ ამანათებს (პირადობის დამადასტურებელ ყალბ საბუთებს), რომლებსაც საქართველოს ასეულობით მოქალაქე ირლანდიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გადაადგილების მიზნით იყენებდა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენის, ასევე, მათი კავშირების დადგენის და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ირლანდიისა და ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელლდა ხანგრძლივი, კოორდინირებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის ზაფხულში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის სამეფოში დაკავებულ იქნა საქართველოს არაერთი მოქალაქე, რომლებიც ირლანდიაში გადასვლას გაყალბებული საბუთებით ცდილობდნენ. გამოძიების ფარგლებში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერების იდენტიფიცირება, გამოვლინდნენ ლიეტუვასა და სლოვაკეთში მოქმედი გაყალბებული დოკუმენტებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეები.

„2018-19 წლის განმავლობაში ესპანეთის ტერიტორიაზე გამოვლენილი ყალბი დოკუმენტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეების მიმართ უკვე განხორციელდა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პროცედურები.

სპეცოპერაცია „ნანდი-მომბასას“ შედეგად დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქის მიმართ გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსისი შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ მიმართულებით უწყება აქტიურად ახორციელებს ეფექტიან ღონისძიებებს, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.

მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბელგიელ, ფრანგ, უკრაინელ, ესპანელ, ირლანდიელ, იტალიელ და ჩეხ კოლეგებთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, 12 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულია კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული საქართველოს 124 მოქალაქე, მათ შორის 3 ე.წ. „კანონიერი ქურდი“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

2020 წელს 4999 ავარია მოხდა, მათგან 137 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული - დაიღუპა 450 ადამიანი

"რასაც პროკურატურა ნიკა მელიასთან მიმართებაში აკეთებს, სისხლის სამართლებრივი ცეკვაა - მას ბერკეტი არ აქვს დარჩენილი, გარდა პატიმრობის მოთხოვნისა" - ადვოკატი

იტალიის სპეცოპერაციის პარალელურად ქართველი კრიმინალები საფრანგეთშიც დააკავეს - მასშტაბური დანაშაულის დეტალები