სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა "ფეისბუქიდან" წაშალა პოსტი, რომელშიც ის პოლიციელბს ცემაში ადანაშაულებდა
ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა "ფეისბუქიდან" წაშალა პოსტი, რომელშიც ის პოლიციელბს ცემაში ადანაშაულებდა

ძი­უ­დო­ის­ტმა, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ­მა ლაშა ბე­ქა­ურ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან წა­შა­ლა პოს­ტი, რო­მელ­შიც ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პოს­ტი ბე­ქა­ურ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღეს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც სპორ­ტსმე­ნი აცხა­დებ­და, შემ­თხვე­ვა 7 დე­კემ­ბერს, სა­ღა­მოს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. ბე­ქა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლი­ცი­ას უთხრა თა­ვი­სი ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და სცე­მეს.

რო­გორც ბე­ქა­უ­რი ამ­ბობს, პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნის მო­თხოვ­ნას მოჰ­ყვა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სპორტდარ­ბა­ზი­დან მო­დი­ო­და და პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა თან არ ჰქონ­და. ბე­ქა­უ­რის თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა პირ­ვე­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა მან­ქა­ნა­ში ჩას­მის­თა­ნა­ვე მი­ა­ყე­ნეს, ხოლო ცემა სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გაგ­რძელ­და.

შსს კი ლაშა ბე­ქა­ურს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას და ხუ­ლიგ­ნო­ბას ედა­ვე­ბა.

რო­გორც უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ბე­ქა­უ­რი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

„ლაშა ბე­ქა­უ­რის მი­მართ და­წყე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე (სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა) და 166-ე (ხუ­ლიგ­ნო­ბა) მუხ­ლე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბე­ქა­უ­რი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა კი ლაშა ბე­ქა­უ­რის მი­მართ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

„სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტში, მიმ­დი­ნა­რე წლის 8 დე­კემ­ბერს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, სპორ­ტსმენ ლ.ბ.-ს მი­მართ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333 -ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ” ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gg
4

policiels dzmaoti ar mimartaven

niniko
16

მსოფლიო ჩემპიონობა არ ნიშნავს იმას რომ უზრდელი იყო. პოლიციელი რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს შენი ''ძმაო'' არ არის...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა "ფეისბუქიდან" წაშალა პოსტი, რომელშიც ის პოლიციელბს ცემაში ადანაშაულებდა

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა "ფეისბუქიდან" წაშალა პოსტი, რომელშიც ის პოლიციელბს ცემაში ადანაშაულებდა

ძიუდოისტმა, მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალური ქსელიდან წაშალა პოსტი, რომელშიც ის სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებდა.

შეგახსენებთ, რომ პოსტი ბექაურმა სოციალურ ქსელში დღეს გამოაქვეყნა. როგორც სპორტსმენი აცხადებდა, შემთხვევა 7 დეკემბერს, საღამოს მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. ბექაურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას უთხრა თავისი ვინაობის შესახებ, შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს.

როგორც ბექაური ამბობს, პოლიციელებთან შელაპარაკება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნას მოჰყვა. მისივე ინფორმაციით, ის სპორტდარბაზიდან მოდიოდა და პირადობის მოწმობა თან არ ჰქონდა. ბექაურის თქმით, პოლიციელებმა პირველი შეურაცხყოფა მანქანაში ჩასმისთანავე მიაყენეს, ხოლო ცემა სადგურის მოედანზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

შსს კი ლაშა ბექაურს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს“, - აცხადებენ შსს-ში

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კი ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპორტსმენ ლ.ბ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 -ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, - აღნიშნულია განცხადებაში.