სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სომხეთში "შემოდგომის კრიზისი” მწვავდება - ყოფილი შს მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს
სომხეთში "შემოდგომის კრიზისი” მწვავდება - ყოფილი შს მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს

"შე­მოდ­გო­მის კრი­ზი­სი სომ­ხეთ­ში" - ასე უწო­დებს სომ­ხუ­რი მე­დია ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც შსს-მ ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, აიკ არუ­თი­ნი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის პრესმდივ­ნის, ნა­ი­რა არუ­თი­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი.

არუ­თი­უ­ნი­ა­ნი, 1999-2003 წლებ­ში სომ­ხე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, 2003-2008 წლებ­ში კი - პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი იყო. მას მოწ­მის სტა­ტუ­სი ჰქონ­და 2008 წლის 1 მარ­ტის შე­ტა­კე­ბე­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­შიც ერთ-ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ექ­სპრე­ზი­დენ­ტი რო­ბერტ ქო­ჩა­რი­ა­ნია.

ამას­თან, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სომ­ხე­თის მე­სა­მე პრე­ზი­დენტს სერჟ სარ­გსი­ანს, 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის მით­ვი­სე­ბის გამო ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს.

სო­მე­ხი ჟურ­ნა­ლის­ტი, იური მან­ვე­ლი­ა­ნი ekhokavkaza.com-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში შე­მოდ­გო­მის კრი­ზი­სი მწვა­ვე ფა­ზა­ში შე­ვი­და.

"რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი პრე­მი­ე­რი კო­რუფ­ცი­ას­თან და­უნ­დო­ბელ ბრძო­ლას აცხა­დებს. აკა­ვებს ძა­ლო­ვა­ნი და სხვა უწყე­ბე­ბის კო­რუმ­პი­რე­ბულ წარ­მო­მად­გენ­ლებს. ისი­ნი არ ას­რუ­ლებ­დნენ პო­ლი­ტი­კურ შეკ­ვე­თას, ასეთ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა უჭირ­დათ, რად­გან არ ჰყოფ­ნი­დათ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და კომ­პე­ტენ­ცია. შეჩ­ვე­უ­ლი იყ­ვნენ ისეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რო­დე­საც მხო­ლოდ ბრძა­ნე­ბას ას­რუ­ლებ­დნენ - მიდი, გა­ა­კე­თე და შენს უკან ჩვენ ვართ...

ასეთ პერ­სო­ნებ­ზე გა­ლაშ­ქრე­ბამ შექ­მნა კრი­ზი­სი. უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში არ გვყავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იუ­რის­ტე­ბი, კომ­პე­ტენ­ტუ­რი კად­რე­ბი, ვი­საც მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლია. ეს პრობ­ლე­მა ეხე­ბა პო­ლი­ცი­ას, არ­მი­ას... თუმ­ცა, მათ არ სურთ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის და­კარ­გვა და თან ამ­ბო­ბენ - ასე სწრა­ფად ვერ შე­ვიც­ვლე­ბით, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩე­ნე­ბი. არა­და, შე­იც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თუმ­ცა, ძა­ლოვ­ნებს ახალ გა­რე­მო­ე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა არ შე­უძ­ლი­ათ. ქვე­ყა­ნა­ში სა­კად­რო კრი­ზი­სია", - ამ­ბობს სო­მე­ხი ჟურ­ნა­ლის­ტი, რომ­ლის თქმი­თაც, თა­ვად ფა­ში­ნი­ა­ნის გა­რე­მოც­ვა­შიც არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სერჟ სარ­გსი­ან­თან დღემ­დე მე­გობ­რო­ბენ. ჟურ­ნა­ლის­ტის გან­ცხა­დე­ბით, მათ შო­რის არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც თა­ვის დრო­ზე ფა­ში­ნი­ანს გარ­კვე­უ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის იმე­დით და­უდ­გა გვერ­დით, თუმ­ცა, შემ­დეგ იმე­დი გა­უც­რუვ­და და ახლა მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ ინ­ტრი­გე­ბის და­თეს­ვას და არ გა­მოს­დით.

"შიდა კრი­ზი­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე­ობს რუ­სე­თი­სა და ამე­რი­კის გავ­ლე­ნე­ბის შო­რის ბრძო­ლა. რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი ცდი­ლობს და­სავ­ლუ­რი ჩა­ძი­როს", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ის, რომ რუ­სე­თი სომ­ხეთ­ში პო­ზი­ცი­ებს ად­ვი­ლად არ დათ­მობს, ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია. ახ­ლა­ხან, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, კრემ­ლმა ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბის გან­ხილ­ვი­სას, ერევ­ნის პო­ზი­ცია მო­ი­წო­ნა.

10 ნო­ემ­ბერს, ერე­ვანს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი ეს­ტუმ­რა. ეს იყო მისი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი სომ­ხეთ­ში ხა­ვერ­დო­ვა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ. შეხ­ვედ­რა­ზე თით­ქმის ყვე­ლა სა­კი­თხზე ისა­უბ­რეს, მათ შო­რის ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, სტრა­ტე­გი­ულ კავ­ში­რებ­ზე, ვაჭ­რო­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ზე. სომ­ხე­ბის თქმით, რუ­სე­თის­გან ცალ­სა­ხად ფიქ­სირ­დე­ბა პო­ზი­ცია, რომ რუ­სე­თი არ და­უშ­ვებს სომ­ხე­თის ბა­ზარ­ზე სხვა ქვე­ყა­ნა იყოს დო­მი­ნან­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქტს, წლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ისა­უბ­რა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის ისეთ გზებ­ზე, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხალ­ხის­თვი­საც მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, ასე­თი პო­ზი­ცია მათ­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სოა.

სომ­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა რუ­სე­თის მი­მართ ისევ უნ­დობ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი.

"სა­ინ­ტე­რე­სოა, რა აქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ მე­გო­ბარს. გვახ­სოვს, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბა მიჰ­ყი­და აზერ­ბა­ი­ჯანს. არ გვინ­და რუ­სუ­ლი კად­რე­ბი და ბიზ­ნე­სე­ბი, იქ­ნებ შევ­ძლოთ და თა­ვად ამო­ვი­დეთ ამ ჭა­ო­ბი­დან", - წე­რენ სო­მე­ხი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სომხეთში "შემოდგომის კრიზისი” მწვავდება - ყოფილი შს მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს

სომხეთში "შემოდგომის კრიზისი” მწვავდება - ყოფილი შს მინისტრი გარდაცვლილი იპოვეს

"შემოდგომის კრიზისი სომხეთში" - ასე უწოდებს სომხური მედია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შსს-მ ყოფილი მინისტრი, აიკ არუთინიანი გარდაცვლილი იპოვა. საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის, ნაირა არუთინიანის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

არუთიუნიანი, 1999-2003 წლებში სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, 2003-2008 წლებში კი - პოლიციის უფროსი იყო. მას მოწმის სტატუსი ჰქონდა 2008 წლის 1 მარტის შეტაკებების საქმეზე, რომელშიც ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანია.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, სომხეთის მესამე პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, 1 მილიონი დოლარის მითვისების გამო ბრალი წარუდგინეს.

სომეხი ჟურნალისტი, იური მანველიანი ekhokavkaza.com-სთან საუბარში ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ, ქვეყანაში შემოდგომის კრიზისი მწვავე ფაზაში შევიდა.

"რევოლუციონერი პრემიერი კორუფციასთან დაუნდობელ ბრძოლას აცხადებს. აკავებს ძალოვანი და სხვა უწყებების კორუმპირებულ წარმომადგენლებს. ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ შეკვეთას, ასეთ პირობებში მუშაობა უჭირდათ, რადგან არ ჰყოფნიდათ პროფესიონალიზმი და კომპეტენცია. შეჩვეული იყვნენ ისეთ დამოკიდებულებას, როდესაც მხოლოდ ბრძანებას ასრულებდნენ - მიდი, გააკეთე და შენს უკან ჩვენ ვართ...

ასეთ პერსონებზე გალაშქრებამ შექმნა კრიზისი. უშიშროების სამსახურში არ გვყავს პროფესიონალი იურისტები, კომპეტენტური კადრები, ვისაც მუშაობა შეუძლია. ეს პრობლემა ეხება პოლიციას, არმიას... თუმცა, მათ არ სურთ სამუშაო ადგილების დაკარგვა და თან ამბობენ - ასე სწრაფად ვერ შევიცვლებით, როგორც სხვა დანარჩენები. არადა, შეიცვალა საზოგადოება და ხელისუფლება, თუმცა, ძალოვნებს ახალ გარემოებაში მუშაობა არ შეუძლიათ. ქვეყანაში საკადრო კრიზისია", - ამბობს სომეხი ჟურნალისტი, რომლის თქმითაც, თავად ფაშინიანის გარემოცვაშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სერჟ სარგსიანთან დღემდე მეგობრობენ. ჟურნალისტის განცხადებით, მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც თავის დროზე ფაშინიანს გარკვეული კეთილდღეობის იმედით დაუდგა გვერდით, თუმცა, შემდეგ იმედი გაუცრუვდა და ახლა მედიის საშუალებით ცდილობენ ინტრიგების დათესვას და არ გამოსდით.

"შიდა კრიზისის პარალელურად, მიმდინარეობს რუსეთისა და ამერიკის გავლენების შორის ბრძოლა. რუსული ბიზნესი ცდილობს დასავლური ჩაძიროს", - ამბობს ჟურნალისტი.

ის, რომ რუსეთი სომხეთში პოზიციებს ადვილად არ დათმობს, ადვილი მისახვედრია. ახლახან, სრულიად მოულოდნელად, კრემლმა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზების განხილვისას, ერევნის პოზიცია მოიწონა.

10 ნოემბერს, ერევანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესტუმრა. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ. შეხვედრაზე თითქმის ყველა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ევრაზიულ კავშირთან ურთიერთობაზე, სტრატეგიულ კავშირებზე, ვაჭრობასა და ეკონომიკაზე. სომხების თქმით, რუსეთისგან ცალსახად ფიქსირდება პოზიცია, რომ რუსეთი არ დაუშვებს სომხეთის ბაზარზე სხვა ქვეყანა იყოს დომინანტი.

რაც შეეხება ყარაბაღის კონფლიქტს, წლების შემდეგ პირველად, სომხეთის ხელისუფლებამ ისაუბრა პრობლემის მოგვარების ისეთ გზებზე, რომელიც აზერბაიჯანელი ხალხისთვისაც მისაღები იქნება. რუსეთის ხელისუფლების თქმით, ასეთი პოზიცია მათთვისაც საინტერესოა.

სომხური საზოგადოება რუსეთის მიმართ ისევ უნდობლად არის განწყობილი.

"საინტერესოა, რა აქვს ჩაფიქრებული ჩვენს სტრატეგიულ მეგობარს. გვახსოვს, თუ რა რაოდენობით შეიარაღება მიჰყიდა აზერბაიჯანს. არ გვინდა რუსული კადრები და ბიზნესები, იქნებ შევძლოთ და თავად ამოვიდეთ ამ ჭაობიდან", - წერენ სომეხი ინტერნეტმომხმარებლები.

საუდის არაბეთის რესტორნებში ქალები და მამაკაცები ერთი შესასვლელით ისარგებლებენ

ინდოეთში 27 წლის ქალის ჯგუფურად გაუპატიურებასა და დაწვაში  ბრალდებული 4 მამაკაცი  პოლიციამ დახოცა - "ეს ყველასთვის მაგალითია"

მასტაბური გაფიცვის მეორე დღე საფრანგეთში - დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დაკავებულია ათობით ადამიანი