სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აფეთქება ფიროსმანის ქუჩაზე - დაშავებულია 5 ადამიანი
აფეთქება ფიროსმანის ქუჩაზე - დაშავებულია 5 ადამიანი

ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩა­ზე, ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, 5 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს. ძლი­ე­რი ცე­ცხლი და დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­ის 2 ოთახ­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ხან­ძა­რი ამ დრო­ის­თვის უკვე ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­ულ მარ­თვის ცენ­ტრ „112“-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თბი­ლის­ში, ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩა­ზე, ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის „სენ­ტას“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და აფეთ­ქე­ბა.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ად­გილ­ზე უმოკ­ლეს დრო­ში გა­მო­ცხად­და 9 სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი და და­ი­წყო ხან­ძრის ქრო­ბა. ძლი­ე­რი ცე­ცხლი და დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­ის 2 ოთახ­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბი­სა და ცე­ცხლის ფარ­თო მას­შტა­ბებ­ზე გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­კვე­თეს.

მომ­ხდა­რის შე­დე­გად და­შავ­და 5 პირი, მათ შო­რის - 1 ქალი, 1 არას­რულ­წლო­ვა­ნი და 3 მა­მა­კა­ცი, რომ­ლე­ბიც სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებ­მა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ამ დრო­ის­თვის, ხან­ძა­რი უკვე ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია.

ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 45-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ველ­თან ერ­თად, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყ­ვნენ სა­პატ­რუ­ლო და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ეკი­პჟე­ბი და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი“, - ნათ­ქვა­მია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორმ­ცი­ა­ში.

და­შა­ვე­ბუ­ლი ხუთი პი­რი­დან ორი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა გუგა ქა­ში­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მათ კლი­ნი­კა­ში 3 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა.

„ჩვენ­თან სამი მა­მა­კა­ცია შე­მო­სუ­ლი, ორი მათ­გა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ერთი კი, დამ­წვრო­ბის ქი­რურ­გი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში“,- აცხა­დებს ქა­ში­ბა­ძე.

კი­დევ ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი ალა­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლე­ვან ბე­სე­ლი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენტს თა­ვის ზე­და­პი­რუ­ლი ტრავ­მა აქვს და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

„ჩვენს კლი­ნი­კა­ში 60 წლამ­დე ასა­კის ქა­ლია შე­მოყ­ვა­ნი­ლი, რო­მელ­საც თა­ვის ზე­და­პი­რუ­ლი ტრავ­მა, მარ­ცხე­ნა კოჭ-წვი­ვის ტრავ­მა აქვს. ამ ეტაპ­ზე მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი და და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ჯერ კი­დევ ინ­ტენ­სი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აცხა­დებს ლე­ვან ბე­სე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა აფეთ­ქე­ბი­სას და­შა­ვე­ბულ არას­რულ­წლო­ვანს, ის ცი­ციშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ცი­ციშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, არას­რულ­წლო­ვანს სა­ხის არე­ში და ხელ­ზე მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. "ეს­კო­რა­ცი­ე­ბი და­მუ­შავ­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მალე ბი­ნა­ზე გა­ე­წე­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­დეს კლი­ნი­კა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

აფეთქება ფიროსმანის ქუჩაზე - დაშავებულია 5 ადამიანი

აფეთქება ფიროსმანის ქუჩაზე - დაშავებულია 5 ადამიანი

ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც, 5 ადამიანი დაშავდა.

აღნიშნულის შესახებ AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის „სენტას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა აფეთქება.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული.

მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს.

მომხდარის შედეგად დაშავდა 5 პირი, მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

დაშავებული ხუთი პირიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მათ კლინიკაში 3 პაციენტი იმყოფება.

„ჩვენთან სამი მამაკაცია შემოსული, ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ერთი კი, დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში“,- აცხადებს ქაშიბაძე.

კიდევ ერთი დაშავებული ქალი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“განუცხადა, პაციენტს თავის ზედაპირული ტრავმა აქვს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენს კლინიკაში 60 წლამდე ასაკის ქალია შემოყვანილი, რომელსაც თავის ზედაპირული ტრავმა, მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა აქვს. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ჯერ კიდევ ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს“, - აცხადებს ლევან ბესელია.

რაც შეეხება აფეთქებისას დაშავებულ არასრულწლოვანს, ის ციციშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" ციციშვილის კლინიკაში განუცხადეს, არასრულწლოვანს სახის არეში და ხელზე მცირე დაზიანებები აღენიშნება. "ესკორაციები დამუშავდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მალე ბინაზე გაეწერება", - განაცხადეს კლინიკაში.

ქუთაისში სიტუაცია დაიძაბა - საპროტესტო აქციაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ქარელში 22 წლის ბიჭი მოკლეს

ჩხოროწყუში დააკავეს პოლიციელი, რომელსაც 34 წლის მამაკაცი  გაუპატიურებაში ადანაშაულებს