სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ხმა ჩამესმოდა, გეყოფათ, ნუ მოკლავთო!" - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ლაგოდეხელ პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს
"ხმა ჩამესმოდა, გეყოფათ, ნუ მოკლავთო!" - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ლაგოდეხელ პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შრო­მა­ში მცხოვ­რებ­მა 26 წლის ტატო შე­ით­ნიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებს ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, AMBEBI.GE -სთან პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. რო­გორც ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა გა­ნა­ცხა­და, მას შემ­დეგ რაც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი გა­ი­ა­რა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად თავ­ბრუს­ხვე­ვებს მა­ინც უჩი­ვის.

ტატო შე­ით­ნიშ­ვილ­მა რამ­დნე­ი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი და გა­ავ­რცე­ლა სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც მისი ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და და­ხე­უ­ლი ქურ­თუ­კი ჩან­და.

შე­ით­ნიშ­ვი­ლი სა­მარ­თალდმცვე­ლებს ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და იმ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბას ასა­ხე­ლებს, რომ­ლე­ბიც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

"ძნე­ლია იმის გახ­სე­ნე­ბა, თუ რო­გორ და­უნ­დობ­ლად გა­მის­წორ­დნენ... სუ­ლი­ე­რი და მო­რა­ლუ­რი ტკი­ვი­ლის მი­ყე­ნე­ბის შემ­დგომ და­უნ­დობ­ლად მცემ­დნენ. ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად ეს პი­როვ­ნე­ბე­ბი თა­ვი­სუფ­ლად და­ნა­ვარ­დო­ბენ. ესე­ნი არი­ან მ. კ., გ.კ. და ბ.მ. მე­ო­თხე პი­როვ­ნე­ბაა ილო, რომ­ლის გვა­რიც არ მახ­სოვს და ვიცი ამა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­გან, რომ ახა­ლი კად­რია, თე­ლა­ვე­ლი. ეგ ძალ­ზედ კარ­გი და სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, რომ­ლის ხმაც ჩა­მეს­მო­და, რო­დე­საც ცე­მით მკლავ­დნენ - კარ­გი, გე­ყო­ფათ, ნუ მოკ­ლავ­თო! რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცავს შე­ეძ­ლო, ისე იზი­ა­რებ­და ჩემს ტკი­ვილს" - ამ­ბობს AMBEBI.GE -სთან ტატო შე­ით­ნიშ­ვი­ლი.

აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში მხო­ლოდ იმას აცხა­დე­ბენ, რომ შე­ით­ნიშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტში, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 333 -ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Goga
25

კაით რა ! ნუ გადაიწია ლამის თვალის გუგა რა ! 

vale
34

თაბრუსხვევა მაგარია :)) პოლიცაში თუ შედიხარ ესეიგი საცემი ხარ ჩემი აზრით უკვე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ხმა ჩამესმოდა, გეყოფათ, ნუ მოკლავთო!" - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ლაგოდეხელ პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

"ხმა ჩამესმოდა, გეყოფათ, ნუ მოკლავთო!" - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ლაგოდეხელ პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრებმა 26 წლის ტატო შეითნიშვილმა, რომელიც პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს, AMBEBI.GE -სთან პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც ახალგაზრდა მამაკაცმა განაცხადა, მას შემდეგ რაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსი გაიარა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა პერიოდულად თავბრუსხვევებს მაინც უჩივის.

ტატო შეითნიშვილმა რამდნეიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი და გაავრცელა საკუთარი ფოტოები, სადაც მისი ფიზიკური დაზიანებები და დახეული ქურთუკი ჩანდა.

შეითნიშვილი სამართალდმცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და იმ პოლიციელების ვინაობას ასახელებს, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ძნელია იმის გახსენება, თუ როგორ დაუნდობლად გამისწორდნენ... სულიერი და მორალური ტკივილის მიყენების შემდგომ დაუნდობლად მცემდნენ. ამ ყველაფრის მიუხედავად ეს პიროვნებები თავისუფლად დანავარდობენ. ესენი არიან მ. კ., გ.კ. და ბ.მ. მეოთხე პიროვნებაა ილო, რომლის გვარიც არ მახსოვს და ვიცი ამავე პოლიციელებისგან, რომ ახალი კადრია, თელაველი. ეგ ძალზედ კარგი და სამართლიანი ადამიანია, რომლის ხმაც ჩამესმოდა, როდესაც ცემით მკლავდნენ - კარგი, გეყოფათ, ნუ მოკლავთო! როგორც სამართალდამცავს შეეძლო, ისე იზიარებდა ჩემს ტკივილს" - ამბობს AMBEBI.GE -სთან ტატო შეითნიშვილი.

აღნიშნულ ფაქტან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ შეითნიშვილი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 333 -ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება.

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის მამაკაცი დააკავეს

"უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელის მიერ ქმედების ჩადენა" - რა მტკიცებულებებზე საუბრობს პროკურორი

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - "გამოძიება შეცდომაში არის შესული"