სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ალპებში აღმოაჩინეს ბაზა, საიდანაც რუსი აგენტები მკვლელობებს და საბოტაჟს გეგმავდნენ - როგორი სქემით მოქმედებდა ГРУ?
ალპებში აღმოაჩინეს ბაზა, საიდანაც რუსი აგენტები მკვლელობებს და საბოტაჟს გეგმავდნენ - როგორი სქემით მოქმედებდა ГРУ?

საფ­რან­გე­თის ალ­პებ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის აგენ­ტე­ბის ბაზა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შე­სა­ხებ ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა Le Monde წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­მა 15 აგენ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნეს და ყვე­ლა მათ­გა­ნი ГРУ-ს ელი­ტა­რუ­ლი და­ნა­ყო­ფის, 29 155-ის წევ­რია. ბრი­ტა­ნუ­ლი, შვე­ი­ცა­რი­უ­ლი, ფრან­გუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ისი­ნი 2014-2018 წლებ­ში ალ­პებს, ზემო სა­ვო­ი­ას რე­გი­ონს, ევ­რო­პა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის ბა­ზად იყე­ნებ­დნენ.

აგენ­ტებს შო­რის არი­ან, ალექ­სან­დრე პეტ­რო­ვი და რუს­ლან ბო­ში­რო­ვი, რომ­ლე­ბიც 2018 წელს ორ­მა­გი აგენ­ტის, სერ­გეი სკრი­პა­ლის მო­წამ­ვლის და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ.

სწო­რედ სკრი­პა­ლის მო­წამ­ვლის საქ­მის შემ­დეგ და­ი­წყეს ერ­თობ­ლი­ვი შე­ტე­ვა რუ­სე­თის აგენ­ტუ­რა­ზე ბრი­ტა­ნე­თის, შვე­ი­ცა­რი­ის, საფ­რან­გე­თი­სა და აშშ-ის სა­დაზრვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­მა.

სა­ბო­ლო­ოდ, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ გარ­და ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­წამ­ვლის შემ­თხვე­ვი­სა, ГРУ-ს რამ­დე­ნი­მე გავ­ლე­ნი­ა­ნი აგენ­ტი ფი­გუ­რი­რებს 2015-2016 წლებ­ში მომ­ხდარ სხვა­დას­ხვა მკვლე­ლო­ბი­სა და დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბის საქ­მე­შიც, თუმ­ცა რუ­სე­თი მსგავს ინ­ცი­დენ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უარ­ყოფს.

აგენ­ტე­ბი, რო­გორც წესი, ჯერ მიფ­რი­ნავ­დნენ საფ­რან­გე­თის დიდ ქა­ლა­ქებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა ნიცა და ლი­ო­ნი, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ ალ­პებ­ში, ზემო სა­ვო­ი­ა­ში მი­დი­ოდ­ნენ. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი საფ­რან­გე­თის ამ ნა­წილს ხში­რად „სტუმ­რობ­და“, ხოლო და­ნარ­ჩე­ნე­ბი ერთხელ, ან ორ­ჯერ იყ­ვნენ ნამ­ყო­ფე­ბი" - წერს Le Monde.

ისი­ნი რჩე­ბოდ­ნენ რე­გი­ო­ნის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში. მი­სი­ა­ზე წას­ვლამ­დე ამ ტე­რი­ტო­რი­ას ერ­თგვარ გა­სა­ჩე­რე­ბელ, მო­საც­დელ ად­გი­ლად იყე­ნებ­დნენ.

Le Monde-ს ცნო­ბით, და­ნა­ყოფ 29 155-ის საქ­მი­ა­ნო­ბა მო­ი­ცავ­და სა­ბო­ტა­ჟის მო­წყო­ბა­სა და მკვლე­ლო­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას.

"ბოლო პე­რი­ოდ­ში ევ­რო­პა­ში მომ­ხდა­რი ყვე­ლა სას­ტი­კი და სა­ზა­რე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მიღ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ეს და­ნა­ყო­ფი დგას", - ამ­ბობს საფ­რან­გე­თის დაზ­ვერ­ვის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას.

გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს აგენ­ტე­ბის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლი­სა და ია­რა­ღის ამო­ღე­ბა, ამ დრომ­დე არც ად­გი­ლობ­რი­ვი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­ნი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
28

გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს აგენ­ტე­ბის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლი­სა და ია­რა­ღის ამო­ღე­ბა, ამ დრომ­დე არც ად­გი­ლობ­რი­ვი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­ნი - ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო

ტოტო
7

ჩვენთან საჭირო არ არის აგენტების შემოგზავნა,პარტიები აგენტებითაა სავსე.

2008-ში რუსებს 5 დღე,რომ გავუძელით მიკვირს, ამდენი გამყიდველის ფონზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ალპებში აღმოაჩინეს ბაზა, საიდანაც რუსი აგენტები მკვლელობებს და საბოტაჟს გეგმავდნენ - როგორი სქემით მოქმედებდა ГРУ?

ალპებში აღმოაჩინეს ბაზა, საიდანაც რუსი აგენტები მკვლელობებს და საბოტაჟს გეგმავდნენ - როგორი სქემით მოქმედებდა ГРУ?

საფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde წერს.

გამოცემის ცნობით, სადაზვერვო სამსახურებმა 15 აგენტი გამოავლინეს და ყველა მათგანი ГРУ-ს ელიტარული დანაყოფის, 29 155-ის წევრია. ბრიტანული, შვეიცარიული, ფრანგული და ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ისინი 2014-2018 წლებში ალპებს, ზემო სავოიას რეგიონს, ევროპაში განხორციელებული საიდუმლო ოპერაციების ბაზად იყენებდნენ.

აგენტებს შორის არიან, ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, რომლებიც 2018 წელს ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის და მკვლელობის მცდელობის საქმეში ფიგურირებენ.

სწორედ სკრიპალის მოწამვლის საქმის შემდეგ დაიწყეს ერთობლივი შეტევა რუსეთის აგენტურაზე ბრიტანეთის, შვეიცარიის, საფრანგეთისა და აშშ-ის სადაზრვერვო სამსახურებმა.

საბოლოოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული მოწამვლის შემთხვევისა, ГРУ-ს რამდენიმე გავლენიანი აგენტი ფიგურირებს 2015-2016 წლებში მომხდარ სხვადასხვა მკვლელობისა და დივერსიული აქტის ორგანიზების საქმეშიც, თუმცა რუსეთი მსგავს ინციდენტებში მონაწილეობას უარყოფს.

აგენტები, როგორც წესი, ჯერ მიფრინავდნენ საფრანგეთის დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ნიცა და ლიონი, საიდანაც შემდეგ ალპებში, ზემო სავოიაში მიდიოდნენ. ზოგიერთი მათგანი საფრანგეთის ამ ნაწილს ხშირად „სტუმრობდა“, ხოლო დანარჩენები ერთხელ, ან ორჯერ იყვნენ ნამყოფები" - წერს Le Monde.

ისინი რჩებოდნენ რეგიონის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში. მისიაზე წასვლამდე ამ ტერიტორიას ერთგვარ გასაჩერებელ, მოსაცდელ ადგილად იყენებდნენ.

Le Monde-ს ცნობით, დანაყოფ 29 155-ის საქმიანობა მოიცავდა საბოტაჟის მოწყობასა და მკვლელობების ორგანიზებას.

"ბოლო პერიოდში ევროპაში მომხდარი ყველა სასტიკი და საზარელი შემთხვევების მიღმა, სავარაუდოდ, სწორედ ეს დანაყოფი დგას", - ამბობს საფრანგეთის დაზვერვის მაღალჩინოსანი გამოცემასთან საუბრისას.

გამომძიებლებმა ვერ მოახერხეს აგენტების მიერ გამოყენებული მასალისა და იარაღის ამოღება, ამ დრომდე არც ადგილობრივი თანამონაწილეები არიან იდენტიფიცირებულნი.

როგორ მოახერხა ახალმა ზელანდიამ კორონავირუსის დამარცხება - ქვეყნის პრემიერის თქმით, "COVID-19-თან ბრძოლა მოიგეს"

ბეწვის მწარმოებელ ფერმაში წაულებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ

"სინამდვილეში, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი 5-ჯერ მეტია..." - რას ყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე