სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შელაპარაკება მოუვიდა, თუმცა მისი მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია -   პოლიციელის საქმის დეტალები, რომელმაც  წალენჯიხაში კოლეგას ესროლა
შელაპარაკება მოუვიდა, თუმცა მისი მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია -   პოლიციელის საქმის დეტალები, რომელმაც  წალენჯიხაში კოლეგას ესროლა

წა­ლენ­ჯი­ხა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვის, მა­მუ­კა ქარ­და­ვას მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ბე­სიკ ფი­ფია აცხა­დებს, რომ გას­რო­ლა შე­ლა­პა­რა­კე­ბას მოჰ­ყვა, თუმ­ცა, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას არ აღი­ა­რებს, ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ფი­ფი­ას ად­ვო­კატ­მა ბა­ჩუ­კი ყუ­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ყუ­რაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბას რამ­დე­ნი­მე თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს, მათ შო­რის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უკვე და­კი­თხეს. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ცი­ე­ლი იმა­ვე სა­ღა­მოს, გე­ნინ­სპექ­ცი­ის ჩას­ვლის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს.

„ბე­სიკ ფი­ფია ამ­ბობს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბას მოჰ­ყვა. შე­ლა­პა­რა­კე­ბის რამე გან­სა­კუთ­რე­ბულ მი­ზეზს ის არ ასა­ხე­ლებს. მა­ნამ­დე კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნი­ათ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან, ზოგ­ჯერ ერ­თა­დაც უწევ­დათ მო­რი­გე­ო­ბა. ბრალ­დე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბას, რომ ბე­სიკ ფი­ფი­ას მა­მუ­კა ქარ­და­ვას მოკ­ვლა უნ­დო­და, არ ეთან­ხმე­ბა. ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს. ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ინ­ფორ­მა­ცია, რომ კონ­ფლიქ­ტში სხვე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, არ გვაქვს. სხვე­ბი უბ­რა­ლოდ იქ იყ­ვნენ, თო­რემ ამ ფაქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს.

რო­გორც ვიცი, ბე­სი­კი იმ დღეს არ მუ­შა­ობ­და, მე­ო­რე პო­ლი­ცი­ე­ლი კი სა­ვა­რა­უ­დოდ, მუ­შა­ობ­და. ჯერ საქ­მის მა­სა­ლე­ბი არ გად­მო­უ­ცი­ათ, შე­სა­ბა­მი­სად, დე­ტა­ლებს არ ვიც­ნობ. ჩა­ცხრი­ლუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ზა­რა­ლე­ბულს არ ეკუთ­ვნის, ის სხვა პი­რი­საა.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა, სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა არა­ვის მი­უ­ღია.

ფი­ფია ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. იმ დღეს ექიმ­თან ყო­ფი­ლა, რა­ღაც პრო­ცე­დუ­რა ჩა­უ­ტარ­და, რო­გორც ვიცი, ანეს­თე­ზი­აც გა­უ­კე­თეს“, - გა­ნა­ცხა­და ყუ­რაშ­ვილ­მა.

ბე­სიკ ქარ­და­ვას­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­სა­მარ­თლოს დღეს მი­მარ­თავს. რო­გორც ყუ­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ის სა­სა­მარ­თლო­ში შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის არ­ცერ­თი სახე არ გა­მო­ი­ყე­ნონ, ან ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით გი­რა­ოს შეს­თა­ვა­ზებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წა­ლენ­ჯი­ხა­ში პო­ლი­ცი­ე­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა, რა დრო­საც ერთ-ერ­თმა კო­ლე­გა სა­მარ­თალ­დამ­ცავს ეს­რო­ლა, გუ­შინ­წინ მოხ­და. ის იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19.108 მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

შელაპარაკება მოუვიდა, თუმცა მისი მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია -   პოლიციელის საქმის დეტალები, რომელმაც  წალენჯიხაში კოლეგას ესროლა

შელაპარაკება მოუვიდა, თუმცა მისი მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია -   პოლიციელის საქმის დეტალები, რომელმაც  წალენჯიხაში კოლეგას ესროლა

წალენჯიხაში სამართალდამცავის, მამუკა ქარდავას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი ბესიკ ფიფია აცხადებს, რომ გასროლა შელაპარაკებას მოჰყვა, თუმცა, მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს, ის დუმილის უფლებას იყენებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფიფიას ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა.

როგორც ყურაშვილი განმარტავს, სამართალდამცავებს შორის შელაპარაკებას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის პოლიციელები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა უკვე დაკითხეს. ადვოკატის განცხადებით, პოლიციელი იმავე საღამოს, გენინსპექციის ჩასვლის შემდეგ დააკავეს.

„ბესიკ ფიფია ამბობს, რომ ეს ყველაფერი შელაპარაკებას მოჰყვა. შელაპარაკების რამე განსაკუთრებულ მიზეზს ის არ ასახელებს. მანამდე კონფლიქტი არ ჰქონიათ, თანამშრომლები არიან, ზოგჯერ ერთადაც უწევდათ მორიგეობა. ბრალდების ფორმულირებას, რომ ბესიკ ფიფიას მამუკა ქარდავას მოკვლა უნდოდა, არ ეთანხმება. ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს. ის დუმილის უფლებას იყენებს. ინფორმაცია, რომ კონფლიქტში სხვებიც მონაწილეობდნენ, არ გვაქვს. სხვები უბრალოდ იქ იყვნენ, თორემ ამ ფაქტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.

როგორც ვიცი, ბესიკი იმ დღეს არ მუშაობდა, მეორე პოლიციელი კი სავარაუდოდ, მუშაობდა. ჯერ საქმის მასალები არ გადმოუციათ, შესაბამისად, დეტალებს არ ვიცნობ. ჩაცხრილული ავტომობილი დაზარალებულს არ ეკუთვნის, ის სხვა პირისაა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინაა, სხეულის დაზიანება არავის მიუღია.

ფიფია ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. იმ დღეს ექიმთან ყოფილა, რაღაც პროცედურა ჩაუტარდა, როგორც ვიცი, ანესთეზიაც გაუკეთეს“, - განაცხადა ყურაშვილმა.

ბესიკ ქარდავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროკურატურა სავარაუდოდ, სასამართლოს დღეს მიმართავს. როგორც ყურაშვილი აცხადებს, ის სასამართლოში შუამდგომლობას დააყენებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოიყენონ, ან ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხაში პოლიციელებს შორის დაპირისპირება, რა დროსაც ერთ-ერთმა კოლეგა სამართალდამცავს ესროლა, გუშინწინ მოხდა. ის იმავე დღეს დააკავეს. სამართალდამცველების გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე - 2014 წელს ფულის უკანონო ლეგალიზაციაში უგულავა და კეზერაშვილი იყვნენ ჩართულები, ისინი თანხის გამოყენებას საარჩევნოდ აპირებდნენ

11 დაკავებულს შორის პედაგოგი და მოზარდების მშობლები არიან - შსს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დეტალებზე

ბავშვების პორნოგრაფიული მასალების დამზადების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის მოზარდი გოგონების მშობლები