სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგებში სმენადაქვეითებული პირებიც ჩაერთნენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგებში სმენადაქვეითებული პირებიც ჩაერთნენ

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი რე­გი­ონ­ში სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით აგ­რძე­ლებს ტრე­ნინ­გებს. ამ­ჯე­რად, დე­პარ­ტა­მენ­ტი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მარ­თვა-ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­სა­ხებ ტრე­ნინგს სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი და სმე­ნი­სარმ­ქო­ნე პი­რებს უტა­რებს.

ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე სმე­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი, დამ­წყე­ბი გი­დე­ბი და ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სურ­დო თარ­გმა­ნის მეშ­ვე­ო­ბით ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებს შე­ის­წავ­ლი­ან, რო­გო­რე­ბი­ცაა ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა/რე­ა­ლი­ზა­ცია, ტურ-ოპე­რე­ი­ტინ­გი, გან­თავ­სე­ბი­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტებ­თან, სატ­რან­სპორ­ტო და სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­თან, გი­დებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბა ტუ­რიზ­მში, ტუ­რიზ­მის მარ­კე­ტინ­გი, ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სის რეკ­ლა­მი­რე­ბა და PR.

ტრე­ნინ­გის მი­ზა­ნი ტუ­რიზ­მის ბიზ­ნეს­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ყვე­ლა, მათ შო­რის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბი­სა და პრო­დუქ­ტე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, ასე­ვე სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის რე­გი­ონ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბაა.

დამ­წყე­ბი, სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი გი­დე­ბის­თვის აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ტრე­ნინ­გე­ბი პირ­ვე­ლად გა­სულ წელს ჩა­ა­ტა­რა, რაც მათ გი­დის ხე­ლოვ­ნე­ბის, ბა­თუ­მი­სა და ქე­დის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის შეს­წავ­ლა­ში და­ეხ­მა­რა. აღ­საღ­ნიშ­ნა­ვია, რომ მათ უკვე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს სმე­ნი­სარმ­ქო­ნე და სმე­ნად­ქვე­ი­თე­ბუ­ლი პი­რე­ბის ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ტუ­რის­ტე­ბის­თვის ტუ­რის­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი ტუ­რიზ­მის ბიზ­ნეს­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის ტრე­ნინ­გებს ბოლო წლე­ბია აქ­ტი­უ­რად ატა­რებს. დღემ­დე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბა 3000-ზე მეტ­მა პირ­მა შეძ­ლო. ტრე­ნინ­გე­ბი უფა­სოა და მას­ზე დას­წრე­ბა ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ ნე­ბის­მი­ერ პირს შე­უძ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგებში სმენადაქვეითებული პირებიც ჩაერთნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტრენინგებში სმენადაქვეითებული პირებიც ჩაერთნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით აგრძელებს ტრენინგებს. ამჯერად, დეპარტამენტი ტურისტული სააგენტოს მართვა-ფუნქციონირების შესახებ ტრენინგს სმენადაქვეითებული და სმენისარმქონე პირებს უტარებს.

ტრენინგის მონაწილე სმედაქვეითებული, დამწყები გიდები და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები სურდო თარგმანის მეშვეობით ისეთ მნიშვნელოვან თემებს შეისწავლიან, როგორებიცაა ტურისტული პროდუქტის განვითარება/რეალიზაცია, ტურ-ოპერეიტინგი, განთავსებისა და კვების ობიექტებთან, სატრანსპორტო და სადაზღვევო კომპანიებთან, გიდებთან თანამშრომლობა, ასევე უსაფრთხოება ტურიზმში, ტურიზმის მარკეტინგი, ტურისტული სერვისის რეკლამირება და PR.

ტრენინგის მიზანი ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული ყველა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების ხელმისაწვდომობა, ასევე სმენადაქვეითებული ტურისტებისთვის რეგიონში მოგზაურობის ხელშეწყობაა.

დამწყები, სმენადაქვეითებული გიდებისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტრენინგები პირველად გასულ წელს ჩაატარა, რაც მათ გიდის ხელოვნების, ბათუმისა და ქედის ტურისტული მარშრუტების შესწავლაში დაეხმარა. აღსაღნიშნავია, რომ მათ უკვე ჩამოაყალიბეს სმენისარმქონე და სმენადქვეითებული პირების ტურისტული სააგენტო, რომელიც შესაბამისი საჭიროების მქონე ტურისტებისთვის ტურისტული მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული პირებისთვის ტრენინგებს ბოლო წლებია აქტიურად ატარებს. დღემდე, საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა 3000-ზე მეტმა პირმა შეძლო. ტრენინგები უფასოა და მასზე დასწრება ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ნებისმიერ პირს შეუძლია.

ახალგაზრდა მათემატიკოსთა საერთაშორისო ტურნირი 2020 წელს საქართველოში ჩატარდება

ლოიალური კამპანია "მოდუსის" ჰიპერმარკეტში

პირველი მასშტაბური დასაქმების ფორუმი Glovo-სგან!