სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ..." - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა
"ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ..." - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ის არის, ვინც ეხ­მა­რე­ბა სხვას ჯვრის ტვირ­თვა­ში. ჩვენ სამ­წუ­ხა­როდ, კი არ ვიტ­ვირ­თავთ სხვის სიმ­ძი­მეს, ჩვენ ვამ­ძი­მებთ უფრო მე­ტად მოყ­ვა­სის სიმ­ძი­მეს, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბის დროს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ბრძა­ნა.

ილია მე­ო­რემ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა და ბრძა­ნა, რომ ცხოვ­რე­ბა გა­მოც­და და ჯვრის ტვირ­თვაა.

"რო­გო­რი რთუ­ლია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა ეს არის გა­მოც­და, ეს არის ჯვრის ტვირ­თვა და ეს ჯვა­რი, რო­მელ­საც აძ­ლევს უფა­ლი ბო­ლომ­დე უნდა მი­ი­ტა­ნოს ადა­მი­ან­მა. ძა­ლი­ან ხში­რია შემ­თხვე­ვა, როცა ჩვენ გვი­ჭირს ჯვრის ტვირ­თვა, მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ღმერ­თი არ აძ­ლევს იმა­ზე მძი­მე ჯვარს, რაც შე­უძ­ლია მას ტვირ­თვა. ადა­მი­ა­ნი ურ­თუ­ლე­სი აგე­ბუ­ლე­ბის პი­როვ­ნე­ბაა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი არის უნი­კა­ლუ­რი, ერთხელ იბა­დე­ბა ადა­მი­ა­ნი და ემ­ზა­დე­ბა სა­მუ­და­მო მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის. გა­და­დის მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში და ბედ­ნი­ე­რია ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ღვთის ნე­ბას, ას­რუ­ლებს ღვთის გან­გე­ბას. ჩვენ ვცხოვ­რობთ ურ­თუ­ლეს დროს, იმ დროს, როცა ადა­მი­ა­ნი თვი­თონ ირ­ჩევს სა­მო­თხეს თუ ჯო­ჯო­ხეთს და ინე­ბოს უფალ­მა, რომ სა­მო­თხე აირ­ჩი­ოს, მარ­ჯვე­ნა მხა­რეს დად­გეს ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ის არის, ვინც ეხ­მა­რე­ბა სხვას ჯვრის ტვირ­თვა­ში. ურ­თი­ერ­თსიმ­ძი­მე, ტვირ­თი იტ­ვირ­თეთ, ეს­რეთ აღას­რუ­ლეთ სჯუ­ლი იგი ქრის­ტე­სი. ჩვენ, სამ­წუ­ხა­როდ, კი არ ვიტ­ვირ­თავთ სხვის სიმ­ძი­მეს, ჩვენ ვამ­ძი­მებთ უფრო მე­ტად მოყ­ვა­სის სიმ­ძი­მეს. გა­ი­ხა­რეთ, ორ­თა­ვე სო­ფელ­სა შინა აქაც და იქაც, წყა­ლო­ბა ღვთი­სა გფა­რავ­დეთ თქვენ და უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ ღმერ­თი არის სიყ­ვა­რუ­ლი, ღმერ­თი არის წყა­ლო­ბა. ღმერ­თი თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლით ფა­რავს ჩვენს ნაკლს და ჩვენ მად­ლო­ბე­ლი ვართ ამ შე­წევ­ნის­თვის, ამ წყა­ლო­ბის­თვის. წყა­ლო­ბა და სი­ხა­რუ­ლი გფა­რავ­დეთ. ჩვენ­თან არს ღმერ­თი!" - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნამეტანი მძიმეა თქვენთვის
75

იმდენი ოქრო-ვერცხლი დააგროვეთ შავი ჯიპების გარეშე ვეღარ ზიდავთ!

ეკა
2

ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი, მისი ყოველი ქადაგება არის ბრძნული და სიკეთის მომცემი. ძალიან გვიყვარხართ.

 

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ..." - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

"ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ..." - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

ყველაზე ბედნიერი ადამიანი ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში. ჩვენ სამწუხაროდ, კი არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, ჩვენ ვამძიმებთ უფრო მეტად მოყვასის სიმძიმეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა.

ილია მეორემ ადამიანის ცხოვრებაზე ისაუბრა და ბრძანა, რომ ცხოვრება გამოცდა და ჯვრის ტვირთვაა.

"როგორი რთულია ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ცხოვრება ეს არის გამოცდა, ეს არის ჯვრის ტვირთვა და ეს ჯვარი, რომელსაც აძლევს უფალი ბოლომდე უნდა მიიტანოს ადამიანმა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ გვიჭირს ჯვრის ტვირთვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ აძლევს იმაზე მძიმე ჯვარს, რაც შეუძლია მას ტვირთვა. ადამიანი ურთულესი აგებულების პიროვნებაა, მაგრამ ადამიანი არის უნიკალური, ერთხელ იბადება ადამიანი და ემზადება სამუდამო მარადიული ცხოვრებისთვის. გადადის მარადიულ ცხოვრებაში და ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას, ასრულებს ღვთის განგებას. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს და ინებოს უფალმა, რომ სამოთხე აირჩიოს, მარჯვენა მხარეს დადგეს ადამიანი. ყველაზე ბედნიერი ადამიანის ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში. ურთიერთსიმძიმე, ტვირთი იტვირთეთ, ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ჩვენ, სამწუხაროდ, კი არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, ჩვენ ვამძიმებთ უფრო მეტად მოყვასის სიმძიმეს. გაიხარეთ, ორთავე სოფელსა შინა აქაც და იქაც, წყალობა ღვთისა გფარავდეთ თქვენ და უნდა გახსოვდეთ, რომ ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი არის წყალობა. ღმერთი თავისი სიყვარულით ფარავს ჩვენს ნაკლს და ჩვენ მადლობელი ვართ ამ შეწევნისთვის, ამ წყალობისთვის. წყალობა და სიხარული გფარავდეთ. ჩვენთან არს ღმერთი!" - ბრძანა პატრიარქმა.

ულამაზესი ზუგდიდელი გოგონას წარმატება სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე - "ყველა გრძნობა ერთად მერეოდა..."

რა გახდა მეტრო "ვარკეთილში" დაკვამლიანების მიზეზი - "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განმარტება

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მაღაზიაში შემთხვევით ნივთი გაგიტყდათ?