სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელია და ხელისუფლების საყურადღებო!" - რა მისწერეს მოქალაქეებმა ეკა ბესელიას
"ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელია და ხელისუფლების საყურადღებო!" - რა მისწერეს მოქალაქეებმა ეკა ბესელიას

პარ­ტია „სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“ ლი­დე­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი ეკა ბე­სე­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს წე­რილს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ოკუ­პი­რე­ბულ ახალ­გორ­ში მცხოვ­რებთ ეკუთ­ვნით, რომ­ლე­ბიც იქ არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე წე­რენ:

"ვაქ­ვეყ­ნებ წე­რილს, რო­მე­ლიც სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოა! მთხო­ვეს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბა და­ვიც­ვა ავ­ტო­რის მი­სი­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის გამო.

"მივ­მარ­თავთ და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატს ეკა ბე­სე­ლი­ას, თქვენ მა­ინც მი­აწ­ვდი­ნეთ ჩვე­ნი ხმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მთავ­რო­ბას!

რაც, სო­ფელ ჩორ­ჩა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რემ ბლოკპოს­ტი გა­ა­კე­თა, მას შემ­დეგ ოსებ­მა გა­და­კე­ტეს სა­ზღვა­რი და არა­ვის აღარ უშ­ვე­ბენ. ახალ­გორ­სა და რა­ი­ო­ნის ყვე­ლა სო­ფელ­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

1500-ზე მეტი მო­სახ­ლეა ჩარ­ჩე­ნი­ლი და ფა­ტობ­რი­ვად, მძევ­ლად ჰყავს ოსურ მხა­რეს. არა აქვთ ოსუ­რი ანუ რუ­სუ­ლი პას­პორ­ტე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც პენ­სია აქვთ და არც სხვა რა­ი­მე დახ­მა­რე­ბა. ისი­ნი ძი­რი­თა­დად და­მო­კი­დე­ბულ­ნი იყ­ვნენ ქარ­თულ პენ­სი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ და­ხა­მა­რე­ბა­ზე. 3 თვეა არა­ვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით არ უსარ­გებ­ლია. არც პუ­რის, არც შე­ში­სა და არც წამ­ლის ფული არა აქვთ. და­დი­ან მშივ­რე­ბი და გა­ყი­ნუ­ლე­ბი და ალ­ბათ ნელ-ნელა ყვე­ლა და­ი­ხო­ცე­ბა.

არის ოჯა­ხი, სა­დაც ერთი მო­ხუ­ცია დარ­ჩე­ნი­ლი. არი­ან ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი მო­ხუ­ცე­ბი, რომ­ლებ­საც მომ­ვლე­ლიც კი არა­ვინ ჰყავთ. ასე­ვე, არი­ან ჩარ­ჩე­ნი­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სწავ­ლა შე­უ­წყდათ, რად­გან სა­ზღვარ­ზე არ მის­ცეს გა­დას­ვლის უფ­ლე­ბა. ასო­ბით ოჯა­ხი გა­ი­ყო და გა­იხ­ლი­ჩა, ზოგი ქალი აქეთ არის და ქმა­რი იქეთ და პი­რი­ქით. ენატ­რე­ბათ შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. არი­ან უმ­ძი­მე­სი ონ­კო­ლო­გი­უ­რი ავად­მყო­ფე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უ­წყდათ მკურ­ნა­ლო­ბა და იტან­ჯე­ბი­ან ტკი­ვი­ლე­ბის­გან...

პრო­დუქ­ტი ცხინ­ვა­ლი­დან ჩა­მო­დის და იმ­დე­ნად ძვი­რია, რომ გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი და გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი ხალ­ხი ვერც ყი­დუ­ლობს და ფაქ­ტი­უ­რად შიმ­ში­ლო­ბენ. სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბაც კი არ არ­სე­ბობს.

გვიშ­ვე­ლეთ რამე, სა­ნამ ხალ­ხი დარ­დის­გან, შიმ­ში­ლის­გან, ავად­მყო­ფო­ბის­გან და სი­ცი­ვის­გან არ დავ­ხო­ცილ­ვართ! გთხოვთ, ეს წე­რი­ლი გა­და­უგ­ზავ­ნეთ ყვე­ლას, ვის­თა­ნაც ხმა მი­გიწ­ვდე­ბათ, აქე­დან ჩვე­ნი ხმა არა­ვის ეს­მის...

მივ­მარ­თავთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და მთავ­რო­ბას, ვინ­მეს გაქვთ ჩვე­ნი დარ­დი? ჩვენ არ ვართ ქარ­თვე­ლე­ბი? ჩვენ არ ვართ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი? თუ მოგ­ვი­ძუ­ლეთ და გაგ­ვწი­რეთ, ესეც ვი­ცო­დეთ და სას­წა­უ­ლის იმე­დი მა­ინც აღარ გვექ­ნე­ბა.

გვიშ­ვე­ლეთ, სა­ნამ სული გვიდ­გას, ვი­ხო­ცე­ბით... და­ვი­ღა­ლეთ წა­მე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბით" - წე­რენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ეკა ბე­სე­ლი­ა­სად­მი მი­წე­რილ წე­რილ­ში.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რის გზა 4 სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­კე­ტა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, სამი თვეა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბლო­კა­და­ში არი­ან...

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ურანი
21

ნათქვმია : პაპს ნაჭამმა "ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო!"- მიშამ თავის დროზე ახალგორის მოსახლეობა აიძულა გურკვეველი წამოშობის პრეზიდენტისა და გაურკვეველი კომფიგურაციის სახელმწიფოს არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა! ა ბატონო შედეგი!

Parlamenti
15

და ბესელიას მეტი ვერ ნახეს ვერავინ ხმის გამავრცელებელი??? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელია და ხელისუფლების საყურადღებო!" - რა მისწერეს მოქალაქეებმა ეკა ბესელიას

"ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელია და ხელისუფლების საყურადღებო!" - რა მისწერეს მოქალაქეებმა ეკა ბესელიას

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს წერილს, რომელიც სავარაუდოდ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებთ ეკუთვნით, რომლებიც იქ არსებულ უმძიმეს სიტუაციაზე წერენ:

"ვაქვეყნებ წერილს, რომელიც სულისშემძვრელია და ხელისუფლების საყურადღებოა! მთხოვეს კონფიდენციალობა დავიცვა ავტორის მისივე უსაფრთხოების გამო.

"მივმართავთ დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას, თქვენ მაინც მიაწვდინეთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას და მთავრობას!

რაც, სოფელ ჩორჩანაში საქართველოს მხარემ ბლოკპოსტი გააკეთა, მას შემდეგ ოსებმა გადაკეტეს საზღვარი და არავის აღარ უშვებენ. ახალგორსა და რაიონის ყველა სოფელში კატასტროფული მდგომარეობაა.

1500-ზე მეტი მოსახლეა ჩარჩენილი და ფატობრივად, მძევლად ჰყავს ოსურ მხარეს. არა აქვთ ოსური ანუ რუსული პასპორტები. აქედან გამომდინარე, არც პენსია აქვთ და არც სხვა რაიმე დახმარება. ისინი ძირითადად დამოკიდებულნი იყვნენ ქართულ პენსიასა და სოციალურ დახამარებაზე. 3 თვეა არავის საქართველოს სახელმწიფო პროგრამით არ უსარგებლია. არც პურის, არც შეშისა და არც წამლის ფული არა აქვთ. დადიან მშივრები და გაყინულები და ალბათ ნელ-ნელა ყველა დაიხოცება.

არის ოჯახი, სადაც ერთი მოხუცია დარჩენილი. არიან ლოგინად ჩავარდნილი მოხუცები, რომლებსაც მომვლელიც კი არავინ ჰყავთ. ასევე, არიან ჩარჩენილი სტუდენტები, რომლებსაც სწავლა შეუწყდათ, რადგან საზღვარზე არ მისცეს გადასვლის უფლება. ასობით ოჯახი გაიყო და გაიხლიჩა, ზოგი ქალი აქეთ არის და ქმარი იქეთ და პირიქით. ენატრებათ შვილები და შვილიშვილები. არიან უმძიმესი ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებსაც შეუწყდათ მკურნალობა და იტანჯებიან ტკივილებისგან...

პროდუქტი ცხინვალიდან ჩამოდის და იმდენად ძვირია, რომ გაღარიბებული და გაღატაკებული ხალხი ვერც ყიდულობს და ფაქტიურად შიმშილობენ. სამედიცინო პირველადი დახმარებაც კი არ არსებობს.

გვიშველეთ რამე, სანამ ხალხი დარდისგან, შიმშილისგან, ავადმყოფობისგან და სიცივისგან არ დავხოცილვართ! გთხოვთ, ეს წერილი გადაუგზავნეთ ყველას, ვისთანაც ხმა მიგიწვდებათ, აქედან ჩვენი ხმა არავის ესმის...

მივმართავთ ხელისუფლებასა და მთავრობას, ვინმეს გაქვთ ჩვენი დარდი? ჩვენ არ ვართ ქართველები? ჩვენ არ ვართ საქართველოს მოქალაქეები? თუ მოგვიძულეთ და გაგვწირეთ, ესეც ვიცოდეთ და სასწაულის იმედი მაინც აღარ გვექნება.

გვიშველეთ, სანამ სული გვიდგას, ვიხოცებით... დავიღალეთ წამებული ცხოვრებით" - წერენ მოქალაქეები ეკა ბესელიასადმი მიწერილ წერილში.

ოკუპირებული ახალგორის გზა 4 სექტემბრიდან დაიკეტა. ადგილობრივები, სამი თვეა, ფაქტობრივად, ბლოკადაში არიან...

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის 3-თვიანი ვადა ეწურებათ, სამშობლოში ვერ ბრუნდებიან