სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი კეკელიძე რუსული ენისა და კულტურის ცენტრის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნაზე საჯარო უარს აცხადებს -   რას ამბობს ზურაბ აბაშიძე
გიორგი კეკელიძე რუსული ენისა და კულტურის ცენტრის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნაზე საჯარო უარს აცხადებს -   რას ამბობს ზურაბ აბაშიძე

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში რუ­სუ­ლი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრის გახ­სნა­ზე უარს აცხა­დებს.

„ერთხელ ორი თვის წინ და ერთხე­ლაც ზა­ფხუ­ლის და­სა­წყის­ში შემ­ხვდა რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი უწყე­ბის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და შე­მომ­თა­ვა­ზა, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გაგ­ვეხ­სნა რუ­სუ­ლი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრი, რად­გან უკვე გვაქვს ასე­თი ან­გლო-ამე­რი­კუ­ლი, ფრან­გუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი, იტა­ლი­უ­რი, ებ­რა­უ­ლი ცენ­ტრე­ბი.

მე უა­რით გა­ვის­ტუმ­რე. თუ ბა­ტო­ნი კა­რა­სი­ნი ისევ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას გუ­ლის­ხმობს, რად­გან მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კა სწო­რედ ასეთ სივ­რცე­ში ით­ვა­ლის­წი­ნებს კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრე­ბის გახ­სნას, მა­შინ მი­ი­ღოს სა­ჯა­რო უა­რიც იმ ქვეყ­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კის­გან, რომ­ლის ნა­წი­ლიც გუ­შინ და­ი­პყრეს და დღეს სა­უ­კე­თე­სო შვი­ლებს გვტა­ცე­ბენ. ეთ­ნო­კულ­ტუ­რუ­ლი ფა­შიზ­მის­გან ძა­ლი­ან შორს ვართ. ისე­თი­ვე წე­სე­ბის დაც­ვით ვი­ნა­ხავთ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი წიგ­ნე­ბის დიდ ფონდს, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩენს.

მე კი ახლა საფ­რან­გეთ­ში ვარ, სა­დაც სწო­რედ ამ­გვა­რი ქარ­თუ­ლი ცენ­ტრის გახ­სნა­ზე ვმუ­შა­ობთ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა ავ­რცე­ლებს.

რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, ზუ­რაბ აბა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლის­ში დე­კემ­ბერ­ში, რუ­სუ­ლი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრის გახ­სნის შე­სა­ხებ რუს დიპ­ლო­მატ გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ი­გო.

რო­გორც აბა­ში­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, პი­რა­დად მან შეხ­ვედ­რა­ზე და­ა­ფიქ­სი­რა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის საქ­მის კურ­სში არ იყო.

„სამ­წუ­ხა­როდ ბევ­რს ვე­რა­ფერს გე­ტყვით ამ სა­კი­თხზე. შეხ­ვედ­რა­ზე ით­ქვა, რომ ცენ­ტრს გახ­სნის თბი­ლის­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი რუ­სე­თის სა­ვი­ზო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 წე­ლია ვი­ზებს გას­ცემს და კო­მერ­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რაა. ეს კულ­ტუ­რის ცენ­ტრიც იქ­ნე­ბა კო­მერ­ცი­ულ სა­წყი­სებ­ზე. მე შეხ­ვედ­რა­ზე ვთქვი, რომ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ვერ­კვე­ვი სა­კი­თხში,“- ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ზუ­რაბ აბა­ში­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ის დე­და­ქა­ლაქ­ში ხვალ დაბ­რუნ­დე­ბა და სა­ვი­ზო ცენ­ტრის­გან და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რუსი დიპ­ლო­მა­ტის, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბით, დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში, თბი­ლის­ში, რუ­სუ­ლი ენი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრი გა­იხ­სნე­ბა, „რო­მე­ლიც უდა­ვოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში“. შე­სა­ბა­მი­სი კო­მენ­ტა­რი კა­რა­სინ­მა რუ­სულ მე­დი­ას­თან, ზუ­რაბ აბა­ში­ძეს­თან პრა­ღა­ში გუ­შინ გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამას შეხედეთ!
48

აფერისტი ხარ შენ - ზურაბ აბაშიძევ.

ise
40

თურქული გახსენი ის ძველი მიწები და ტაძრები იყო მაინც არ გვინდოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გიორგი კეკელიძე რუსული ენისა და კულტურის ცენტრის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნაზე საჯარო უარს აცხადებს -   რას ამბობს ზურაბ აბაშიძე

გიორგი კეკელიძე რუსული ენისა და კულტურის ცენტრის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნაზე საჯარო უარს აცხადებს -   რას ამბობს ზურაბ აბაშიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკაში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე უარს აცხადებს.

„ერთხელ ორი თვის წინ და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები.

მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონი კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრების გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ. ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს ვართ. ისეთივე წესების დაცვით ვინახავთ რუსულენოვანი წიგნების დიდ ფონდს, როგორც სხვა დანარჩენს.

მე კი ახლა საფრანგეთში ვარ, სადაც სწორედ ამგვარი ქართული ცენტრის გახსნაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ, რომლის განცხადებასაც ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თბილისში დეკემბერში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ რუს დიპლომატ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე გაიგო.

როგორც აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პირადად მან შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ აღნიშნული ინფორმაციის საქმის კურსში არ იყო.

„სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს გეტყვით ამ საკითხზე. შეხვედრაზე ითქვა, რომ ცენტრს გახსნის თბილისში განთავსებული რუსეთის სავიზო ცენტრი, რომელიც საქართველოში 2 წელია ვიზებს გასცემს და კომერციული სტრუქტურაა. ეს კულტურის ცენტრიც იქნება კომერციულ საწყისებზე. მე შეხვედრაზე ვთქვი, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და თბილისში დაბრუნების შემდეგ გავერკვევი საკითხში,“- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ის დედაქალაქში ხვალ დაბრუნდება და სავიზო ცენტრისგან დამატებით ინფორმაციას მიიღებს.

შეგახსენებთ, რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, „რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“. შესაბამისი კომენტარი კარასინმა რუსულ მედიასთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.