ავტორი:

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში, - ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, რუსულ მედიასთან განაცხადა.

”უდავოა, რომ რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში იხსნება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ 5-თვიანი პაუზის შემდეგ, გუშინ, პრაღაში ე.წ. აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ქუთაისისკენ ავტომობილებით მსვლელობას მართავენ

ხმაური რიონის ხეობაში, ჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა და დამატებითი საპოლიციო ძალები - რას აცხადებენ შსს - ში?

გამყრელიძის თქმით, განცხადება ჩინური ვაქცინების ეფექტიანობაზე  ეხებოდა არა "სინოფარმს“, არამედ "სინოვაკს“