სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზოგი ჭირი მარგებელია - მადლობა ღმერთს, სამაგიეროდ, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე "ნაცმოძრაობის" მხრიდან - ირაკლი კობახიძე
ზოგი ჭირი მარგებელია - მადლობა ღმერთს, სამაგიეროდ, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე "ნაცმოძრაობის" მხრიდან - ირაკლი კობახიძე

ნათ­ქვა­მია, რომ ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია და ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის ფონ­ზე, რაც გა­სუ­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, მად­ლო­ბა ღმერ­თს, შე­წყდა შტურ­მი ეკ­ლე­სი­ა­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხრი­დან, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კო­ბა­ძე აცხა­დებს, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ თა­ვი­სი გან­შტო­ე­ბე­ბით თავი წარ­მო­ა­ჩი­ნა, რო­გორც „ან­ტი­ე­როვ­ნულ­მა, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ­მა, ან­ტი­ეკ­ლე­სი­ურ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ და ამის კულ­მი­ნა­ცია იყო შტურ­მი ეკ­ლე­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით, „ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან“ ასო­ცი­რე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის თუ აქ­ტი­ვის­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და ასე შემ­დეგ“.

„ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის ფონ­ზე, რაც გა­სუ­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, მად­ლო­ბა ღმერ­თს, შე­წყდა შტურ­მი ეკ­ლე­სი­ა­ზე, თუმ­ცა ეს არ გვაძ­ლევს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­რო, უნდა და­ვიც­ვათ ეკ­ლე­სია და მას­თან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩვენს ეროვ­ნულ იდენ­ტო­ბას­თან.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს, გა­სუ­ლი ორი კვი­რა იყო ლუსტრა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბის ორი კვი­რა. მი­სი­ვე თქმით, ეს პრო­ცე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბით დას­რულ­დე­ბა.

„ვი­ხი­ლეთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლუსტრი­რე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია. ერთ მხა­რეს იდ­გნენ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე მხა­რეს უწო­დე­ბენ რუ­სე­თის აგენ­ტებს, მე­ო­რე მხა­რეს ძა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ის მხა­რე უწო­დებს ძა­ლა­დობ­რივ და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პარ­ტი­ებს და ეს ორი ძალა ერ­თმა­ნე­თის მხარ­დამ­ხარ იდგა. ასე­თი დესტრუქ­ცი­უ­ლი და უნი­ა­თო ოპო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ალ­ბათ, დიდი ხა­ნია არ ჰყო­ლია და იმე­დია, მო­მა­ვალ­შიც არ ეყო­ლე­ბა.

და­ი­წყო მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი და დესტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის სრუ­ლი მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს პრო­ცე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბით დას­რულ­დე­ბა. იმე­დი მაქვს, რო­გორც დღეს არ ზის არ­ცერ­თი „ნა­ცი­ო­ნა­ლი“ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, ასე­ვე არ იჯ­დე­ბა მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში და მათ ად­გილს და­ი­კა­ვე­ბენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი, ეროვ­ნულ და და­სავ­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარ­ტი­ე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mia
35

რომ დაჯდება, იმ პარტიაზე მერე ილაპარაკე.

 

გამორთეთ
42

რობოტი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ზოგი ჭირი მარგებელია - მადლობა ღმერთს, სამაგიეროდ, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე "ნაცმოძრაობის" მხრიდან - ირაკლი კობახიძე

ზოგი ჭირი მარგებელია - მადლობა ღმერთს, სამაგიეროდ, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე "ნაცმოძრაობის" მხრიდან - ირაკლი კობახიძე

ნათქვამია, რომ ზოგი ჭირი მარგებელია და ამ სირთულეების ფონზე, რაც გასული ორი კვირის განმავლობაში იყო, მადლობა ღმერთს, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობაძე აცხადებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი განშტოებებით თავი წარმოაჩინა, როგორც „ანტიეროვნულმა, ანტისახელმწიფოებრივმა, ანტიეკლესიურმა პოლიტიკურმა ძალამ და ამის კულმინაცია იყო შტურმი ეკლესიაზე, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა საშუალებით, „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული მედიასაშუალებების თუ აქტივისტების გამოყენებით და ასე შემდეგ“.

„ამ სირთულეების ფონზე, რაც გასული ორი კვირის განმავლობაში იყო, მადლობა ღმერთს, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე, თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ყურადღებაა საჭირო, უნდა დავიცვათ ეკლესია და მასთან ერთად ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან.

როგორც კობახიძე აცხადებს, გასული ორი კვირა იყო ლუსტრაციის გაგრძელების ორი კვირა. მისივე თქმით, ეს პროცესი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება.

„ვიხილეთ აბსოლუტურად ლუსტრირებული ოპოზიცია. ერთ მხარეს იდგნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მეორე მხარეს უწოდებენ რუსეთის აგენტებს, მეორე მხარეს ძალები, რომლებსაც ის მხარე უწოდებს ძალადობრივ და დანაშაულებრივ პარტიებს და ეს ორი ძალა ერთმანეთის მხარდამხარ იდგა. ასეთი დესტრუქციული და უნიათო ოპოზიცია საქართველოს ალბათ, დიდი ხანია არ ჰყოლია და იმედია, მომავალშიც არ ეყოლება.

დაიწყო მარგინალიზებული და დესტრუქციული ოპოზიციის სრული მარგინალიზაცია და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებით დასრულდება. იმედი მაქვს, როგორც დღეს არ ზის არცერთი „ნაციონალი“ სხდომათა დარბაზში, ასევე არ იჯდება მომავალ პარლამენტში და მათ ადგილს დაიკავებენ კვალიფიციური, კეთილსინდისიერი, ეროვნულ და დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული პარტიები“, - აღნიშნა კობახიძემ.

კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა - რა განაცხადა აშშ-ს ელჩმა?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ვიდრე დასავლეთი არ დაადგა თავზე, ისე ვერ მივიდნენ სალაპარაკოდ - სამარცხვინოა" - როგორ აფასებენ შარლ მიშელის მიერ მედიატორის დანიშვნის ფაქტს