პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქციის დაშლისას ახალგაზრდა მამაკაცმა დაზიანება სახის არეში მიიღო - ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ზაზა ლიპარტიას წყლის ჭავლის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა აქვს, დაუზიანდა თვალიც. მას ყბა-სახის ქირურგი ოპერაციას ჩაუტარებს.
„სპეცრაზმი რომ შემოვიდა, ჭავლის მეშვეობით დაიწყეს დაშლა აქციის, ჩვენმა თანამებრძოლმა სახის არეში ჭავლით დაზიანება მიიღო. მარცხენა თვალი დაუზიანდა, იქვე თვალი გადმოუვარდა და თავისი ხელით ჩაისვა,“ - ამბობს ტელეკომპანიასთან საუბრისას ერთ-ერთი თვითმხილველი.
ოფთალმოლოგის დასკვნის მიხედვით, ლიპარტიას მარცხენა თვალის კონტუზიური დაზიანება აქვს და თვალის დაკარგვის საშიშროება არ არსებობს.
,,თანამებრძოლმა" ემანდ აფხაზეთი არ დაიბრუნოთ, კაი ახლა წყალიც არ გინდათ აბა შეუთანხმდით და თბილ საბნებს გესვრიან.
როდემდე დაშლიან ეს უბედურები და რამდენჯერ. ესენი მართლა საყოველთაო აჯანყებას გამოკრავენ ხელს. უტვინოების ხროვა.